თემი, რქაწითელი 2012, 7 თვის მერე

7 თვის წინ თემის რქაწითელი გავსინჯე, ფურცელზე ჩავინიშნე მახასიათებლები და კედელზე მივაჭიკარტე ყოველი შემთხვევისათვის, რა იცი რა ხდება, ყველაფერი უნდა გქონდეს სახლში კედელზე მიკრული.

temi-rqatsiteli Continue reading

ღVino Underground არის ყველაზე კარგი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის

მოკლე ტექსტი ზარმაცებსთვის:

Vino Underground არის ყველაზე მაგარი ადგილი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნო საუკეთესო ქართული ღვინოები, სხვადასხვა დეტალებით მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და ამ მიღებული სიამოვნებით გაიხანგრძლივოთ ცხოვრებით ტკბობა.

Image

Continue reading

დეტალები და რუკა, თუ სად შენდება სასტუმრო ვაკის პარკში

იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდი, სადაც სასტუმროს აშენებენ არის ეს: 01.14.10.002.006

ნაკვეთის გასხვისება-გამოსხვისების დეტალები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ კოდით ამ ლინკზე.

მანდ ნახავთ ორგანიზაციებს, რომელთა დეტალებსაც მოძებნით იურიდიულ პირთა რეესტრში.

ბევრი ვიწვალე, ვნახე საკადასტრო რუკა, UTM ფორმატის კოორდინატებით ეგ ადგილი ვიპოვნე იმავე ფორმატის რუკაზე, მერე კიდევ ვიქექიალე ცოტა და მივიღე ზუსტად ის ადგილი, სადაც სასტუმროს აშენებას აპირებენ (მასშტაბი და კოორდინატები დაცულია აბსოლუტური სიზუსტით):

სასტუმრო ვაკის პარკში

ჩემს მოსაზრებას რაც შეეხება:

არ მინდა ქალაქის ცენტრალურ, ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პარკში ვიღაც დებილმა (ვიცნობ და ვიცი რომ დებილია) ფულის საშოვნელად ააშენოს იდიოტობა სასტუმრო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ნათესავია. რომც არ იყოს ნათესავი და სასტუმროსაც ჭკვიანი ტიპი აშენებდეს, მაინც დაუშვებელია ქალაქის ცენტრალურ პარკში სასტუმროს აშენება.

ატრაქციონი, სპორტული კორტი ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა რამე შეიძლება, მაგრამ მთავარი პარკის ცენტრში ვიღაც ბიზნესმენი სასტუმროს რომ ააშენებს, თან ერთ ხეს მაინც მოჭრის, ტრაგედიაა. დაუშვებელია. რა, არა?

ობჩურას სამი დეგუსტაცია

ჰაა-ჰაა, ორი კვირა იქნება გასული, რაც მეგობარმა თაბახზე ამობეჭდილი ღვინის ეტიკეტი მაჩვენა და დააყოლა – ნახე, საუკეთესო ცოლიკოური გამოვიდა ბაზარზე და გასინჯე, ჟანრის ეტალონია ნამდვილადო. საუბარია იმერელი მევენახე გლეხის, ღვალაძის მიერ დაყენებულ ცოლიკოურზე. ღვინო  ტრადიციული ქართული მეთოდითაა დაყენებული სოფელ ობჩაში მოყვანილი ყურძნიდან.

ფოტო ჩემი არ არის (ობჩური არის როგორც მხოლოდ ”ცოლიკოური”, ასევე ”ცოლიკოური / ციცქა”)

პარასკევ საღამოს, სამსახურიდან ვინოთეკაში გავაირე და ახალშემოდებული ობჩური ცოლიკოური თაროდანვე მოვხსენი. Continue reading

თარგმანი ღვინიდან – ახალი კატეგორია

ეს ერთი შეხედვით პოეტური და პეროიანი სათაური სულაც არაა პეროიანი და პოეტური. ”თარგმანი ღვინიდან” ჩემი ბლოგის ახალი კატეგორიაა, სადაც ჩემი წვეტიანი აზრები დაფიქსირდება ღვინოსთან დაკავშირებით.

ღვინოსთან კი ნამდვილად მაქვს შეხება: ჩემი მეზობელი აყენებს სოფელში საკუთარ ღვინოს და მიყვება-ხოლმე ამ სასმლის შესახებ. მისი თქმით, ნაღდ, სუფთა წვენს აყენებს. ერთხელ გავსინჯე კიდეც, ახალ წელს დამპატიჟა თავისთან და მაგრად დავთვერით, სულ განსხვავებულები ვსვით. ახლა ერთ დალევაზე 200-250 ლიტრის დალევა შემიძლია შეუსვენებლად. განსაკუთრებით მიყვარს სამშობლოსა და ”ჩვენი ტკკბილი მოგონებების” სადღეგრძელო, ასევე ”კეთილი თვალების” და ”ამვლელ ჩამვლელისსასაც” ხშირად ვსვამ-ხოლმე.

