ნასკის დაკარგვის კულტურა

ერთი შეხედვით სულელური თემაა, მაგრამ ძალიან აქტუალური! მსოფლიოში ყოველდღე ასობით ათასი ნასკი იკარგება, ყოველი ადამიანი თვეში მინიმუმ ერთ წყვილ ნასკს კარგავს და ამ პრობლემაზე სერიოზულად არავინ საუბრობს.

სად მიდის დაკარგული ნასკები? არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რატომ ვეღარ ვპოულობთ დაკარგულ ნასკებს, წყვილი ნასკი უფრო ხშირად იკარგება, თუ ცალი? – ამ კითხვების უმეტესობა თითქმის ყველა ადამიანს უტრიალებს თავში დილით ნასკის ძებნისას. ხოდა, გადავწყვიტე ერთი კაი პოსტი მიმეძღვნა ამ ფენომენისთვის.

ნასკები

Continue reading

მიმართვა თბილისის მერს!

რამდენიმე კვირის წინ ფორუმზე თემა გავხსენი “მიმართვა თბილისის მერს” და აღმოვაჩინე, ბევრი ფიქრობდა ჩემნაირად.

თბილისის მერია

თბილისის მერია

არ მივკიბ-მოვკიბავ და პირდაპირ ჩამოვწერ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს:

  • გარემოვაჭრეებისგან და ბომჟებისგან გაიწმინდოს მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ბუკიას ბაღი! ტრუსიკების, ლიფებისა და შებოლილი თევზების გასაყიდად არსებობს მაღაზიები, წესივრად ვერ გაგვივლია ქუჩაში.
  • სამარშუტო ტაქსებს დაუწესდეს სტანდარტები, რომ თითოეული მანქანა იყოს კომფორტული და უსაფრთხო (შეიძლება ხაზების პრივატიზაციაც, ტენდერი და რამე…). მინდა სადაც მივდივარ – ცოცხალმა მივაღწიო.
  • დაუბრუნეთ ტროტუარი ფეხითმოსიარულეებს! როგორ შეიძლება ტროტუარზე იყოს პარკინგი მოწყობილი? ზოგმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის ფრენა და პატივი ვცეთ მათ. დაე ბორდიულზე გაჩერებული ყოველი მანქანა თავზე დააჭეჭყონ მძღოლს 🙂 და აქვე:
  • გაამკაცროს პატრულმა მუშაობა, აამუშავეთ ეს ქუჩაში დაყენებული კამერები, ოდნავადაც გადაკვეთა შუქნიშანთან გავლებული ამკრძალავი ზოლი (ბევრჯერ კინაღამ დამარტყეს როცა წითელზე გადავდიოდი აჭარასთან) დასაჯეთ ყველა და გადააახდევიეთ ჯარიმა, მეც მძღოლი ვარ და არც ფული მაქვს თავზესაყრელი მაგრამ მადლობას გეტყვით ესეთ დარღვევაზე თუ დამაჯარიმებთ, ოდნავ ნასვამზე პატრულმა 150 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა, ამაზე კარგი ჩემ ქვეყანას ჩემთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია, მადლიერი ვარ, რომ დამაჯარიმეს.
  • აიკრძალოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა პლაკატებისა და განცხადებების გამოკვრა, რას დაემსგავსა თბილისი, განსაკუთრებით ამ არჩევნების შემდეგ vik.gif ყველგან რაღაცაა მიკრული, დედა აღარ ჰყავს ქალაქს! მკაცრად დაისაჯონ ქალაქის დამბინძურებლები!
  • გაამკაცრეთ ნაგავის დაყრაზე ჯარიმა, ყოველ ფეხინაბიჯზე ნაგვის ურნებია, ხალხი მაინც ხის ძირში დებს ნაგვის პარკს, ამათ ეხლა ელეპარაკე კულტურაზე და მორალზე, ამათ უნდა მათრახი და დიდი ჯარიმები, ჯარიმები უნდა იყოს მანქანიდან სიგარეტის კოლოფის გადაგდებაზე, ცარიელი ლუდის ქილის გადაგდებაზე და ა.შ.
  • მიხედეთ მიწისქვეშა გადასასვლელებს და სკვერებს. ტუალეტადაა ლამის ყველაფერი ქცეული. ან დამონტაჟებული კამერები აამუშავეთ და დაიჭირეთ ასეთი მამაძაღლები, ან ტუალეტები ჩადგით ქალაქში.

Continue reading

რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის

მთავარ გმირსა და ჩემ შორის არის რაღაც საერთო! რას არ მივცემდი, ოღონდ ერთი ფურცელი ჩემებურად დამეკუჭა…

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც ქაღალდის განადგურებისას ორგაზმს განიცდის!

პ.ს.
გამოცდილებით თქვენ უკვე იცით, რომ ფილმს ტიტრების შემდეგაც უნდა უყუროთ 😀