უცხოპლანეტელები ხევსურეთში არ ისვენებდნენ

ხევსურეთსა  და თუშეთში აღმოჩენილია უძველესი პიქტოგრამები. მასზე კვლევა ქართველმა დოქტორმა, გიზო ვაშაკიძემ ჩაატარა და ივარაუდა, რომ ნაპოვნი სიმბოლოები უცხო (მზის სისტემის მეხუთე) პლანეტასთანაა კავშირში, იქიდან ჩამოსულმა უცხოპლანეტელებმა კი დედამიწელებს დიდი ტექნოლოგიური ცოდნა დაუტოვეს:

ისინი ფლობდნენ საფრენ აპარატებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, ტელე და რადიო ტექნოლოგიებს, მძლავრ იარაღებს (!) და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მათ დედამიწაზე ყველაზე გამძლე მასალაზე – ქვებზე დატოვეს.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა უძველესი პიქტოგრამები (გამოყენებულია ლაშა სუხიშვილის ფოტოები):

პიქტოგრამა #1

პირველ სურათზე ადამიანი როგორ ხატია არ ვიცი, მაგრამ მეორეზე აშკარად მონადირეა: მარცხენა ხელში ბუმერანგით, მარჯვენაში ხოკეის ჯოხის მსგავსი კომბლით (დაახლოებთ მაინც :D)



მეორე პიქტოგრამა

ეს ხელის მტევანი რატომ უნდა ნიშნავდეს მზის სისტემის მეხუთე პლანეტას?

ხელის მტევნის გამოსახულებები ასევე გვხვდება მექსიკელ ინდიელთა მწერლობაში (რომელიც არაა გაშიფრული), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს კოსმოსთან რაიმე კავშირს, ხელი ყველას ჰქონდა 😀

პიქტოგრამა #3

ვითომ მფრინავი თეფშია ეს?

აშკარად ცხენზე (ან ხარზე) ამხედრებული კაცია, რომლის მხატვარმაც აგრკვეული დროის შემდეგ შესწორება შეიტანა და მესამე, ხმლიანი ხელი მიახატა. გასაგები მიზეზების გამო – ძველი ხელი ვერ წაშალა, რომელიც ცხოველის კუდისკენაა მიმართული.

პიქტოგრამა #4

ჩვეულებრივი დახვეული ხაზები, ე.წ. ჩუქურთმები და ჯვარი

ვიღაც პირველყოფილმა ცხოვრება გაილამაზა, ირმის შეჭმის შემდეგ დრო გამონახა და ქვაზე ლამაზი ორნამენტები ამოკაწრა. რა უგავს ახლა ამ ორნამენტს ხელოვნური თანამგზავრის?!

ჩემი აზრით, ბატონი გიზო ჩვენს პროვოცირებას ცდილობს და გვაინტრიგებს 😀 შეიძლება ყველაფერში უცხოპლანეტელების ძებნა? 😀  და თუ მართლა არსებობენ, დარწმუნებული ვარ ამ ნახატებს არანაირი კავშირი არ აქვთ მათთან, რომ ჩამოსულიყვნენ, ბევრად შთამბეჭდავ ნიმუშებს დატოვებდნენ IMHO.

თქვენ რას ფიქრობთ, ან ხედავთ აქ რამე კოსმიურს?

Advertisements

40 responses to “უცხოპლანეტელები ხევსურეთში არ ისვენებდნენ

  1. იმავე ხევსურების მითებს დევ კერპების შესახებ დავუჯერებთ არის ამაში ლოგიკა რომ გარკვეული პერიოდი მათ უცხო ცივილიზაციასთან ერთად უწევდათ ცხოვრება და ეს მითებიც ყოველთვის პირველყოფილი ადამიანების ფანტაზიები არაა მხოლოდ მასში ყოველთვის არის სიმართლის მარცვალი

    • ხომ შეიძლება ორმა ცივილიზაციამ განვითარების გზაზე რაღაც საერთო, მსგავსი შექმნან?

