თემი, რქაწითელი 2012, 7 თვის მერე

7 თვის წინ თემის რქაწითელი გავსინჯე, ფურცელზე ჩავინიშნე მახასიათებლები და კედელზე მივაჭიკარტე ყოველი შემთხვევისათვის, რა იცი რა ხდება, ყველაფერი უნდა გქონდეს სახლში კედელზე მიკრული.

temi-rqatsiteli Continue reading

თარგმანი ღვინიდან – ახალი კატეგორია

ეს ერთი შეხედვით პოეტური და პეროიანი სათაური სულაც არაა პეროიანი და პოეტური. ”თარგმანი ღვინიდან” ჩემი ბლოგის ახალი კატეგორიაა, სადაც ჩემი წვეტიანი აზრები დაფიქსირდება ღვინოსთან დაკავშირებით.

ღვინოსთან კი ნამდვილად მაქვს შეხება: ჩემი მეზობელი აყენებს სოფელში საკუთარ ღვინოს და მიყვება-ხოლმე ამ სასმლის შესახებ. მისი თქმით, ნაღდ, სუფთა წვენს აყენებს. ერთხელ გავსინჯე კიდეც, ახალ წელს დამპატიჟა თავისთან და მაგრად დავთვერით, სულ განსხვავებულები ვსვით. ახლა ერთ დალევაზე 200-250 ლიტრის დალევა შემიძლია შეუსვენებლად. განსაკუთრებით მიყვარს სამშობლოსა და ”ჩვენი ტკკბილი მოგონებების” სადღეგრძელო, ასევე ”კეთილი თვალების” და ”ამვლელ ჩამვლელისსასაც” ხშირად ვსვამ-ხოლმე.

ჩემთვის ღვინო ადათ-წესებსა და ქართულ ტრადიცას ნიშნავს, წარმოუდგენელია მისი ევროპელი პიდარასტივით წრუპვა ჭიქიდან. ჩემი აზრით, ევროპელებს ცოტა ღვინო აქვთ და იმიტომ წრუპავენ ცოტას. თან ძვირი ღირს იქ.

ასე რომ, მეც თქვენნაირი ვარ, იკითხეთ-ხოლმე ჩემი პოსტები ღვინის შესახებ.

წერის “ჯაან ჩაკალელი” მანერები

ჯინეტის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება წერის მანერათა პალიტრა. უზერები წერის მანერით ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ სტილს, მაგრამ სინამდვილეში რას აღწევენ ამით ძნელი სათქმელია.

ყველაზე თვალშისაცემი მემბერი forum.ge-ელი  PINKY-ა, რომლის წერის მანერას თითქმის ყველა ფორუმელი კარგად იცნობს – ვარდისფერი ფონტით დაწერილი ქწერტყ ტყპე ტეხტ. არსებობს ასევე აპრობირებული და ფართოდ დანერგილი სტილები, მაგალითად:
Continue reading

რა არის შენკენ ახალი?

ჩემთვის პირადად ძალიან აქტუალურია მისალმების ფორმები. ხშირად ვაკვირდები-ხოლმე ადამიანებს მოსალმებისას და ბევრ რამეს ვუმუღამებ. ერთ ტრაფარეტულ კერძო შემთხვევას ლანდიშამაც გაჰკრა თავის ბლოგში.

handshake

ხელის ჩამორთმევა

განსაკუთრებულად გამოვყოფ საუბარშიდა ფრაზას – “რა არის შენკენ ახალი?“. რეალურად გიფიქრიათ ოდესმე რა არის თქვენსკენ ახალი? პრინციპში, ყოველი დღე ახალია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას იგებ, ახალს ეცნობი… ახალ დებილობას აკეთებ მეგობართან ერთად, ახალი აზრები მოგდის თავში. რა გინდა რომ უპასუხო? გუშინ როგორ წაიკითხე სტატია მაჩვზღარბების გამრავლებაზე თუ შენმა დეიდაშვილის ქვისლმა როგორ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?

Continue reading

გადვიდე wordpress.com-ზე?

კაი ხანია ამ კითხვით ვარ შეპყრობილი.

დიდი შანსია რომ blog.ge ადრე თუ გვიან გარდაიცვალოს, რადგან:

1. ყველა მაინც ვორდპრესზე და ბლოგსპოტზე გარბის. უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლებს.

2. ვერ ვხვდები რითი არსებობს blog.ge, საიდან შესდით ფული და რა გარანტია მაქვს რომ არ გაკოტრდება.

3. იეჰოვა ვორდპრესის მხარესაა.

ერთ დღეს რომ გავიღვიძო და აღარ დამხვდეს ადგილზე, ჩემი ყველა პოსტი ქარს ჰქონდეს წაღებული – ხომ გავჭაღარავდები მომენტალურად? მინდა ეგ მე?

მეორეს მხრივ, რაღაც “ეროვნულ” მომენტს აქვს ადგილი, ალბათ კარგი იქნება გამართულმა ქართულმა ბლოგ სისტემამ იარსებობს (ალბათ), ჩემი გადასვლით ერთი აგური გამოეცლება მთლიან შენობას.

გამოვიძახო თუ არა 25-60-60?

ჰოი არტალა, მირჩიე რამე!