ადამიანის გაუპატიურების განსხვავებული ხერხი

ყველა საქმეში არსებობენ გენიოსები, პროფესიონალები და დილეტანტები. მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროა: მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა… ბანკის მძარცველმაც შეიძლება თავისი კრეატივითა და პროფესიონალიზმით ხელოვნებამდე აიყვანოს ფულის მოპარვა, სწორედ ასეთ ადამიანს ჰქვია გენიოსი.

ამ პოსტში შევეხები იმათ, ვინც ადამიანის გაუპატიურება – ერთი შეხედვითვით ეს ამაზრზენი და გულისამრევი ფაქტი – ხელოვნებამდე აიყვანა. დიახ, ხელოვნებამდე! ეს ნათქვამი ორაზროვანია იმიტომ, რომ:

  1. მუსიკა ხელოვნებაა
  2. გაუპატიურება ხდება სექსუალური ძალადობის გარეშე, რაც აშკარად ხელოვნებაა

შემზარავია თვითონ ის ფაქტი, რომ არ ხდება სქესის, ასაკისა თუ ორიენტაციის გამიჯვნა!

ერთი მხრივ მოძალადეა ამ სიმღერის ავტორი და მეორე მხრივ ის, ვინც იუტუბზე ატვირთა და ტეგში folk მიუთითა!

თქვენი აზრით, არის თუ არა ეს – გაუპატიურება?

Advertisements

ეს ის არ არის რაც შენ გგონია

ნუ განსჯი ასე სწრაფად “Don’t Judge too Quickly”. ეს არის 8 ხანდაზმული ვიდეორგოლის გაერთიანება. ვისაც ნანახი არ გაქვთ, იმედია კაი ხასიეთზე დაგაყენებთ 🙂

დიდი ხელოვნება ანიმაციაში

ამჯერად შემოგთავაზებთ ყველაზე დახვეწილ და ტიტულოვან ანიმაციებს.

1.  Erik van Schaaik-ის ”ქარი

Continue reading