პანიკა, ოღონდ არამართებული

მიკვირს ამ ხალხის, რაღაც სისულელეებს რომ იძახის ყველა და ერთ ამბავშია. ძალიან ბევრს ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.

ასე ნუ მოვიქცევით

ყველაზე დიდი უბედურება ის ხალხია, ვინც რელიგიაზე ბევრს საუბრობს და ვიწრო გაგებით პატრიოტია, “როგორ შეიძლება სხვა რელიგიის ხალხი არსებობდეს” – კატეგორია. ძირითადად, ესენი არიან: შვილის 45 წლამდე ძუძუს მაწოვებელი დედები, თავად 45 წლამდე დედის ძუძუზე მიკერებულები და შ.პ.ს. “ღიპი +”-ის თანამშრომელი მამაკაცები. ასეთი ადამიანები დახტუნავენ ყველაზე ხშირად “ეროვნულ” აქციებზე, დააქვთ ხატები წინ და უკან, ხმამაღლა მოუწოდებენ ხალხს. შესაბამისად,  ხშირად სწორედ ამ კატეგორიის ხალხი ხვდება ჟურნალისტების მეირ მომზადებულ სიუჟეტებში. ბუნებრივია, როცა გაიგებ ფრაზას “რა საჭიროა სხვანაირი ხალხი”, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება და მხარს დაუჭერ სწორედ იმ “სხვანაირებს”. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს რადიკალი და უინტელექტო სამღვდელოება, რომელიც თავისი ხუშტურებით განაგებს საქმიანობას და მოძღვრავს ხალხს.

უინფორმაციობის პრობლემის ერთ-ერთი სათავე საპატრიარქოს პრესსამსახურია, რომელიც თითქმის ვერასდროს საუბრობს ობიექტურ რეალობაზე, ვერ ხსნის და ასაბუთებს პრობლემის არსს. მეორე სათავეში ძალიან კომპეტენტური ტვ ჟურნალისტები დგანან, თავიანთი პროფესიონალიზმით, საღი აზროვნებითა და პოლიტიკით. ისედაც მწირი ინფორმაციის პირობებში, კიდევ უფრო ხლართავენ და არაადეკვატურად გადმოსცემენ ფაქტებს. სამი დღის განმავლობაში მეტი ვერაფერი გავიგე ტელევიზორიდან, რომ საპატრიარქოს არ მოსწონს ახალი კანონი. რატო არ მოსწონს, რა მიზეზებია აქ, ყველას ჰკიდია. ცხადია, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ყველას ის ჰგონია, რისიც თვითონ ეშინია.

საპატრიარქო არ აპროტესტებს უშუალოდ რელიგიების სამართლებრივ რეგისტრაციას, პრობლემა არის სომხეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებში. ასევე, იმ ვიწრო შოვინისტურ კომპლექსებში, რომლებიც ჩვენში ძალიან დიდი ხანია არსებობს და ამის დანახვა არავის სურს.

შოთა რუსთაველს რომ გვედავებოდნენ სომხები, სასაცილოდაც არ გვყოფნიდა და გვეგონა ხუმრობდნენ,  შემდეგ ამ “ხუმრობა-ხუმრობაში” ჩვენც ავყევით და ორ ხალხს შორის ურთიერთობა დავიდა “ეს ჩემია / არა ეს ჩემია / ჩვენ პირველებმა მოვიგონეთ / არა ჯერ ჩვენ მოვიგონეთ” მაიმუნობებზე.  ურთიერთობებში ხუმრობა ბევრჯერ შეიძლება გასერიოზულდეს და მატრაკვეცა მთავრობის ხელში ისეთი ცალტვინური სახე მიიღოს, როგორიც დღეს ხდება:  600 ეკლესიის აბსურდული გადაცემ-გადმოცემით.

ვაცხადებ: სხვა რელიგიების სამართლებრივ აღიარებაში ცუდია რაფერია! ყველას აქვს არსებობის უფლება! და ამას არც ვაპროტესტებ, არც რომელიმე საღი ადამიანი აპროტესტებს! ჯობია ცოტა სერიოზულ საქმეებს მივხედოთ.

განურჩევლად რელიგიური შეხედულებებისა, გთხოვთ იხილოთ ეს ვიძიო, სადაც არ გვხვდება ჯიგიტობის ფეიერვერკეკბი და შეგიძლიათ მშვიდად დააჭიროთ Play-ს. ინფორმაციის სრუალდ აღსაქმელად მისი ნახვაა საჭირო.

(უყურეთ 2:22-დან)

ეს მეორე ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იჩითება.

