დეტალები და რუკა, თუ სად შენდება სასტუმრო ვაკის პარკში

იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდი, სადაც სასტუმროს აშენებენ არის ეს: 01.14.10.002.006

ნაკვეთის გასხვისება-გამოსხვისების დეტალები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ კოდით ამ ლინკზე.

მანდ ნახავთ ორგანიზაციებს, რომელთა დეტალებსაც მოძებნით იურიდიულ პირთა რეესტრში.

ბევრი ვიწვალე, ვნახე საკადასტრო რუკა, UTM ფორმატის კოორდინატებით ეგ ადგილი ვიპოვნე იმავე ფორმატის რუკაზე, მერე კიდევ ვიქექიალე ცოტა და მივიღე ზუსტად ის ადგილი, სადაც სასტუმროს აშენებას აპირებენ (მასშტაბი და კოორდინატები დაცულია აბსოლუტური სიზუსტით):

სასტუმრო ვაკის პარკში

ჩემს მოსაზრებას რაც შეეხება:

არ მინდა ქალაქის ცენტრალურ, ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პარკში მხოლოდ ფულის საშოვნელად ააშენოს იდიოტობა სასტუმრო და თანაც იმიტომ, რომ ვიღაცის ნათესავია.

უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? 😦
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? 😦
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად?

რიგით თბილისელს თავის მოკვლის მეთოდების დიდი არჩევანი აქვს 🙂 შეუძლია მშრალი ხიდიდან გადახტეს ტრასაზე,  რამდენჯერმე ზედიზედ დაესწროს იუმორინას კონცერტს, მერაბიშვილის ცოლს აგინოს, ანდა უბრალოდ იმგზავროს მიკრო ავტობუსით.

მიკროავტობუსის სკამი

წნორი - თბილისის მიკრო ავტობუსი

Continue reading

დამაჯარიმეს

ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ჭიკჭიკისგან დაღლილი ჩიტები ბუდისკენ მისავათებულები მიფრინავდნენ, როცა ცხრათითა ჯოს თავისი მსხვერპლის გვამი დამარხულიც არ ჰქონდა (ბოლომდე), როცა მთვარე ნახშირის უთოთი პერანგს იუთავებდა სამსახურში გასასვლელად და როცა მზეს თავისი ცვლა ახლახანს დამთავრებოდა – სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა.

თბილისის ავტობუსი

ავტობუსი

Continue reading

რაში გამოიყენება ლიფტი?

გსმენიათ რამე ლიფტისტიკაზე?

ლიფტი

ლიფტი

ეს “სპორტი” 90-იანებში ჩამოვაყალიბეთ ნუცუბიძის პლატოს ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის ბაზაზე. სპორტის ფარგლებში დღეში რამდენჯერმე ვჭედავდით ლიფტს სართულებს შორის და Continue reading