უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად?

რიგით თბილისელს თავის მოკვლის მეთოდების დიდი არჩევანი აქვს 🙂 შეუძლია მშრალი ხიდიდან გადახტეს ტრასაზე,  რამდენჯერმე ზედიზედ დაესწროს იუმორინას კონცერტს, მერაბიშვილის ცოლს აგინოს, ანდა უბრალოდ იმგზავროს მიკრო ავტობუსით.

მიკროავტობუსის სკამი

წნორი - თბილისის მიკრო ავტობუსი

Continue reading

ვიზიარებ უკრაინის მწუხარებას

იმის წარმოდგენაზეც გული მისკდება, კიდევ ერთხელ რომ მოვიდეს საქართველოში პრო-რუსული მთავრობა! ბედნიერი ვარ, შემიძლია მშვიდად ვიყო იმ იმედით, რომ ქართველი ერი ნამდვილად არასდროს აირჩევს ნოღაიდელს ან რომელიმე პრორუსულ გამოსირებულს!

ბიულეტინების თვლა

ბიულეტინების თვლა

Continue reading

დამაჯარიმეს

ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ჭიკჭიკისგან დაღლილი ჩიტები ბუდისკენ მისავათებულები მიფრინავდნენ, როცა ცხრათითა ჯოს თავისი მსხვერპლის გვამი დამარხულიც არ ჰქონდა (ბოლომდე), როცა მთვარე ნახშირის უთოთი პერანგს იუთავებდა სამსახურში გასასვლელად და როცა მზეს თავისი ცვლა ახლახანს დამთავრებოდა – სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა.

თბილისის ავტობუსი

ავტობუსი

Continue reading

წერის “ჯაან ჩაკალელი” მანერები

ჯინეტის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება წერის მანერათა პალიტრა. უზერები წერის მანერით ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ სტილს, მაგრამ სინამდვილეში რას აღწევენ ამით ძნელი სათქმელია.

ყველაზე თვალშისაცემი მემბერი forum.ge-ელი  PINKY-ა, რომლის წერის მანერას თითქმის ყველა ფორუმელი კარგად იცნობს – ვარდისფერი ფონტით დაწერილი ქწერტყ ტყპე ტეხტ. არსებობს ასევე აპრობირებული და ფართოდ დანერგილი სტილები, მაგალითად:
Continue reading

რა არის შენსკენ ახალი?

ჩემთვის პირადად ძალიან აქტუალურია მისალმების ფორმები. ხშირად ვაკვირდები-ხოლმე ადამიანებს მოსალმებისას და ბევრ რამეს ვუმუღამებ. ერთ ტრაფარეტულ კერძო შემთხვევას ლანდიშამაც გაჰკრა თავის ბლოგში.

handshake

ხელის ჩამორთმევა

განსაკუთრებულად გამოვყოფ საუბარშიდა ფრაზას – “რა არის შენსკენ ახალი?“. რეალურად გიფიქრიათ ოდესმე რა არის თქვენსკენ ახალი? პრინციპში, ყოველი დღე ახალია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას იგებ, ახალს ეცნობი… ახალ დებილობას აკეთებ მეგობართან ერთად, ახალი აზრები მოგდის თავში. რა გინდა რომ უპასუხო? გუშინ როგორ წაიკითხე სტატია მაჩვზღარბების გამრავლებაზე თუ შენმა დეიდაშვილის ქვისლმა როგორ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?

Continue reading

ყველაზე ღუნღულა ახალი წელი

ეს იყო ყველაზე ღუნღულა და თბილი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში 🙂 თავიდან დავიწყებ –

7 დეკემბრის დილის 1:50-ზე ჩემს ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან მეგობართან ერთად გადავწყვიტე ამ ახალ წელს ჩემთან, სოფელში შევხვედრილიყავით. მაააქსიმუმ 4-5, ჰაა-ჰაა 6 მეგობართან ერთად. არავითარი უფროსები, არავითარი მეზობელთან მეკვლედ გასვლები, არავითარი ელექტრონული კომუნიკაციის ფორმები…

ახალი წელი Continue reading

რაში გამოიყენება ლიფტი?

გსმენიათ რამე ლიფტისტიკაზე?

ლიფტი

ლიფტი

ეს “სპორტი” 90-იანებში ჩამოვაყალიბეთ ნუცუბიძის პლატოს ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის ბაზაზე. სპორტის ფარგლებში დღეში რამდენჯერმე ვჭედავდით ლიფტს სართულებს შორის და Continue reading