პანიკა, ოღონდ არამართებული

მიკვირს ამ ხალხის, რაღაც დებილობებს რომ იძახის ყველა და ერთ ამბავშია. ძალიან ბევრს მსუქანი კაცის ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რაღათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.

საქართველო ასეთების გარეშე

ყველაზე დიდი უბედურება ის ხალხია, ვინც რელიგიაზე ბევრს საუბრობს და ვიწრო გაგებით პატრიოტია, “როგორ შეიძლება სხვა რელიგიის ხალხი არსებობდეს” – კატეგორია. ესენი, ძირითადად, უმუშევარი, გაუნათლებელი დიასახლისები ან შ.პ.ს. “ღიპი +”-ის თანამშრომელი მამაკაცები არიან. ასეთი ადამიანები დახტუნავენ ყველაზე ხშირად “ეროვნულ” აქციებზე, დააქვთ ხატები წინ და უკან, ხმამაღლა მოუწოდებენ ხალხს. შესაბამისად,  ხშირად სწორედ ამ კატეგორიის ხალხი ხვდება ჟურნალისტების მეირ მომზადებულ სიუჟეტებში. ბუნებრივია, როცა გაიგებ ფრაზას “რა საჭიროა სხვანაირი ხალხი”, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება და მხარს დაუჭერ სწორედ იმ “სხვანაირებს”. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს რადიკალი და ურჩი სამღვდელოება, რომელიც თავისი ხუშტურებით განაგებს საქმიანობას და მოძღვრავს ხალხს. Continue reading

უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? 😦
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? 😦
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

Techno Boom ნაგავია!

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელი “ტექნო ბუმი” ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და დიდი ამბიციებიც აქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი სირობაა და ნურაფერს იყიდით მანდ!

მაღაზიის დაბნეულ, გულგრილ კონსულტანტებსა და ცუდად მოწყობილ სივრცეზე არაფერს ვიტყვი. ჩემი სამართლიანი აღშფოთება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილმა გამოიწვია!

techno boom sucks!

techno boom sucks!

გაზქურის ყიდვა გვინდოდა, დავიარეთ მაღაზიები და ტექნო ბუმშიც შევიარეთ, საბოლოო არჩევანიც სწორედ ამ უკანასკნელის გაზქურაზე გაკეთდა. პირველი არა, მაგრამ მეორევე შეკითხვა პერსონალს: Continue reading

ადამიანის გაუპატიურების განსხვავებული ხერხი

ყველა საქმეში არსებობენ გენიოსები, პროფესიონალები და დილეტანტები. მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროა: მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა… ბანკის მძარცველმაც შეიძლება თავისი კრეატივითა და პროფესიონალიზმით ხელოვნებამდე აიყვანოს ფულის მოპარვა, სწორედ ასეთ ადამიანს ჰქვია გენიოსი.

ამ პოსტში შევეხები იმათ, ვინც ადამიანის გაუპატიურება – ერთი შეხედვითვით ეს ამაზრზენი და გულისამრევი ფაქტი – ხელოვნებამდე აიყვანა. დიახ, ხელოვნებამდე! ეს ნათქვამი ორაზროვანია იმიტომ, რომ:

  1. მუსიკა ხელოვნებაა
  2. გაუპატიურება ხდება სექსუალური ძალადობის გარეშე, რაც აშკარად ხელოვნებაა

შემზარავია თვითონ ის ფაქტი, რომ არ ხდება სქესის, ასაკისა თუ ორიენტაციის გამიჯვნა!

ერთი მხრივ მოძალადეა ამ სიმღერის ავტორი და მეორე მხრივ ის, ვინც იუტუბზე ატვირთა და ტეგში folk მიუთითა!

თქვენი აზრით, არის თუ არა ეს – გაუპატიურება?

ავერსი თუ PSP?

ბოლო დრომდე ლოიალურად ვიყავი განწყობილი როგორც ავერსის, ასევე პსპ-ს საფთიაქო ქსელის მიმართ. თვალს ვხუჭავდი მათ მანკიერ გამოხტომებზე, მაგ: “ლეღვომიციტინი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაჩვოფარმი, იგივეა! წაიღე!”, “ამისი ხურდა არ გვაქვს და ასპირინსაც ხომ  არ აიღებ?”. თვალს ვხუჭავდი უცხოპლანეტელი მომსახურე პერსონალის გადაღლილ და ნატანჯ სახეებზე.

ავერსი PSP აფთიაქი

PSP და ავერსი

Continue reading

დამაჯარიმეს

ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ჭიკჭიკისგან დაღლილი ჩიტები ბუდისკენ მისავათებულები მიფრინავდნენ, როცა ცხრათითა ჯოს თავისი მსხვერპლის გვამი დამარხულიც არ ჰქონდა (ბოლომდე), როცა მთვარე ნახშირის უთოთი პერანგს იუთავებდა სამსახურში გასასვლელად და როცა მზეს თავისი ცვლა ახლახანს დამთავრებოდა – სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა.

თბილისის ავტობუსი

ავტობუსი

Continue reading

რა არის შენსკენ ახალი?

ჩემთვის პირადად ძალიან აქტუალურია მისალმების ფორმები. ხშირად ვაკვირდები-ხოლმე ადამიანებს მოსალმებისას და ბევრ რამეს ვუმუღამებ. ერთ ტრაფარეტულ კერძო შემთხვევას ლანდიშამაც გაჰკრა თავის ბლოგში.

handshake

ხელის ჩამორთმევა

განსაკუთრებულად გამოვყოფ საუბარშიდა ფრაზას – “რა არის შენსკენ ახალი?“. რეალურად გიფიქრიათ ოდესმე რა არის თქვენსკენ ახალი? პრინციპში, ყოველი დღე ახალია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას იგებ, ახალს ეცნობი… ახალ დებილობას აკეთებ მეგობართან ერთად, ახალი აზრები მოგდის თავში. რა გინდა რომ უპასუხო? გუშინ როგორ წაიკითხე სტატია მაჩვზღარბების გამრავლებაზე თუ შენმა დეიდაშვილის ქვისლმა როგორ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?

Continue reading