გადვიდე wordpress.com-ზე?

კაი ხანია ამ კითხვით ვარ შეპყრობილი.

დიდი შანსია რომ blog.ge ადრე თუ გვიან გარდაიცვალოს, რადგან:

1. ყველა მაინც ვორდპრესზე და ბლოგსპოტზე გარბის. უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლებს.

2. ვერ ვხვდები რითი არსებობს blog.ge, საიდან შესდით ფული და რა გარანტია მაქვს რომ არ გაკოტრდება.

3. იეჰოვა ვორდპრესის მხარესაა.

ერთ დღეს რომ გავიღვიძო და აღარ დამხვდეს ადგილზე, ჩემი ყველა პოსტი ქარს ჰქონდეს წაღებული – ხომ გავჭაღარავდები მომენტალურად? მინდა ეგ მე?

მეორეს მხრივ, რაღაც “ეროვნულ” მომენტს აქვს ადგილი, ალბათ კარგი იქნება გამართულმა ქართულმა ბლოგ სისტემამ იარსებობს (ალბათ), ჩემი გადასვლით ერთი აგური გამოეცლება მთლიან შენობას.

გამოვიძახო თუ არა 25-60-60?

ჰოი არტალა, მირჩიე რამე!

Advertisements