  2. საინტერესოა და რითი ამტკიცებს ბატონი გიზო რომ ამ გამოსახულებებს უცხო ცივილიზაციასთან აქვს კავშირი?

  3. ახალი ფოტოები დავითრიე, ისევ ლაშას დახმარებით. მამენტ, რაღაც მომენტში შეიძლება განვითარებულ ტექნიკაზე ფიქრი: http://fereidani.ge/138_tornado/hu-7.jpg

    მარა რიევიცი, რიევიცი…
    http://fereidani.ge/138_tornado/138_tor11.html

  4. დევებს რაც შეეხებათ, არამარტო ხევსურეთშია შემორჩენილი მათზე თქმულებები და არცთუ ზღაპრული ფორმით… დევები ყოფილან გიგანტური ზომის ადამიანები (ვახტანგ გორგასლის მაშტაბებში), რომლებიც ალბათ თავიანთი ზომების გამო დაკომპლექსებულები იყვნენ და ცხოვრობდნენ განყენებულად. დევებზე მოთხრობილი აქვს გოდერძი ჩოხელსაც, რომელიც წერს რომ გუდამაყარში “დევების ხეობაში” (ადგილის ტოპონიმია ასეთი) აკლდამის მსგავს სამარხში ნანახი აქვს გიგანტური ზომის ადამიანების ძვლები….

  5. ხალხის ფანტაზია (არა ინდივიდის, არამედ ხალხის, მასობრივი ხასიათის) მაგარი თავშესაქცევი რამაა 🙂

    უცხოპლანეტელებისას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მთაში მაქციას ან ჭინკას კი მინდა წავაწყდე :დ ჰა, ნუ მაძახურაც თუ იქნება, უარს არ ვიტყვი :დ უბრალოდ თვალს შევავლებ 🙂 ვითომ ასეთი შეუხედავები უნდა იყვნენ?

    • ყველა ზღაპარს აქვს თავისი რეალური საწყისი, აქ ფანტაზია არაფრ შუაში არაა, არანაირი ფანტაზია ადამიანს არ გააჩნია, ყველაფერი რასაც ჩვენ ფანტაზიას ვუწოდებთ, რეალურის ჩანაწერია გენკოდში, და ახლა ნუ მომთხოვ ამის დატკიცებას, ასეა ეს და იმიტომ

      • ვერ დაგეთანხმებით :დდდ
        მაშინ კენტავრებიც უნდა არსებობდნენ :დდდდდდდ

      • ფანტაზია ხიხია არაა 🙂 და თუ ადამიანს ფანტაზია აქვს, ძალიანაც კარგი

  6. ზოგადად,უცხო ცივილიზაციების არსებობის მჯერა,მაგრამ არა ასე და ამ ფორმით :)) გიზო ვაშაკიძის რამდენიმე სტატია მაქვს წაკითხული და ცოტა არ იყოს,გამეცინა იმ გულუბრყვილობაზე,რითიც ეს ბატონი უცხოპლანეტელების კვალის აღმოჩენას ამტკიცებს :)) ზღაპარია ეს ყველაფერი

  7. ხო მართლა, 1-2 წლის წინ ჩვენმა სიმართლის მღაღადებელმა რუსთავი2-მა გადმოსცა – ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალში 3 მეტრიანი ადამიანების ძვლები უპოვიათო, კადრებიც აჩვენეს, ძველი სამარხებიდან წყლის მიერ ჩამოტანილი დიდი ძვლები, ააწყვეს კიდეც ნაწილი ჩონჩხი…
    რუსთავის გარდა არსად ეგეთი რაღაც აღარ მსმენია და თქვენ ხომ არ იცით რამე? ჭორია, მართალია:))))

  8. გამოხმაურება: ხვამლი – ჩვენი ცივილიზაციის აკვანი?! « komisia corp. © გიორგი ბერიკელაშვილი

