ხვამლი – ჩვენი ცივილიზაციის აკვანი?!

უცხოპლანეტელებზე ღადაობა-ღადაობაში მივდიე წინა პოსტის თემას და საკმაოდ ყბაჩამომგდებლური მასალები აღმოვაჩინე. კერძოდ – ვარაუდი ხვამლის, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის განვითარების კერის შესახებ.

ამ ვერსიის თანახმად, ხევსურეთსა და თუშეთში აღმოჩენილი პიქტოგრამები უკავშირდება არა რაღაც ზებუნებრივ კოსმიურ ძალებს, არამედ დედამიწის წარღვნამდელ ცივილიზაციას, რაც ბევრად უფრო მისაღები და დამაჯერებელია.

ხვამლი, ხომლი

ხვამლი

წაიკითხეთ მეტი -> Continue reading

ნასკის დაკარგვის კულტურა

ერთი შეხედვით სულელური თემაა, მაგრამ ძალიან აქტუალური! მსოფლიოში ყოველდღე ასობით ათასი ნასკი იკარგება, ყოველი ადამიანი თვეში მინიმუმ ერთ წყვილ ნასკს კარგავს და ამ პრობლემაზე სერიოზულად არავინ საუბრობს.

სად მიდის დაკარგული ნასკები? არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რატომ ვეღარ ვპოულობთ დაკარგულ ნასკებს, წყვილი ნასკი უფრო ხშირად იკარგება, თუ ცალი? – ამ კითხვების უმეტესობა თითქმის ყველა ადამიანს უტრიალებს თავში დილით ნასკის ძებნისას. ხოდა, გადავწყვიტე ერთი კაი პოსტი მიმეძღვნა ამ ფენომენისთვის.

ნასკები

Continue reading

უცხოპლანეტელები ხევსურეთში არ ისვენებდნენ

ხევსურეთსა  და თუშეთში აღმოჩენილია უძველესი პიქტოგრამები. მასზე კვლევა ქართველმა დოქტორმა, გიზო ვაშაკიძემ ჩაატარა და ივარაუდა, რომ ნაპოვნი სიმბოლოები უცხო (მზის სისტემის მეხუთე) პლანეტასთანაა კავშირში, იქიდან ჩამოსულმა უცხოპლანეტელებმა კი დედამიწელებს დიდი ტექნოლოგიური ცოდნა დაუტოვეს:

ისინი ფლობდნენ საფრენ აპარატებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, ტელე და რადიო ტექნოლოგიებს, მძლავრ იარაღებს (!) და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მათ დედამიწაზე ყველაზე გამძლე მასალაზე – ქვებზე დატოვეს.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა უძველესი პიქტოგრამები (გამოყენებულია ლაშა სუხიშვილის ფოტოები):

პიქტოგრამა #1

პირველ სურათზე ადამიანი როგორ ხატია არ ვიცი, მაგრამ მეორეზე აშკარად მონადირეა: მარცხენა ხელში ბუმერანგით, მარჯვენაში ხოკეის ჯოხის მსგავსი კომბლით (დაახლოებთ მაინც :D)


Continue reading