დამაჯარიმეს

ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ჭიკჭიკისგან დაღლილი ჩიტები ბუდისკენ მისავათებულები მიფრინავდნენ, როცა ცხრათითა ჯოს თავისი მსხვერპლის გვამი დამარხულიც არ ჰქონდა (ბოლომდე), როცა მთვარე ნახშირის უთოთი პერანგს იუთავებდა სამსახურში გასასვლელად და როცა მზეს თავისი ცვლა ახლახანს დამთავრებოდა – სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა.

თბილისის ავტობუსი

ავტობუსი

სამგზავრო ბარათზე 0 თეთრი მქონდა, ხურდებიც ლიფტში მივახარჯე… რაღა დღეს დამაგდებიან კონტროლიორები-მეთქი, თან ბნელდებოდა უკვე და მეგონა კონტროლიორებიც ჩიტებთან ერთად მიდიოდნენ დასაძინებლად. მოკლედ, მაინც ავტობუსს გავყევი, გავირჭე ყურსაცვამები და ავუწიე რადიო სინდიკატს ბოლომდე… ჩემდა ბედად არეტა ფრანკლინი გაუშვეს – მეტი რა მინდოდა, დავხუჭე წინა ღამის უძილო თვალები და მოვდუნდი, ჩავიძირე ლამაზ მუსიკაში. დროდადრო თვალებს ვახელდი – დანიშნულების ადგილს რომ არ გავცილებოდი, ისევ ვხუჭავდი…

…მხარზე ხელს მირტყავს ვიღაცა, შევხედე – რაღაცას მეუბნება და არ მესმის, მოვიძრე ცალი ყურსაცვამი:

-ბატონო?

-მგზავრობის ბილეთი გაქვთ?

-უი…

-???

-არ მაქვს…

-სტუდენტი ხარ?

-კი (ისე მკითხა რაღაცის იმედი გამიჩინა, აქაოდა ახალგაზრდობაო, ისიც იქნებოდა ჩემხელაო, სტუდენტობაო…)

-მაჩვენე აბა ბარათი… პირადობაც… ქვემოთ ჩავიდეთ – 5 ლარიანი ჯარიმა უნდა გამოგიწერო…

-აუ მაგრად მაგვიანდება, აქვე რომ გამოწეროთ ვერა?

-არა აქ როგორ გამოვწერო, ჩავიდეთ და სხვას გაყევი მერე…

როგორც 1 წუთში გაირკვა, აქ დაუშვა კონტროლიორმა დიიდი შეცდომა. ჩავედით თუ არა გაჩერებაზე 50 ქალი დაეხვია გარშემო “არ გრცხვენია?! ბავშვს ჯარიმას უწერ, შვილები არ გყავს?! მტარვალო! კაცისმკვლელო! ვამპირო!” “ფულს ჩვენით შოულობთ არა?! სისხლისმწოველებო! სააკაშვილის მონებო!” “ახალი წლის დღეებია, გაუშვი რა ცოდოა, ნამუსი არ გაქვს?!” ხალხის ასეთმა რეაქციამ მაგრად გამაკვირვა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ გამოვხატავდი პროტესტს, მეკუთვნოდა და მიწერდნენ, თუმცა გულის სიღრმეში მაინც მისწორდებოდა ამ ქალების წიოკი. მერე საიდანღაც დაბალი ჯმუხი კაცი გამოვარდა და მეორე კონტროლიორს ეცა – “შენ ბიჭო ცოტა აზრზე მოდი რას აკეთებ რა! შენნაირი 100 მყავს მოკლული (თან საყელოში წაავლო ხლეი და ეძიძგილავება), ხო არ გინდა გაგაგზავნო შენც?!! თქვე ჩათლახებო თქვენა, ფულს გიხდიან არა ამში? (მაგრა გაფსიხდა, ცოფებს ყრიდა)”. აქ საერდოდ პიკს მიაღწია ჩემმა გაკვირვებამ – რაუნდოდათ ამ ხალხს, რისთვის ირჯებოდნენ?! მერე უცებ სხვებიც მოვარდნენ და გააშველეს, გაათრიეს ის კაცი…

არ ვჩივი რომ დამაჯარიმეს, ვჩივი იამს, რომ ხალხი ვერ ხვდება რატომ დადიან კონტროლიორები და საერთოდ, მათი სიარულის საჭიროება რომ დგას.

