დეტალები და რუკა, თუ სად შენდება სასტუმრო ვაკის პარკში

იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდი, სადაც სასტუმროს აშენებენ არის ეს: 01.14.10.002.006

ნაკვეთის გასხვისება-გამოსხვისების დეტალები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ კოდით ამ ლინკზე.

მანდ ნახავთ ორგანიზაციებს, რომელთა დეტალებსაც მოძებნით იურიდიულ პირთა რეესტრში.

ბევრი ვიწვალე, ვნახე საკადასტრო რუკა, UTM ფორმატის კოორდინატებით ეგ ადგილი ვიპოვნე იმავე ფორმატის რუკაზე, მერე კიდევ ვიქექიალე ცოტა და მივიღე ზუსტად ის ადგილი, სადაც სასტუმროს აშენებას აპირებენ (მასშტაბი და კოორდინატები დაცულია აბსოლუტური სიზუსტით):

სასტუმრო ვაკის პარკში

ჩემს მოსაზრებას რაც შეეხება:

არ მინდა ქალაქის ცენტრალურ, ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პარკში ვიღაც დებილმა (ვიცნობ და ვიცი რომ დებილია) ფულის საშოვნელად ააშენოს იდიოტობა სასტუმრო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ნათესავია. რომც არ იყოს ნათესავი და სასტუმროსაც ჭკვიანი ტიპი აშენებდეს, მაინც დაუშვებელია ქალაქის ცენტრალურ პარკში სასტუმროს აშენება.

ატრაქციონი, სპორტული კორტი ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა რამე შეიძლება, მაგრამ მთავარი პარკის ცენტრში ვიღაც ბიზნესმენი სასტუმროს რომ ააშენებს, თან ერთ ხეს მაინც მოჭრის, ტრაგედიაა. დაუშვებელია. რა, არა?

Advertisements