3 responses to “პანიკა, ოღონდ არამართებული

  1. გამოხმაურება: პანიკა, ოღონდ არამართებული | მე, რეპორტიორი

  2. მეუფე ზენონის საუბარი, საკითხის ზომიერი განვრცობა, სომხური ეკლესიის მოთხოვნების და ქმედებების ზუსტი შეფასება, ძალიან დიპლომატიური ხასიათის დაწვრლებითი ანალიზი, მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ უუნაროდ გამოხატულ პოზიციას ისეთ აშკარას ხდის რომ, პირდაპირ სირცხვილია ბრიტანეთიდან ხორციელდებოდეს ასეთი მტკივნეული საკითხის ძირფესვიანი და სამართლიანი ახსნა–განმარტება ქართული საზოგადოებისათვის და ადგილობრივი მხარე თითქმის უმოქმედოდ იყოს. საპატრიარქოს არხზეც კი არ გასულა რეალური ინფორმაციის შემცველი და რაიმე სასარგებლო შედეგის მომტანი მინირეპორტაჟი მთელი ამდროის მანძილზე. არადა, კულმინაციას მიაღწია ხელისუფლების უმსგავსობამ, ანტიეროვნულობამ და ყოველგვარი ქართულის ფეხით გათელვამ. ამ ყველაფერთან ერთად, როგორც გავიგე სავალდებულო ხდება პირველივე კლასიდან ინგლისური ენის შესწავლა, როდესაც არავინ ფიქრობს ქართული ენის დაცვაზე და სწორი ფორმით შენარჩუნებაზე, პირიქით, რაც შეიძლება მახინჯ ქართულს გვასმენინებენ, რომ დღითიდღე შეეჩვიოს ყური და დაგვიჩლუნგდეს გამართულად საუბრის შეგრძნება/მოთხოვნილება. შეიძლება დღეს ამას ირონიითაც იხსენიებენ, მაგრამ ჩემთვის და ყველა ქართველისთვის “მამული, ენა, სარწმუნოება” ათი მცნების თანმდევია. ჰოდა ფსიქოლოგიურად ისე ოსტატურად დაგვაკნინეს ამ 8 წლის განმავლობაშ, რომ მამული გაგვინახევრეს – “ჯაჭვით” ვიზეიმეთ, ენას გვირყვნიან – საკუთარ ოჯახებში ვიფარებთ გაურკევევლი წარმომავლობის “მასწავლებლებს”, სარწმუნოებასაც მალე ჩავაბარებთ სიცილ–სიცილით და ერის შესაბამისი გარეგინის მუხლზე ხელების პარტყუნით.

  3. სომხებს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მეზობლები არიან არაფერი უნდა დაუთმოთ თუ თვითონაც ასევე კეთილად არ მოგვექცევიან, მაგრამ მთავარია ისაა რომ არ დაგვავიწყდეს საქართველოში მცხოვრები წარმოშობით აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი თუ რუსი და კიდე სხვა ეროვნების თუ სხვა რელიგიის მიმდევარი ისეთივე ქართველია როგორც ჩვენ. გვჩვევია ჩვენ ქართველებს (umetesad წარმოშობით ქართველებს, სამწუხაროდ) ეგეთი ***ური დამოკიდებულება სხვა ეროვნების ადამიანებისა თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, საქართველოში ყოველი მესამე რასისტია, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმეტესობა მართლმადიდებელია მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ქვეყანა მარტო ჩვენია და მხოლოდ ჩვენ ვართ მასპინძლები და სხვა წარმოშობის ქართველები სტუმრები, საქართველო ყველა იმისია ვისაც თავის სამშობლოდ მიაჩნია და უყვარს. Aase rom sanam sapatriarqo raime kanons gaprotestebdes jobia sakuTar xalxs sxvisi pativiscemac aswavlos. sapatriarqos pozicia gasagebia, magram sapatriarqos es pozicia gadaizarda xalxis mier masobriv upativcemulobaSi sxva religiisa Tu erovnebis mimarT, razec pasuxismgebloba sapatriarqos ekisreba radgan es xalxi misi poziciis mxardamWeria. miRebuli kanonis Sesaxeb bevri araferi vici magram Zalauneburad am kanonis momxred viqeci radgan am kanonis mowinaRdege xalxis aboluturi umravlesoba rasisiti da darwmunebuli var raRac nawili viTom patrioticaa. da rogorc avtorma Tqva “ძალიან ბევრს მსუქანი კაცის ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რაღათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.” Tumca Cemi azriT marto informaciis simwire araa amis mizezi, ubralo gaunaTleblobac sakmarisia, magaliTad im qalis videos Semxedvare eseTi azri Camomiyalibda, rom azri ara aqvs im qals ramdeni informacia eqneba yovel dRe rom eswrebodes parlamentis sxdomebsa da wminda sinodis Sekrebebs, mainc iseTive debilad darCeba, rogoradac videoSi gamoiyureboda.

დატოვე კომენტარი