რა არის შენსკენ ახალი?

ჩემთვის პირადად ძალიან აქტუალურია მისალმების ფორმები. ხშირად ვაკვირდები-ხოლმე ადამიანებს მოსალმებისას და ბევრ რამეს ვუმუღამებ. ერთ ტრაფარეტულ კერძო შემთხვევას ლანდიშამაც გაჰკრა თავის ბლოგში.

handshake

ხელის ჩამორთმევა

განსაკუთრებულად გამოვყოფ საუბარშიდა ფრაზას – “რა არის შენსკენ ახალი?“. რეალურად გიფიქრიათ ოდესმე რა არის თქვენსკენ ახალი? პრინციპში, ყოველი დღე ახალია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას იგებ, ახალს ეცნობი… ახალ დებილობას აკეთებ მეგობართან ერთად, ახალი აზრები მოგდის თავში. რა გინდა რომ უპასუხო? გუშინ როგორ წაიკითხე სტატია მაჩვზღარბების გამრავლებაზე თუ შენმა დეიდაშვილის ქვისლმა როგორ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?

Continue reading

მოძრავფონი ვიყიდე

ყველაფერი 2008 წლის ნოემბრიდან  დაიწყო, როცა საჯაროდ დავწვი ჩემი ძმის ნაქონი ძველი მოძრავფონი. ფეისბუქზე ბანი რომ არ მედოს, ამ ფაქტის მხატვრულ გაფორმებასაც დავლინკავდი.

sony ericsson f305

ჩემი ახალი მოძრავფონი ცოტათი უფრო ღიაა ფერისაა

მოკლედ, მთელი ამ დროის განმავლობაში უტელეფონობამ საჭირო ადამიანთა ტელ.ნომრების გარდა ბევრი სხვა რამეც მასწავლა:
Continue reading

ყველაზე ღუნღულა ახალი წელი

ეს იყო ყველაზე ღუნღულა და თბილი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში 🙂 თავიდან დავიწყებ –

7 დეკემბრის დილის 1:50-ზე ჩემს ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან მეგობართან ერთად გადავწყვიტე ამ ახალ წელს ჩემთან, სოფელში შევხვედრილიყავით. მაააქსიმუმ 4-5, ჰაა-ჰაა 6 მეგობართან ერთად. არავითარი უფროსები, არავითარი მეზობელთან მეკვლედ გასვლები, არავითარი ელექტრონული კომუნიკაციის ფორმები…

ახალი წელი Continue reading