Techno Boom ნაგავია!

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელი “ტექნო ბუმი” ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და დიდი ამბიციებიც აქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი სირობაა და ნურაფერს იყიდით მანდ!

მაღაზიის დაბნეულ, გულგრილ კონსულტანტებსა და ცუდად მოწყობილ სივრცეზე არაფერს ვიტყვი. ჩემი სამართლიანი აღშფოთება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილმა გამოიწვია!

techno boom sucks!

techno boom sucks!

გაზქურის ყიდვა გვინდოდა, დავიარეთ მაღაზიები და ტექნო ბუმშიც შევიარეთ, საბოლოო არჩევანიც სწორედ ამ უკანასკნელის გაზქურაზე გაკეთდა. პირველი არა, მაგრამ მეორევე შეკითხვა პერსონალს: Continue reading

ნასკის დაკარგვის კულტურა

ერთი შეხედვით სულელური თემაა, მაგრამ ძალიან აქტუალური! მსოფლიოში ყოველდღე ასობით ათასი ნასკი იკარგება, ყოველი ადამიანი თვეში მინიმუმ ერთ წყვილ ნასკს კარგავს და ამ პრობლემაზე სერიოზულად არავინ საუბრობს.

სად მიდის დაკარგული ნასკები? არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რატომ ვეღარ ვპოულობთ დაკარგულ ნასკებს, წყვილი ნასკი უფრო ხშირად იკარგება, თუ ცალი? – ამ კითხვების უმეტესობა თითქმის ყველა ადამიანს უტრიალებს თავში დილით ნასკის ძებნისას. ხოდა, გადავწყვიტე ერთი კაი პოსტი მიმეძღვნა ამ ფენომენისთვის.

ნასკები

Continue reading

თუ ნოღაიდელი მოკლეს…

იცოდეთ, რომ მე მოვკალი ტყუილად მთავრობას ნუ დააბრალებთ!

წინასწარ იმიტომ გაფრთხილებთ, რომ მერე რუსებმა თავის სასარგებლოდ არ გამოიყენონ ფაქტი – ჩვენი მოკავშირეები მართლები არიან და სდევნიანო.

თუ ვინმე აპირებს ნინო ბურჯანაძის, გურანდა გაბუნიასა და ქეთი დოლიძის მოკვლას, შეუძლია ჩაიზე დამეწვიოს.

აი ასე

უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად?

რიგით თბილისელს თავის მოკვლის მეთოდების დიდი არჩევანი აქვს 🙂 შეუძლია მშრალი ხიდიდან გადახტეს ტრასაზე,  რამდენჯერმე ზედიზედ დაესწროს იუმორინას კონცერტს, მერაბიშვილის ცოლს აგინოს, ანდა უბრალოდ იმგზავროს მიკრო ავტობუსით.

მიკროავტობუსის სკამი

წნორი - თბილისის მიკრო ავტობუსი

Continue reading

ავერსი თუ PSP?

ბოლო დრომდე ლოიალურად ვიყავი განწყობილი როგორც ავერსის, ასევე პსპ-ს საფთიაქო ქსელის მიმართ. თვალს ვხუჭავდი მათ მანკიერ გამოხტომებზე, მაგ: “ლეღვომიციტინი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაჩვოფარმი, იგივეა! წაიღე!”, “ამისი ხურდა არ გვაქვს და ასპირინსაც ხომ  არ აიღებ?”. თვალს ვხუჭავდი უცხოპლანეტელი მომსახურე პერსონალის გადაღლილ და ნატანჯ სახეებზე.

ავერსი PSP აფთიაქი

PSP და ავერსი

Continue reading

ერთი თვე facebook-ის გარეშე

25 დეკემბრის დილას facebook-მა ბანი დამადო 😦  რატომ? რამდენიმე სავარაუდო მიზეზი მაქვს, თუმცა დაზუსტებით დღემდე ვერ გავიგე.

facebook

facebook

არსებობს 13 მიზეზი, რის გამოც შეიძლება სახწიგნაკმა აბუჩად აგიგდოს, დაგამციროს და ოცნების კოშკები დაგინგრიოს:

Continue reading

ვიზიარებ უკრაინის მწუხარებას

იმის წარმოდგენაზეც გული მისკდება, კიდევ ერთხელ რომ მოვიდეს საქართველოში პრო-რუსული მთავრობა! ბედნიერი ვარ, შემიძლია მშვიდად ვიყო იმ იმედით, რომ ქართველი ერი ნამდვილად არასდროს აირჩევს ნოღაიდელს ან რომელიმე პრორუსულ გამოსირებულს!

ბიულეტინების თვლა

ბიულეტინების თვლა

Continue reading