  9. zustad aseti piqtogramebi espanetshi, gamoqvabulebshi agmoachines.msgavseba imdenad didia,rom kitxvebs axlebic daemata.meti arsad ar shexvedriat.arc espanel mecnierta jgups gonia,rom es ubralod naxatia da meti araperi…

  10. თუ მართლა გაინტერესებთ ასეთ საკითხზე დისკუსია სჯობია სერიოზული კუთხით განვიხილოთ. წიგნი ,,ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში’ (გ.გიგაური).გვ.69. არსებობს ერთი ქვა ხევსურეთში ზენკისტანში ,,ათანდილათ” ციხეზე სარკმლის მარჯვნივ ქვაზე რკალია ამოჭრილი ზემოთ ვარსკვლავის მსგავსი. ასეთი იდეოგრამა ბოლომდე ამოუხსნელია, მისი მსგავსი შუმერულში გვხვდება და მას მკვლევარები ,,ზეციურ ნავს”, ,,მზის ეტლს”, ,,ღმერთების ნავს” უწოდებენ. მისი წარმოშობა და შინარსი ადამიანებისთვის ამოუხსნელია. სჯობია სწორედ წარმართოთ ამ საკითხზე მსჯელობა რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა ფაქტსთან გვაქვს საერთოდ შეხება. პატივისცემით. გ.გ.

  11. სიტყვა უცხოპლანეტელი და მფრინავი თეფშები არასწორია და გამონათქვამები ურწმუნო, ზერელედ მოაზროვნე ხალხის მონაგონია. ასეთი გამოსახულებები შუმერულ ფიტფიტებზეც სჩანს და საინტერესო მითოლოგიურ ტექსტებშიც ფიქსირდება, როგორც ,,ცათა კარიდან” მოსულ ღვთიშველებზე. გასხივებული თვალის ფორმის გამოსახულებაა გამოსახული ქრისტიანულ ხატებთან, ათონის მთაზე და ბერები ,,ღვთის თვალის” სახელით იცნობენ. საინტერესოა რომ ხევსურეთში ხუცობაში ,,ღვთის კარი” სინონიმად იხმარება ,,ცის კართან” …. ,, სიტყვა ცის (ღვთის) კარზე აიტანეთ, მადლი მამითხოეთ”… (ჩანაწერი გიორგი (გია) გიგაური. ქართული სიტყვა ,,ცის კარი” ადრე სხვა რაღაცას აღნიშნავდა . დღეს პარალელურ განზომილებაში გასვლაზე ან იქიდან გამოსვლაზეა საუბარი მეტაფიზიკოს მეცნიერებში. როგორ ფიქრობთ ბორჯღალა ქართულ დედაბოძზე საიდან მოვიდა და კოსმოსში მართლა არსებობს ბორჯღალას მსგავში გალაქტიკები. დედაბოძთან დაკავშირებით ღვთიშვილთა შესახებ მითოლოგიაც მხოლოდ ზღაპარია?. ასე რომ ამ საკითხზე გადაკრულად მსჯელობა არასწორია და შეიძლება მკრეხელობაც იყოს. გიზო ვაშაკიძეც არასწორედ უდგება საკითხს და სერიოზულ ფაქტებს დილეტანტური მსჯელობით აკნინებს.

  12. mogesalmebit. me gaxlavart gizo vashakidze. unda gamogitydet rom gakvirvebuli davrhi sakitxulit. tkven sert rom hemi nashromi araseriozulia. didi bodishi magram me mgoni tqven ar gakvt sakitxuli signi – ciuri ekspresi sadac aris arwerili qvebze datanili piktogramebis arsera. amas imit mivxvdi rom tkvens mier mokvanili arcerti piktograma me ar gamishifravs, aranairi komentari ar gamiketebia arc signshi da arc romelime interviushi.
    tkvens adgilas uxerxulad mainc vigrznobdi tavs, roca adamians vakritikebt im piktogramebis gashifvrashi romelic mas saertod ar gaushifravs… memgoni esaa araseriozuli midgoma da ara hemi mgashifvrebi.

