უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად?

რიგით თბილისელს თავის მოკვლის მეთოდების დიდი არჩევანი აქვს 🙂 შეუძლია მშრალი ხიდიდან გადახტეს ტრასაზე,  რამდენჯერმე ზედიზედ დაესწროს იუმორინას კონცერტს, მერაბიშვილის ცოლს აგინოს, ანდა უბრალოდ იმგზავროს მიკრო ავტობუსით.

მიკროავტობუსის სკამი

წნორი - თბილისის მიკრო ავტობუსი

Continue reading

დამაჯარიმეს

ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ჭიკჭიკისგან დაღლილი ჩიტები ბუდისკენ მისავათებულები მიფრინავდნენ, როცა ცხრათითა ჯოს თავისი მსხვერპლის გვამი დამარხულიც არ ჰქონდა (ბოლომდე), როცა მთვარე ნახშირის უთოთი პერანგს იუთავებდა სამსახურში გასასვლელად და როცა მზეს თავისი ცვლა ახლახანს დამთავრებოდა – სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა.

თბილისის ავტობუსი

ავტობუსი

Continue reading

მძღოლის ფენომენი

რა შეუძლიათ სამარშრუტო ტაქსების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, უწინარ მძღოლებს?

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

ვიმგზავრე, ვუსმინე, ვიმგზავრე, კიდევ ვუსმინე, მერე კიდევ ვიმგზავრე და დავასკვენი: ყველა რეგიონული (“თბილისი” – “თბილისგარეთ რამე” [ანუ თბილისის შიდა ტრანსპორტი არ იგულისხმება]) “მარშუტკის” მძღოლი მოსყიდულია!

Continue reading