უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? 😦
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? 😦
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

გადამლაშებული არაფერი ვარგა

მიდა სიტყვანახევრით შევეხო რამდენიმე ფაქტს და ჩემი აზრი მოგახვიოთ თავზე.

ყველას კარგად გვახსოვს ერთ-ერთი პირველი ქართულად დუბლირებული ფილმი, რომელმაც კინოთეატრ რუსთაველში ყველა მაშინდელი რეკორდი მოხსნა – ”ფორმულა 51”. კინოთეატრის მერე წამოვიდა DVD-დისკებზე (მაშინ ვარეზები იმდენად განვითარებულები არ იყო რომ ამხელა ფილმი სადმე აეტვირთათ 😀 )  და თითქმის ყველა ქართული კომპიუტერი თუ DVD player მოიარა.

რამ გახადა ის ასეთი პოპულარული? იმავემ, რაც “შტანგა გოლი” და მრავალი სხვა უცენზურო სიტყვებით გახმოვანებული ფილმი.

გაკვირვებით ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც ფილმში ”შე *ლეო”-ს გაგონებაზე აღტაცებას ვერ მალავდნენ და სიცილით იგუდებოდნენ, ”შენი დედა შ#$ეცი”-ზე საერთოდ სკამებიდან ცვიოდნენ :))

ცოტა ხნის წინ, გადაცემა პატრულში აჩვენეს ქურდობაზე (თუ მაგასაც ქურდობა ან ყაჩაღობა ჰქვია…) დაკავებული თემური ჯახაია ვალერის ძე კოხორადან ( http://www.myvideo.ge/?video_id=462486 ). მართლა სახალისო იყო

და გამეცინა კიდეც. მერე უკვე ისე გაპიარდა “კოხორა”, ვანოს შოუშიც მიიწვიეს, კომედი შოუში მაგის პაროდიებს აკეთებდნენ,
მაგის ვიდეოებს ამონტაჟებდნენ… ამაზეც გამეღიმა…
როცა კინოთეატრ ამირანში პიქსარის შედევრ “UP” – “მფრინავი სახლის” სანახავად ვიყავი, ლამის ყბა ჩამომივარდა – ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს (ძაღლს) კოხორა ახმოვანებდა.

რატომ, იმიტომ რომ სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს, კარგი მსახიობია თუ მაგის მეტი ვერავინ მოძებნეს ფიზიკურად? რატომ იყენებს წარმატებულად კინოთეატრი კოხორას ხმას? ფაქტია რომ ამ ფაქტმა ბევრი მაყურებელი მიიზიდა დარბაზებში.

დღეს, კიდევ ერთ “მარგალიტს” წავაწყდი მაივიდეოზე – დავით გურული ( http://www.myvideo.ge/?video_id=533373 ) . აქაც მის ნაკლოვანებებზე უნდა ვიღლიცინოთ. და როგორც აღმოჩნდა “წარმატებულადაც ვღლიცინებთ” – ცამეტი სერიაა უკვე მისი გადაცემების 😦

რა დონის ჩულქი უნდა იყო რომ ასეთი გადამლაშებული მარაზმით კაიფობდე 😦

სირცხვილია! რეებზე კაიფობთ!