  13. ბატონო გიზო ,,მეცნიერო” , ,, უცხოპლანეტელები ხევსურეთში არ ისვენებენ” რომ წავიკითხე ესაა სასაცილო და თქვენი წიგნი რაღა იქნება. რომელ უცხოპლანეტელებზე საუბრობ და ხევსურეთსსთან რა გესაქმება საერთოდ. შენ და დ.გოგუაძე ისე არასერიოზულად უდგებით სერიოზულ საკითხს რომ, ვინმეს რომ პროფესიონალურ დონეზე მოკვლევა დასჭირდეს, ყურადღებას იქცევთ თქვენი ცანცარით. უცხოპლანეტელების მოტანილია ასტრალური სიმბოლოები?, თვითონ წაიკითხე ქართული მითოლოგია და მიხვდები რომ ყველა ესენი ე.წ. ,,ღვთიშვილების” მოსვლას უკავშირდება. ღვთიშვილები უცხოპლანეტელებია? თვითონ წაიკითხე კრიპტოგრამებზე და გაანალიზე სწორეთ!!!!. ყველაფერში დილეტანტები როგორ უნდა გამოვჩნდეთ. საქართველოში არსებული კრიპტები ძალიან სერიოზული არტეფაქტებია ვიდრე თქვენ გგონიათ. ეგვიპტეში უძველესი ქალაქები იყო: კახუნი, გურობა, კულხა, ლახუნი. (იხ. წიგნი. ,,ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.” გ.გიგაური.) შიგ შედარებითი ტაბულაა. ეგვიპტეშიც იყო ასეთი დამწერლობის ნიშნები, რომელიც გაუშიფრავია. ეგვიპტეთი რომ დაინტერესებულხარ, ამ უძველეს დამწერლობას დაუკვირდებოდი და ეგვიპტის უძველესი ქალაქების სახელებს. საიდან მოვიდა ქართული ენისთვის ახლობელი ეგვიპტური ქალაქების ისტორია?. აი რაზე სჯობდა ყურადღება გაგემახვილებინა. ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო რომ ხალხმა არ გაიცინოს. წიგნის გამოცემა, თბილისში პრობლემა არაა. პრობლემა სწორი კვლევაა. ისტორიკოსი-პალეოგრაფი მამუკა ქავთარაძე.

    • ღვისშობლამდე ფხოვი კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც რჩეულებს ფოლადის დამუშავებიდან საიდუმლო ცოდნამდე, (ეზოთერულ ცოდნაზეა საუბარი) ასწავლიდნენ, ამ ლიტერატურას ვერსად იპოვი, ასეთ მასალებს მოკვდავებს ხელში არ უგდებენ და საიმედო ადგილასაა დაცული

  14. iseti shtabehdileba mrheba rom tqven sakutar tavs ekamatebit, azri -“ucxoplanetelebi xevsuretshi isvenebdnen” hems signshi ar seria es sinadadeba tqveni mogonilia da tqvenve scemt mas pasuxs, qvebi romelic zemot aris moyvanili me ar gamishifravs, tqvenive motanil qvebze tqvenve kamatobt, memgoni ragac shinagani problemebi ghirt. tqven internetit mosaubre ar ghirdebat, tqveni kamatis jini segizliat sarkestan daxarjot. sxva qvebis, da sxvisi azrebis hemze mosera ubralod cilissamebaa. ar girhev am gzit siaruls.
    tyvilad nugar shesuxdebit werilis moseras, eseti uazro saubrebi ar mainteresebs.

