გადამლაშებული არაფერი ვარგა

მიდა სიტყვანახევრით შევეხო რამდენიმე ფაქტს და ჩემი აზრი მოგახვიოთ თავზე.

ყველას კარგად გვახსოვს ერთ-ერთი პირველი ქართულად დუბლირებული ფილმი, რომელმაც კინოთეატრ რუსთაველში ყველა მაშინდელი რეკორდი მოხსნა – ”ფორმულა 51”. კინოთეატრის მერე წამოვიდა DVD-დისკებზე (მაშინ ვარეზები იმდენად განვითარებულები არ იყვნენ რომ ამხელა ფილმი სადმე აეტვირთათ 😀 )  და თითქმის ყველა ქართული კომპიუტერი თუ DVD player მოიარა.

რამ გახადა ის ასეთი პოპულარული? იგივემ, რაც “შტანგა გოლი” და მრავალი სხვა უცენზურო სიტყვებით გახმოვანებული ფილმი.

გაკვირვებით ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც ფილმში ”შე *ლეო”-ს გაგონებაზე აღტაცებას ვერ მალავდნენ და სიცილით იგუდებოდნენ, ”შენი დედა შ#$ეცი”-ზე საერთოდ სკამებიდან ცვიოდნენ 😀

ცოტა ხნის წინ, გადაცემა პატრულში აჩვენეს ქურდობაზე (თუ მაგასაც ქურდობა ან ყაჩაღობა ჰქვია…) დაკავებული თემური ჯახაია ვალერის ძე კოხორიდან ( http://www.myvideo.ge/?video_id=462486 ). მართლა სახალისო იყო

და კარგადაც ვიკაიფე, ისევე როგორც ყვცელამ 😀 მერე უკვე ისე გაპიარდა “კოხორა”, ვანოს შოუშიც მიიწვიეს, კომედი შოუში მაგის პაროდიებს აკეთებდნენ,
მაგის ვიდეოებს ამონტაჟებდნენ… ამაზეც ვიხალისე ასე თუ ისე…
როცა კინოთეატრ ამირანში პიქსარის შედევრ “UP” – “მფრინავი სახლის” სანახავად ვიყავი, ლამის ყბა ჩამომივარდა – ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს (ძაღლს) კოხორა ახმოვანებდა.

რატომ, იმიტომ რომ სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს, კარგი მსახიობია თუ მაგის მეტი ვერავინ მოძებნეს ფიზიკურად? რატომ იყენებს წარმატებულად კინოთეატრი კოხორას ხმას? ფაქტია რომ ამ ფაქტმა ბევრი მაყურებელი მიიზიდა ამირანის დარბაზებში.

დღეს, კიდევ ერთ “მარგალიტს” წავაწყდი მაივიდეოზე – დავით გურული ( http://www.myvideo.ge/?video_id=533373 ) . აქაც მის ნაკლებადგანვითარებულობაზე უნდა ვიღადაოთ. და როგორც აღმოჩნდა “წარმატებულადაც ვღადაობთ” – ცამეტი სეზონია უკვე მისი მოწოდებების 😀

რა დონის ჩულქი უნდა იყვე რომ ასეთი გადამლაშებული მარაზმით კაიფობდე :blink:

სირცხვილია ღლიად! რეებზე კაიფობთ!

Advertisements

უკიდურესობაში გადავარდნილები

ბარემ კითხულობ ამას და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახვევ თავზე.

რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები, რომელზეც გამოსახულია ხელიხელგადახვეული – მიხეილ სააკაშვილი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიდმკრედიანი მასაჟისტი ქალი მსოფლიოში, თავზე კი აწერია ”რატომ!” (ცნობილი კამპანიის – ”რატომ სააკაშვილი” – ლოზუნგი :D)  სურათი გადაღებულია ამ ქალის საქართველოში ვიზიტისას (მოიწვია თავად მ. სააკაშვილმა).

როგორც მივხვდი, მაღალგანვითარებული აზროვნებისა და საღი ინტელექტის მქონე ოპოზიცია აპროტესტებს და გმობს ზემოაღნიშნულ ფაქტს  (პრეზიდენტის მიერ მასაჟისტის უცხოეთიდან მოწვევას)  და ადეკვატური რეაქციით (პლაკატების გამოკვრით) პასუხობს მომხდარს. ( 😀 ღლიად!…)

შეგონება:

შეიძლება არ არის ბევრისთვის ლამაზი საყურებელი მისი პრეზიდენტი დიდმკერდიან ქალთანერთად, მაგრამ სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებდნენ, ან პლაკატს გააკრავდნენ,ჯობია სხვასაც ჰკითხონ-ხოლმე აზრი. თუ ვინმეს ის ქალი არ მოსწონს – მისი პრობლემაა. თუ ვინმეს მისი შურს – ეგეც მისი პრობლემაა. თუ პრეზიდენტი მასაჟისტს მოიწვევს – ეს ნამდვილად არ არის ვინმეს განსახილველი, მითუმეტეს ისეთი პრობლემა ქვეყნისთვის, რომ პლაკატების გამოკვრა და ერთი ამბის ატეხვა იყოს საჭირო…

სირცხვილია ღლიად!..

ასე რამეზე გაფანატება ღვიძლის უკმაროსობას და კუჭის მწვავე ტკივილს იწვევს 

ასე თუ გააგრძელეს, მალე პრეზიდენტის ტუალეტში გასვლის პლაკატებსაც გამოაკრავენ – ნახეთ რეებს შვრება ეს ოღრაშიო 
ოპოზიციის ასეთი ნაწილი არცხვენს დანარჩენ ხელისუფლებასთან მწყრალადგანწყობილ მოსახლეობას!