დეტალები და რუკა, თუ სად შენდება სასტუმრო ვაკის პარკში

იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდი, სადაც სასტუმროს აშენებენ არის ეს: 01.14.10.002.006

ნაკვეთის გასხვისება-გამოსხვისების დეტალები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ კოდით ამ ლინკზე.

მანდ ნახავთ ორგანიზაციებს, რომელთა დეტალებსაც მოძებნით იურიდიულ პირთა რეესტრში.

ბევრი ვიწვალე, ვნახე საკადასტრო რუკა, UTM ფორმატის კოორდინატებით ეგ ადგილი ვიპოვნე იმავე ფორმატის რუკაზე, მერე კიდევ ვიქექიალე ცოტა და მივიღე ზუსტად ის ადგილი, სადაც სასტუმროს აშენებას აპირებენ (მასშტაბი და კოორდინატები დაცულია აბსოლუტური სიზუსტით):

სასტუმრო ვაკის პარკში

ჩემს მოსაზრებას რაც შეეხება:

არ მინდა ქალაქის ცენტრალურ, ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პარკში მხოლოდ ფულის საშოვნელად ააშენოს იდიოტობა სასტუმრო და თანაც იმიტომ, რომ ვიღაცის ნათესავია.

დატოვე კომენტარი