  15. მალე აკადემიკოსობას მოგილოცავ ბატონო გიზო. პენტაგონში თქვენი ტორნადო უკვე განიხილეს და მოიწონეს. მომავალში დაგიკავშირდებიან რომ დაგეძინება სიზმარში ნახავ. ახლა დილეტანტიზმის დროა, მით უმეტეს თბილისში. დაჭირე ჰაერს ნუ აფუჭებ თორე სანაპიროზე გამოვალ და გაგაგებინებ სამეცნიერო დონეზე. შე შერეკილო.

  16. გიზოია შვილო ქართული შრიფტი ვერ დაისწავლე?. პენტაგონს რომ აცნობე თქვენი ტორნადოს გამოწვევა გასაგებია მაგრამ მოსკოვს რატომ აცნობე, ჩვენზე გინდა გამოცადონ?. მხატვრებს სანაპიროზე სკამები არ ჰყოფნის და სჯობდა მამაშენს სკამი გაეკეთებინა, თქვენს მაგიერ. შენა და გოგუაძემ მაგრად ჩაებღაუჭეთ ერთმანეთს, არცად დაიკარგოთ. ციური ექსპრესში ჩაჯექით და იქ იმსჯელეთ მეცნიერებაზე. ნ.ბ.

  17. გიგაურო შეეშვი ინტერნეტის დანაგვიანებას და ბოღმის და ღვარძლის გადმოფრქვევას სხვების მიმართ, თან სხვადასხვა სახელებით

  18. ჩვენი ცენტრი მთის საკითხებზე მუშაობს და ჩემი კომპიუტერით სხვებიც სარგებლობენ. თუ ვინმეს აქედან წყენა მიადგა პირადად ბოდიშს ვუხდი. გ.გიგაური

  19. ბატონო გიზო, მე ზოგადად უცხოპლანეტელების ფენომენზე დავწერე იუმორით. არ მჯერა მათი არსებობის 🙂

    თუ თქვენ ჩემი იუმორი გეწყინათ, ბოდიშს გიხდით 🙂

  20. ბატონებო!
    ბერო, ბადრი და ნოდარ!
    უბრალოდ არ გრცხვენიათ რა სიტყვებით მიმართავთ უცხო ადამიანს? ამით ხომ მხოლოდ თქვენს თავს წარმოაჩენთ? თუ რამე პრეტენზია გაქვთ ამ პიროვნების მიმართ. არ შეგიძლიათ კორექტულად მიმართოთ მაინც?
    ჩემი აზრი რომ მოგახსენოთ, ბეროს და ბადრის კომენტარების თავიდან გადაკითხვაც კი არ მინდა, იმდენად შეურაცხმყოფელია…
    ბატონ ნოდარს კი მაინც მინდა ვკითხო: გიზო ვასშაკიძეს რომ უყიჟინებთ, “ქართული შრიფტი ვერ დაისწავლე?” … “არცად” – უნდა იყოს “არსად” რა მეცნიერებაზე საუბრობთ, როცა თქვენ ქართულიც კი არ იცით? მოგეწონათ ბატონო ნოდარ?
    მაინც მინდა რამდენიმე ჩემივე კომენტარი გადმოვიტანო სხვა ფორუმიდან (იქნებ იქ არ წაგიკითხავთ?):

    1. ბატონო ბადრი, შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ თქვენი სიტყვების: “ცნობილი ადამიანების სახელების გამოყენება, თქვენი სახელის გასამართლებლად არა მგონია კულტურული იყოს” არაკორექტურობაში, ამისათვის სრულიად საკმარისია ნახოთ http://www.fereidani.ge ქვეთავი 138 – გიზო ვაშაკიძე − «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის» GIZO VASHAKIDZE − «PERSONAL TORNADO FOR PHARAO’S SOUL» – “მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა რეცენზიები გიზო ვაშაკიძის წიგნზე:«პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის»” პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი

