ბოლო დრომდე ლოიალურად ვიყავი განწყობილი როგორც ავერსის, ასევე პსპ-ს საფთიაქო ქსელის მიმართ. თვალს ვხუჭავდი მათ მანკიერ გამოხტომებზე, მაგ: “ლეღვომიციტინი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაჩვოფარმი, იგივეა! წაიღე!”, “ამისი ხურდა არ გვაქვს და ასპირინსაც ხომ არ აიღებ?”. თვალს ვხუჭავდი უცხოპლანეტელი მომსახურე პერსონალის გადაღლილ და ნატანჯ სახეებზე.
