Replay

Replay by ANIBOOM

ეს ფილმი ალბათ WALL-E-ს იდეური გაგრძელებაა. თუ ჰაერის დაბინძურება იმ ტემპით გაგრძელდა – როგორც ახლა მიდის, ალბათ არაა ეს მომენტი შორი პერსპექტივა 😦

თუმცა, ტრაფარეტებზე რუსულ წარწერებს (როცა ფილმი ფრანგულია) სხვა იდეისკენ მივყავართ – ვითომ ომისშემდგომი პერიოდია?

მძღოლის ფენომენი

რა შეუძლიათ სამარშრუტო ტაქსების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, უწინარ მძღოლებს?

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

ვიმგზავრე, ვუსმინე, ვიმგზავრე, კიდევ ვუსმინე, მერე კიდევ ვიმგზავრე და დავასკვენი: ყველა რეგიონული (“თბილისი” – “თბილისგარეთ რამე” [ანუ თბილისის შიდა ტრანსპორტი არ იგულისხმება]) “მარშუტკის” მძღოლი მოსყიდულია!

Continue reading

ეს ის არ არის რაც შენ გგონია

ნუ განსჯი ასე სწრაფად “Don’t Judge too Quickly”. ეს არის 8 ხანდაზმული ვიდეორგოლის გაერთიანება. ვისაც ნანახი არ გაქვთ, იმედია კაი ხასიეთზე დაგაყენებთ 🙂

სააკაშვილი გადადგა!

როგორც ყოველთვის, ოპოზიციის აქტიურმა,  სწორად დაგეგმილმა და ორგანიზებულმა ქმედებებმა, რადიკალურმა ნაბიჯებმა, ნეოქარიზმატულმა ლიდერებმა და მათმა რაციონალურად დაღვრილმა ოფლმა შედეგი გამოიღო – სააკაშვილი გადადგა!

ეეეჰ… თქვენს პატრონს უბედურს…

ოპოზიციის ადგილას რომ ვიყო, სახელ-გვარს შევიცვლიდი და  ზიმბაბვეში გადავიხვეწებოდი, ღლიად!