15 responses to “დამაჯარიმეს

  1. არ გრცხვენია?! ბავშვს ჯარიმას უწერ, შვილები არ გყავს?! მტარვალო! კაცისმკვლელო! ვამპირო!” “ფულს ჩვენით შოულობთ არა?! სისხლისმწოველებო! სააკაშვილის მონებო!” “ახალი წლის დღეებია, გაუშვი რა ცოდოა, ნამუსი არ გაქვს?!” ——–> ეს მაგარი პრიკოლი იყო….:D:D:D

  2. რა უმადურობაა გიო =)))) იმ ხალხს ალბათ ცუდი მოგონებები ქონდა იმ სისხლისმწოველებთან დაკავშირებით =))) ისე მაგ ყვითელპერანგიანებთან ეს ვამპირის ეპითეთი არ მომეწონა 😦 უსამართლობაა ვამპირების მიმართ :(( ხოდა იმის მაგივრად თვალზე ცრემლი მოგდგომოდა და გაგეფიქრა იმისთვის ვიდექით იმ წვიმაში და ქარშიო?! ამის მაგივრად შემოდიხარ აქ შენს ბლოგზე და ბლატაობ დსმაოოო?? 😀

  3. ომგ :/
    რაღაც მსგავსს მეც შევესწარი, ტიპი ეკაჩავებოდა კონტროლიორს, ეგაა შენი ქართველობა და კაცობაო? რა პონტშ მაჯარიმებო :))
    უუუჟას
    უფასოდ მგზავრობა ყველას უნდა და პასუხი ამის გამო ყველას კლავს :)))

  4. შენ 5 ლარით დაგაჯარიმეს და მე 15-ით, მეც არ გამომითქვამს არანაირი პროტესტი რატომღაც:)))

  5. თვეში ორჯერ მიწევს ავტობუსით მგზავრობა, მაგრამ კარტა მაინც მაქვს, ერთხელ შეაგდებ 5 ლარს და თვეები მყოფნის, ძალიან მოხერხებულია, თანაც ბილეთზე გიწერს რამდენი დაგრჩა ანგარიშზე.
    პოსტი მომეწონა, იგავ არაკია, რა.

  6. მაგ დროს კონტროლიორი რო იჩითება ფრანგულად უნდა დაიწყო ლაპარაკი და იზმენდებიან რასისტად აარ გავსაღდეო დ თავს განებებს

    ზანგები უფასოდ მოძრაობენ ყვითელი ავტობუსებით

    • მე ვცადე; – რუსულად ვკითხე კონტროლიორს; – ,,შტო ტა კოი ეტა ბილეთი?,”. . . (ვითომ არ ვიცოდი ქართული) კონტრლიორმა რუსულად მიპასუხა, არადა, თუ არ ჩავთვლით ჩემს ლექსიკონში არსებულ რამდენიმე სიტყვას, რუსული საერთოდ არ ვიცი,… შტო? ვეკითხები ისევ, კონტროლიორი რუსულად მიხსნის, . . . ვამე ბატონო კონტროლიორო, ამდენი რუსული არ ვიცი და გამანებეთ რა თავი, . . . არ ვიყავი საცემი!?, . . .

  7. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ორჯერ, ანუ 10 ლარით შევავსე ჩემი სამშობლოს ბიუჯეტი 😉 D 😀 😀

  8. კაროჩე მაგარი დავამუღამე ამ ბოლო დროს ბილეთი რო სახლში მრჩება… ესეიგი ასეთ რაღაცას ვაკეთებ. სანამ კონტროლიორი ამოვა მანამდე ჩემთვის ვგულაობ, როგორც კი ჰორიზონტზე გამოჩნდება ის არასახსენებელი 😀 ეგრევე ვიღებ ჯიბეებიდან ხელს, ვსწორდები, ნაოშნიკებს ვიძრობ ყურებიდან და საწყალი ბავშვის სახეს ვიღებ (შრეკში ის ჩექმებიანი კატა სიფათს რომ კერავს აი ეგეთს) და არ ვუყურებ ამ კონტროლიორებს. თუ რომელიმე ისეთი უნმუსო აღმოჩნდა რომ ჩემნაერ საწყალსახიანთან მოვიდეს ეგრევე დაბნეული და გაოგნებული ხმით ვეუბნევი ბატონო? მიმეორებს ბილეთი მანახე! აუ მოსწავლე ვარ და ბილეთი სახლში დამრჩა და ფულიც დამეხარჯა(განსაკუთრებული საწყალი ხმით) და ჯიბეებში ვიქექები… პირადობა მანახე! ა კარგით ერთი წამით. გააფთრებული ვეძებ, აუ ეგეც დამრჩენია და ოსკარი რომ მეკუთვნის ისეთ საწყალ სიფათს ვიღებ და ამის მერე როგორც წესი ვეღარ უძლებენ ჩემს საცოდაობას და უკვე რბილი მარა დამრიგებლური ტონით მეუბნებიან კაი იყოს მარა ამის მერე ატარე ბილეთი… დიახ აუცილებლად(წადი შენი)…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s