პანიკა, ოღონდ არამართებული

მიკვირს ამ ხალხის, რაღაც სისულელეებს რომ იძახის ყველა და ერთ ამბავშია. ძალიან ბევრს ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.

ასე ნუ მოვიქცევით

ყველაზე დიდი უბედურება ის ხალხია, ვინც რელიგიაზე ბევრს საუბრობს და ვიწრო გაგებით პატრიოტია, “როგორ შეიძლება სხვა რელიგიის ხალხი არსებობდეს” – კატეგორია. ძირითადად, ესენი არიან: შვილის 45 წლამდე ძუძუს მაწოვებელი დედები, თავად 45 წლამდე დედის ძუძუზე მიკერებულები და შ.პ.ს. “ღიპი +”-ის თანამშრომელი მამაკაცები. ასეთი ადამიანები დახტუნავენ ყველაზე ხშირად “ეროვნულ” აქციებზე, დააქვთ ხატები წინ და უკან, ხმამაღლა მოუწოდებენ ხალხს. შესაბამისად,  ხშირად სწორედ ამ კატეგორიის ხალხი ხვდება ჟურნალისტების მეირ მომზადებულ სიუჟეტებში. ბუნებრივია, როცა გაიგებ ფრაზას “რა საჭიროა სხვანაირი ხალხი”, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება და მხარს დაუჭერ სწორედ იმ “სხვანაირებს”. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს რადიკალი და უინტელექტო სამღვდელოება, რომელიც თავისი ხუშტურებით განაგებს საქმიანობას და მოძღვრავს ხალხს. Continue reading

უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? 😦
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? 😦
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

ადამიანის გაუპატიურების განსხვავებული ხერხი

ყველა საქმეში არსებობენ გენიოსები, პროფესიონალები და დილეტანტები. მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროა: მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა… ბანკის მძარცველმაც შეიძლება თავისი კრეატივითა და პროფესიონალიზმით ხელოვნებამდე აიყვანოს ფულის მოპარვა, სწორედ ასეთ ადამიანს ჰქვია გენიოსი.

ამ პოსტში შევეხები იმათ, ვინც ადამიანის გაუპატიურება – ერთი შეხედვითვით ეს ამაზრზენი და გულისამრევი ფაქტი – ხელოვნებამდე აიყვანა. დიახ, ხელოვნებამდე! ეს ნათქვამი ორაზროვანია იმიტომ, რომ:

  1. მუსიკა ხელოვნებაა
  2. გაუპატიურება ხდება სექსუალური ძალადობის გარეშე, რაც აშკარად ხელოვნებაა

შემზარავია თვითონ ის ფაქტი, რომ არ ხდება სქესის, ასაკისა თუ ორიენტაციის გამიჯვნა!

ერთი მხრივ მოძალადეა ამ სიმღერის ავტორი და მეორე მხრივ ის, ვინც იუტუბზე ატვირთა და ტეგში folk მიუთითა!

თქვენი აზრით, არის თუ არა ეს – გაუპატიურება?

დამაჯარიმეს

ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ჭიკჭიკისგან დაღლილი ჩიტები ბუდისკენ მისავათებულები მიფრინავდნენ, როცა ცხრათითა ჯოს თავისი მსხვერპლის გვამი დამარხულიც არ ჰქონდა (ბოლომდე), როცა მთვარე ნახშირის უთოთი პერანგს იუთავებდა სამსახურში გასასვლელად და როცა მზეს თავისი ცვლა ახლახანს დამთავრებოდა – სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა.

თბილისის ავტობუსი

ავტობუსი

Continue reading

რა არის შენკენ ახალი?

ჩემთვის პირადად ძალიან აქტუალურია მისალმების ფორმები. ხშირად ვაკვირდები-ხოლმე ადამიანებს მოსალმებისას და ბევრ რამეს ვუმუღამებ. ერთ ტრაფარეტულ კერძო შემთხვევას ლანდიშამაც გაჰკრა თავის ბლოგში.

handshake

ხელის ჩამორთმევა

განსაკუთრებულად გამოვყოფ საუბარშიდა ფრაზას – “რა არის შენკენ ახალი?“. რეალურად გიფიქრიათ ოდესმე რა არის თქვენსკენ ახალი? პრინციპში, ყოველი დღე ახალია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას იგებ, ახალს ეცნობი… ახალ დებილობას აკეთებ მეგობართან ერთად, ახალი აზრები მოგდის თავში. რა გინდა რომ უპასუხო? გუშინ როგორ წაიკითხე სტატია მაჩვზღარბების გამრავლებაზე თუ შენმა დეიდაშვილის ქვისლმა როგორ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?

Continue reading

მძღოლის ფენომენი

რა შეუძლიათ სამარშრუტო ტაქსების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, უწინარ მძღოლებს?

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

ვიმგზავრე, ვუსმინე, ვიმგზავრე, კიდევ ვუსმინე, მერე კიდევ ვიმგზავრე და დავასკვენი: ყველა რეგიონული (“თბილისი” – “თბილისგარეთ რამე” [ანუ თბილისის შიდა ტრანსპორტი არ იგულისხმება]) “მარშუტკის” მძღოლი მოსყიდულია!

Continue reading