ჩემთვის ღვინო ადათ-წესებსა და ქართულ ტრადიცას ნიშნავს, წარმოუდგენელია მისი ევროპელი პიდარასტივით წრუპვა ჭიქიდან. ჩემი აზრით, ევროპელებს ცოტა ღვინო აქვთ და იმიტომ წრუპავენ ცოტას. თან ძვირი ღირს იქ.

ასე რომ, მეც თქვენნაირი ვარ, იკითხეთ-ხოლმე ჩემი პოსტები ღვინის შესახებ.

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

პირველ რიგში იმათ მივამრთავ, ვინც თვთმმართველობაშია, ბეცია და ვერ ხვდება რომ პროტესტი უდნა გამოთქვას და წამოვიდეს: მაგარი ბანძები ხართ.

მეორე რიგში მივმართავ იმათ, ვინც იმიტომ არ წამოვიდა რომ “ცდილობს რამე შეცვალოს უკეთესობისკენ”: არ ჩანხართ, ალბათ არც არსებობთ.

მესამე რიგში მივმართავ “თვითმმართველობის ბიჭებს”, რომლებსაც ისეთი IQ აქვთ რომ უბნის ძველბიჭობიდან ამ ასაკშიც ვერ გამოვიდნენ: რო მოკვდებით თაფლში ჩაგდებს ერი და ყლეების მუზეუმს მიგყიდიან ეგზემპლარებად.

განა მართლა, თვითმმართველობიდან რომ წახვალთ ყველა ისედაც ყლეზე დაგიკიდებთ და აღარავის ეხსომებით თაფლში ჩასადებად.

ბარემ ესეც.

მელაპარაკება რადიო თავისუფლება (პრაღიდან)

ბოლო 2-3 კვირაა რადიო თავისუფლებაზე შევჯექი, დილისა და ღამის გადაცემებს აღარ ვმაზავ ♥ ადრეც კი ვუსმენდი-ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სოფელში ყოფნისას.
ხოდა, სანამ 4 წელი არ გავა და გასხვისებულ ანძას არ “დააბრუნებენ” Y*ეზე ვიკიდებ:

  • ტრ**შიპერო ჟურნალისტებს;
  • ინფორმაციას ჟურნალისტისგან, რომ რომელიღაც სირმა ფეისბუქი გამოიყენა და სოციალური ქსელები მოდაშია;
  • ინფორმაციას, რომ მალე ვირუსით მთლიანი საქართველო ამოწყდება;
  • ახალ ამბავს გრიპით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, სადღაც მომხდარი ავარიის შესახებ რომლის დროსაც მძღოლი ადგილზე მოკვდა. + ინტერვიუს მკვდარი მძღოლის მეზობლებთან: “ისეთი კარგი ბიჭი იყო, მისგან ცუდი არავის ახსოვს, ნეტა რა მოუვიდა”;
  • პრეზიდენტის უპრაგუნო გამოსვლებს;
  • სახელმწიფო მოხელეებთან ისეთ ინტერვიუებს (ანუ ჩინოსნის ყველა ინტერვიუს), სადაც ზოგად თემებზე საუბრობენ და სიტყვებით გვიხაზავენ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და რომ სახელმწიფოს განვითარება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის. ქართველმა სპორტსმენმა რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, მომზადებულ 5 წუთიან სიუჟეტში 3 წუთს სპორტის მინისტრს დაუთმობენ, 2 წუთს პრეზიდენტს, მთავარ გმირს კი – დაიკიდებენ.
  • ბათუმის ივენთებს;
  • დოის, სოფოს, ნინოს, ნიკას, თამრიკოს…
  • ფაქტების არასაინტერესო (და ხშირად მცდარ) მხარეებს. მაგალითად, ინგლისის არეულობის დროს ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო ტონი იყო: ლონდონის ქუჩებში 16000 პოლიციელია მობილიზებული, დაღუპულია x და დაკავებულია y ადამიანი. გამოიყვანს თუ არა პრემიერმინისტრი ხალხის წინააღმდეგ საჯარისო საბრძოლო დანაყოფებს??!!!!!! (პათოსი: აესე არბევენ დემოკრატიულ ინგლისში ხალხს, დედას უტ&*$^%ნ! ).
    რადიო თავისუფლებაში კი ეს ამბები ობიექტურად, მშვიდად, გაუმძაფრებლად და ანალიტიკური, საღი მსჯელობით შუქდებოდა.

რადიო თავისუფლება Continue reading