უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? 😦
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? 😦
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

19 responses to “უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

  1. მეც მაინტერესებს ეგ. მინდა კინოთეატრების ხელმძღვანელობას თვალებში ჩავხედო და ვკითხო “რატოოოომ?” :))

    • ჯერ ტექნო ბუმმა მოიხადოს, მერე მაღაზიაში გადამიხადოს ვალი 2.80 (სიგარეტის და კალბასის) და მერე მოგიხდით ბოდიშს 😀

    • კაი რა, TVსაქართველო თარგმნის ყველა ფილმს და იმის მეხუთედსაც ვერ იღებს, რასაც კინოთეატრები იღებენ.

  2. ხო ნუ მონდომება აქვთ…
    მარა ლიცენზიას ეტყობა მაინც დრო უნდა…
    აქ ეხლა დისტრიბუტორებთან კონტრაქტები აქვთ 1000
    თუ თვითონ თარგმნიან ანუ ვიღაც დიდი დისტრიბუტორებისგან ან თვითონ კომპანიებისგან მოუწევთ ყიდვა… ეტყობა ჩალიჩია… ნუ ჩალიჩობენ ვაცალოთ რა : )))

    წაგებაზე როგორც თვითონ თქვი მეტად საეჭვოა 😀 სადაც ტელევიზიები თარგმნიან…

  3. ლიცენზიას უნდა დრო + უფრო მეტი ხარჯები
    რაც გამოიწვევს ბილეთების ფურო გაძვირებას და პრემიერების 2-3 კვირით გადაწევას.

    ამ ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, მე პირადად ამათი ქართული ნათარგმნი არ მომწონს. ტექნოლოგიურად ეტყობა რომ კარგი ხარისხია, მაგრამ გამხმოვანებლები არ უვარგათ. მსახიობებს კი უფრო მეტი ფული უნდათ ალბათ.
    უნდა ვაღიაროთ რომ ნორმალური სტუდია არ არსებობს საქართველოში, რომელიც თავის თავზე აიღებს ფილმების თარგმნას.

    და რაც შეეხება იმას, რომ ქართველებმა ინგლსური უფრო კარგად ვიცით – ნამდვილად არ გეთანხმები. თითქმის ყველა ფილმს უშვებენ 1-2ჯერ ორიგინალში და დარბაზში ზის 10 კაცი.
    ჭკვიანი ადამიანი ორიგინალში ფილმებს არ გაუშვებს, თუ გაუშვებს და წავა წაგებაში.

  4. მე როგორც მახსოვს ორიგირნალები უნდა ყოფილიყო ქართული სუბტიტრებით… და რა დიდი პრობლემა ეგ იყო
    მაგრამ ჩემთვის არანაირი პრობლემაა და პირიქით ძალიან მომწონს რუსული გახმოვანება,ოგონდ პროფესიონალური ცხვირზეხელმოჭერილი კაცის გახმოვანება კი არა : ))
    თან სად ტელევიზია და სად კინოთეატრი, ტელევიზიაში მოძველებული ფილმებია და ალბათ გაცილებით იაფია ახალ ფილმებზე+ქართული ტელევიზიების გახმოვანებულებს ბევრად მირჩევნია რუსული პროფესიონალური გახმოვანება
    მაგრამ ყველაზე გასაკვირი ისაა რო ვინ აძალებდათ რო გვპიდებოდნენ : ))) თუ ტრაკი არ გაქ დაეტიე რა გექაჩება ვინმეეეე? :)))

  5. მე პირადად ინგლისურ ენაზეც არ მაწყობს – ზოგადად მესმის ინგლისური, თუმცა რუსული უკეთ ვიცი, ძალიან ბებერიც არ ვარ – 23 ის 😀 მაგრამ ყველაფერს ქართულად, თან კარგად გახმოვანებული მირჩევნია. არც ტელევიზორში მომწონს ტიტრებიანი ფილმები, ამიტომ სარეთოდ აღარ ვუყურებ ამათ ფილმებს!!!
    შესაბამისად, კინოთეატრში მხოლოდ ქართულ ენაზე გახმოვანებული ფილმისთვის გადავიხდი თანხას 😉 რუსულად და ინგლისურად, ინტერნეტშიც ვნახავ 🙂

  6. ქართული ნორმალური გახმოვანება გინახავთ სადმე? მე- არა.

    ახლა – უფრო კონკრეტულად.
    ქართულ კინოგაქირავებაში ფილმები დამოუკიდებლად არ ხვდება. იმიტომ რომ პატარა ბაზარი ვართ. თითქმის ყველაფერი რაც შემოდის არის სტანდარტიზირებული “ყოფილი სსრკ-თვის” (მინუს ბალტიისპირეთი, ისიც არა ყოველთვის) – შოკოლადი, ყავა, საპარსი კრემი თუ კბილის ჯაგრისი – ლეიბლი არის რუსულად, ყაზახურად, უკრაინულად და ა.შ.

    იგივეა ამ შემთხვევაშიც. პირდაპირ ყიდვა ფილმის ჯდება ძვირი ამიტომ ყიდულობენ უკვე რუსულად დუბლირებულს… შესაძლებელია მერე ამის გადმოქართულება – იყო ასე რამდენიმე ფილმი და იყო სრული კოშმარი. ჯერ რუსულიც ისმოდა ფონად შიგადაშიგ, თან თარგმნილიდან თარგმნილი საერთოდ მარაზმია.

    ჰოდა, ან ბევრად მეტმა ადამინმა უნდა იაროს კინოში, ან ბილეთი უნდა გაძვირდეს მნიშვნელოვნად ან უბრალოდ ვერ ვნახავთ რეიტინგულ ფილმებს, ან ვნახავთ, მაგრამ 1 წლის დაგვიანებით.

    ასე, რომ მე პირადად ისევ ის მირჩევნია ამ საღამოს წავიდე და ვნახო Salt რუსულად, ვიდრე ვნახო ის 1 წლის შემდეგ ან ავოედან ვქაჩო.

  7. არადა ქართულად გახმოვანებულს ისევ რუსულად გახმოვანებული მირჩევნია.
    საშინელებაა ქართული თარგმანი.

დატოვე კომენტარი