მელაპარაკება რადიო თავისუფლება (პრაღიდან)

ბოლო 2-3 კვირაა რადიო თავისუფლებაზე შევჯექი, დილისა და ღამის გადაცემებს აღარ ვმაზავ ♥ ადრეც კი ვუსმენდი-ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სოფელში ყოფნისას.
ხოდა, სანამ 4 წელი არ გავა და გასხვისებულ ანძას არ “დააბრუნებენ” Y*ეზე ვიკიდებ:

  • ტრ**შიპერო ჟურნალისტებს;
  • ინფორმაციას ჟურნალისტისგან, რომ რომელიღაც სირმა ფეისბუქი გამოიყენა და სოციალური ქსელები მოდაშია;
  • ინფორმაციას, რომ მალე ვირუსით მთლიანი საქართველო ამოწყდება;
  • ახალ ამბავს გრიპით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, სადღაც მომხდარი ავარიის შესახებ რომლის დროსაც მძღოლი ადგილზე მოკვდა. + ინტერვიუს მკვდარი მძღოლის მეზობლებთან: “ისეთი კარგი ბიჭი იყო, მისგან ცუდი არავის ახსოვს, ნეტა რა მოუვიდა”;
  • პრეზიდენტის უპრაგონო გამოსვლებს;
  • სახელმწიფო მოხელეებთან ისეთ ინტერვიუებს (ანუ ჩინოსნის ყველა ინტერვიუს), სადაც ზოგად თემებზე საუბრობენ და სიტყვებით გვიხაზავენ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და რომ სახელმწიფოს განვითარება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის. ქართველმა სპორტსმენმა რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, მომზადებულ 5 წუთიან სიუჟეტში 3 წუთს სპორტის მინისტრს დაუთმობენ, 2 წუთს პრეზიდენტს, მთავარ გმირს კი – დაიკიდებენ.
  • ბათუმის ივენთებს;
  • დოის, სოფოს, ნინოს, ნიკას, თამრიკოს…
  • ფაქტების არასაინტერესო (და ხშირად მცდარ) მხარეებს. მაგალითად, ინგლისის არეულობის დროს ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო ტონი იყო: ლონდონის ქუჩებში 16000 პოლიციელია მობილიზებული, დაღუპულია x და დაკავებულია y ადამიანი. გამოიყვანს თუ არა პრემიერმინისტრი ხალხის წინააღმდეგ საჯარისო საბრძოლო დანაყოფებს??!!!!!! (პათოსი: აესე არბევენ დემოკრატიულ ინგლისში ხალხს, დედას უტ&*$^%ნ! ).
    რადიო თავისუფლებაში კი ეს ამბები ობიექტურად, მშვიდად, გაუმძაფრებლად და ანალიტიკური, საღი მსჯელობით შუქდებოდა.

რადიო თავისუფლება Continue reading