    2. მეგობრებო! ცოტა მოგვიანებით კი ხდება კომენტარების დამატება (ამაჟამად 24 კომენტარია, ეკრანზე კი მხოლოდ 23 ჩანს). შეიძლება 24-ე კომენტარში ბატონმა ბერომ ამომწურავი პასუხი მიიღოს, მაგრამ მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე მისთვის მეპასუხა: ბერო, ძმავ და მეგობარო! ეს წიგნი პირველად რუსულ ენაზე დაიბეჭდა, რომლის პრეზენტაცია 2004 წელს შედგა მოსკოვში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით. მაშინ არ იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა, პირიქით – კავშირები რუსეთთან ყველა სფეროში არსებობდა. რაც შეეხება ტორნადოს ხელოვნურად გამოწვევას, ეს არც თუ ისე ადვილია. ამას ისეთი უიშვიათესი კლიმატური პირობები სჭირდება, რომელიც ათობით ან ასობით წელიწადში ერთხელ შეიძლება იყოს, ისიც რომელ ტერიტორიაზე შეიქმნება ურთულესი დასადგენია წინასწარ… და მერე, ვის რაში სჭირდება ტორნადოს გამოწვევა 21-ე საუკუნეში? ასეთი ტექნოლოგიების და იარაღების არსებობისას? ეს უკვე აბსურდია! ასე რომ შეგიძლია სრულიად მშვიდად იყო ამ მხრივ! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.

  21. ukacravad qartuli shrifti ar maqvs. baton arses minda mivmarto. savikitxe tqveni mimartva gigayris mimart da gaocebuli var, mogaxsenebt ratom. rodesac batoni badris da nodaris hems mimart salanzgavi komentari daido ssored am dros damireka telefonze mamakacma da gamecno rogorc g.gigauri, sakmaod tbili saubris shemdeg signebis gacvlac ki gadavskvitet. tkveni azrit sheizleba ertma da igive adamianma ase tbilad mesaubros telefonze, da manve sxvisi saxelit saitze mlanzgos… veraferi gavige es ra kacobaa, hetvis cota rtuli dasajerebelia? ras fiqroft tqven?

  22. ბატონო გიზო, თქვენი წერილი წუხელის ვნახე, მაგრამ მაშინვე ვერ მოგწერეთ (სახლის კომპიუტერში ქართული შრიფტი არც მე არ მაქვს და არ მინდოდა შენიშვნა მიმეღო ამის გამო) ძალიან გამიკვირდა, რასაც წერთ! კიდევ გადავხედე წინა პოსტებს და უფრო გაურკვევლობაში ჩავვარდი… ძალიან მინდა რომ ცდებოდეთ… მთიელი კაცი ამას როგორ იზამდა? ჩემში ისინი ყოველთვის ვაჟკაცობის ეტალონებად მოიაზრებიან! იქნებ თვით გ.გიგაურმა განმარტოს რა მოხდა?

  23. ბატონო გიზო ,ჩვენ გვაქვს ცენტრი რომლის პირობითი სახელია ,,ბორჯღალიონი”. ჩემთან რამდენიმე ადამიანი მუშაობდა (ეთნოგრაფი) რომელიც ძალიან თავისებური შეხედულება ჰქონდათ და სამსახურის კომპიუტერიდან აკეთებდნენ თვითნებურ შენიშვნებს. ეს აღვკვეთე .ზემოთაც ავღნიშნე. ჩემი წიგნი მედიკოს გადავეცი და გამოართვი. თუკი გაქვს თქვენიც მაინტერესებს. კრიპტოგრამებით რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა დაინტერესდეს, მიუხედავად იმისა რამდენად სწორი ვერსიებია. გიო.

  24. შედევრია!
    დავაკოპირე და გადავიტანე ჩემთან! 🙂

    გიზო, აქამდე უნდა მიიყვანო ადამიანი რომ ეს დააწერინო?
    მართლა მაგრად ვიხალისე 🙂

  25. ჩემო გიზო, უფრო კარგად უნდა იცნობდე ადამიანებს და ეს არ გაგიკვირდებოდა. სამწუხაროა რომ ზოგიერთი სხვების სახელებს ეფარება. ძალიან ადვილი გამოსაკვლევია, რომ ეთნოგრაფი ბადრი მარაისძე ბუნებაში არ არსებობს და არც ისტრიკოსი-პალეოგრაფი მამუკა ქავთარაძე.

