მელაპარაკება რადიო თავისუფლება (პრაღიდან)

ბოლო 2-3 კვირაა რადიო თავისუფლებაზე შევჯექი, დილისა და ღამის გადაცემებს აღარ ვმაზავ ♥ ადრეც კი ვუსმენდი-ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სოფელში ყოფნისას.
ხოდა, სანამ 4 წელი არ გავა და გასხვისებულ ანძას არ “დააბრუნებენ” Y*ეზე ვიკიდებ:

  • ტრ**შიპერო ჟურნალისტებს;
  • ინფორმაციას ჟურნალისტისგან, რომ რომელიღაც სირმა ფეისბუქი გამოიყენა და სოციალური ქსელები მოდაშია;
  • ინფორმაციას, რომ მალე ვირუსით მთლიანი საქართველო ამოწყდება;
  • ახალ ამბავს გრიპით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, სადღაც მომხდარი ავარიის შესახებ რომლის დროსაც მძღოლი ადგილზე მოკვდა. + ინტერვიუს მკვდარი მძღოლის მეზობლებთან: “ისეთი კარგი ბიჭი იყო, მისგან ცუდი არავის ახსოვს, ნეტა რა მოუვიდა”;
  • პრეზიდენტის უპრაგონო გამოსვლებს;
  • სახელმწიფო მოხელეებთან ისეთ ინტერვიუებს (ანუ ჩინოსნის ყველა ინტერვიუს), სადაც ზოგად თემებზე საუბრობენ და სიტყვებით გვიხაზავენ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და რომ სახელმწიფოს განვითარება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის. ქართველმა სპორტსმენმა რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, მომზადებულ 5 წუთიან სიუჟეტში 3 წუთს სპორტის მინისტრს დაუთმობენ, 2 წუთს პრეზიდენტს, მთავარ გმირს კი – დაიკიდებენ.
  • ბათუმის ივენთებს;
  • დოის, სოფოს, ნინოს, ნიკას, თამრიკოს…
  • ფაქტების არასაინტერესო (და ხშირად მცდარ) მხარეებს. მაგალითად, ინგლისის არეულობის დროს ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო ტონი იყო: ლონდონის ქუჩებში 16000 პოლიციელია მობილიზებული, დაღუპულია x და დაკავებულია y ადამიანი. გამოიყვანს თუ არა პრემიერმინისტრი ხალხის წინააღმდეგ საჯარისო საბრძოლო დანაყოფებს??!!!!!! (პათოსი: აესე არბევენ დემოკრატიულ ინგლისში ხალხს, დედას უტ&*$^%ნ! ).
    რადიო თავისუფლებაში კი ეს ამბები ობიექტურად, მშვიდად, გაუმძაფრებლად და ანალიტიკური, საღი მსჯელობით შუქდებოდა.

რადიო თავისუფლება

მოძრავფონზე მაღვიძარას ვაყენებ დილის 9-ზე, გაღვიძების სიგნალად კი რადიო მწვანე ტალღას ვუთითებ. ვიღვიძებ fresh ინფორმაციით, დაწყნარებული ტონით, საინტერესო+ხარისხიანი ანალიტიკური საუბრებით მოწვეულ ექსპერტებთან 🙂

შუაღამის თავისუფლება 00:00-ზე იწყება რადიო იმედის ეთერში, ღამითაც ვიღებ მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ვიძინებ ტკბილად 🙂

აი, სცადეთ თქვენც, 3-4 დღე უსმინეთ ამ რადიოს და შიგადაშიგ ტელევიზორსაც შეხედეთ, მიხვდებით რას ნიშნავს ხარისხიანი ინფორმაცია 🙂

და აქვე ჩაგეკითხებით, რომელი წყაროებით იღებთ ინფორმაციას?

სასარგებლო ბმულები: რადიო თავისუფლება, რადიოს პრინციპები, გასული დღის აუდიოარქივი, სიხშირეები რეგიონების მიხედვით, fb page.

3 responses to “მელაპარაკება რადიო თავისუფლება (პრაღიდან)

  1. მე ეგრე “მუზაზე” ვიყავი შემჯდარი. მერე პლეიერი ვიყიდე და ახლა მარტო იმ კლასიკებს ვუსმენ, რაც მე მისწორდება. შესაბამისად, შემცირდა აღმოჩენების შანსი, რასაც “მუზა” მთავაზობდა.

    • მუსიკის მოსმენა თუ მინდა რადიოს იშვიათად მივმართავ. ახლის აღმოჩენა თუ მინდა რამდენიმე ადამიანის ფბ ვოლზე შევდივარ და იმათ დაშეარებულ მუსიკებს ვუსმენ :დ უმეტეს შემთხვევაში ვიღებ მოსალოდნელ სიამოვნებას 🙂

  2. ძალიან კარგი პოსტია მომეწონა. საქართველოში ხო ბევრი გამოლეღვებული ტელეჟურნალიტები გვყავს (ყველა არ იგულისხმება).

    უნდა ვცაადო ერთი რადიო თავისუფლება.

    ისე მე ახალ ამბებს http://news.google.com/ ზე და შიგადაშიგ fb-ზე ვიგებ.

დატოვე კომენტარი