  26. ukacravad, zveli kompiuteri maqvs, vindousi gadasayenebelia da amitom ver vser qartulad
    aresi,
    me nigabi ar maqvs, imitom rom arafers vaketeb dasamals, hemi saxelic momsons gvaric, dolizeze vcxovrob, advili mosagnebi var, zmebi vashakidzeebi rom ikitxos kacma yvela icnobs, mati mama var, aseti gamsarebuli tua vinme hemze mnaxon da pirshi mitxran satqmeli.
    me namdvilad ver davisyeb imis ziebas vin maginebs visi saxelit
    ar gamovricxav rom nacnobebic ki iyvnen. ras vizavt… ise tbilisi zalian pataraa amashi kidev mravaljer davrsmundebit…
    gmertma momitevos me hemi codvebi sxvebsac siketes vusurveb…
    madloba tkven batono aresi rom ar mlanzgavt…

  27. გული მეტკინა გიზოს წერილი რომ წავიკითხე… რაზე და რისთვის იხდის ბოდიშს?
    “ეთნოგრაფი ბადრი მარაისძე ბუნებაში არ არსებობს და არც ისტრიკოსი-პალეოგრაფი მამუკა ქავთარაძე”-ო წერთ, კი ბატონო, არ არსებობენ, მაგრამ ვიღაც ხომ წერს? სკამი გაეკეთებინაო, რომ წერდა, სამი შვილის მამას ეს უნდა აკადროს? ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, მაგრამ ვიცი იმ სიტყვების ავტორი კიდევ შემოიხედავს აქ და თავის გულში ჩაიხედოს, რამდენი შვილი ყავს? ან ყავს კი საერთოდ?

  28. ქართველი მეცნიერის წერილი საიქიოდან

    უცნობო მეცნიერებო
    ჩემი მხურვალე სალამი,
    მაგ თქვენმა გულმოდგინებამ
    ამაღებინა კალამი,
    დავჯექ დავწერე სიტყვები
    თქვენთვის მომეცა წამალი,
    შფოთიან ქვეყანაზედა
    გზა რომ გავიგნოთ სავალი,
    ჩემი სათქმელიც ეს არი
    ნაცნობი გამოსავალი,
    დროა დამთავრდეს ეპოქა
    მკითხავთა განაკვალავი,
    მომეცნიერო მკითხავი
    ავის საქმეთა მქსელავი,
    ობობის საქმეს მაგონებს
    ვერას საქმეთა მქნელია,
    უკაცო ალაგს იპოვის
    უხარია რომ ბნელია,
    მაგრამ ბრძენს უთქვამს
    სიკეთის ,,არსიმცა უფრო გრძელია”
    ბოლოს გამოჩნდეს ყოველი
    ვისი ნაბჭობი მთელია,
    თავს ნუ გაიხდით სალექსოდ
    იკმარეთ ჩემი სალამი,
    უცნობო მეცნიერებო
    არ გაიმრუდოთ კალამი.

    პატივისცემით. ბადრი მარაისძე(გოგოჭური).

  29. რა გჭირთ ხალხო? აბა თქვენ ფიქრობთ მართლა მიწისგან შექმნა უფალმა ადამიანი? შეუბერა და გაცოცხლდა? არ წამიკითხავს ბ.ნ. გიზო რას წერს თავის კვლევებში მაგრამ ის რომ ხომლის მთაზე, ფხოვში, თუშეთში, ვანში აღმოჩენილი მასალები უცხო ცივილიზაციის დანატოვარია და ზღაპარი არაა ამას ვერავინ დამაჯერებს და სირაქლემას პოზიციაში ყოფნა სასაცილოც კია ამ შემთხვევაში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s