ღVino Underground არის ყველაზე კარგი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის

მოკლე ტექსტი ზარმაცებსთვის:

Vino Underground არის ყველაზე მაგარი ადგილი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნო საუკეთესო ქართული ღვინოები, სხვადასხვა დეტალებით მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და ამ მიღებული სიამოვნებით გაიხანგრძლივოთ ცხოვრებით ტკბობა.

Image

Continue reading

ობჩურას სამი დეგუსტაცია

ჰაა-ჰაა, ორი კვირა იქნება გასული, რაც მეგობარმა თაბახზე ამობეჭდილი ღვინის ეტიკეტი მაჩვენა და დააყოლა – ნახე, საუკეთესო ცოლიკოური გამოვიდა ბაზარზე და გასინჯე, ჟანრის ეტალონია ნამდვილადო. საუბარია იმერელი მევენახე გლეხის, ღვალაძის მიერ დაყენებულ ცოლიკოურზე. ღვინო  ტრადიციული ქართული მეთოდითაა დაყენებული სოფელ ობჩაში მოყვანილი ყურძნიდან.

ფოტო ჩემი არ არის (ობჩური არის როგორც მხოლოდ ”ცოლიკოური”, ასევე ”ცოლიკოური / ციცქა”)

პარასკევ საღამოს, სამსახურიდან ვინოთეკაში გავაირე და ახალშემოდებული ობჩური ცოლიკოური თაროდანვე მოვხსენი. Continue reading

ორი თბილისური კაფეს ისტორია

საქართველოში მომსახურების სფერო და გასტრონომიული კულტურა რომ ნულს ქვემოთაა, სხვებიც გამოთქვამენ წუხილს და ამაზე ზოგად საუბარს არც ვაპირებდი, არც მომავალში ვაპირებ – ორ კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით.

რესტორნებში და “ზავიძენიებში” რომ ძაღლი პატრონს ვერ სცნობს, ესეც იცით. კერძებს, ღვინოსა და ატმოსფეროს თითქმის არცერთი კვების ობიექტი არ აქცევს ყურადღებას. ან უნდათ, მაგრამ არ იციან – როგორ მაიქციონ.

ამიტომ, ყოველთვის გაფაციცებული ვეძებ ადგილს, სადაც წყნარ გარემოში მეგობართან ერთად მშვიდად დაჯდომა და გემრიელად სადილობა შემეძლება.

ბოლო დროს ორი ადგილი მქონდა დასატესტად შეგულებული: კაფე გუდიაშვილის მოედანზე და მეორე კაფე ილიაუნის მოპირდაპირე მხარეს, ჭავჭავაძეზე.

ორნი შევედით გუდიაშვილის მოედანის კაფეში და ამოვირჩიეთ საკაიფო ადგილი – 4 კაციანი მაგიდა. უცებ მიმტანი გამოენთო: Continue reading

უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? 😦
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? 😦
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

Techno Boom ნაგავია!

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელი “ტექნო ბუმი” ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და დიდი ამბიციებიც აქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი სირობაა და ნურაფერს იყიდით მანდ!

მაღაზიის დაბნეულ, გულგრილ კონსულტანტებსა და ცუდად მოწყობილ სივრცეზე არაფერს ვიტყვი. ჩემი სამართლიანი აღშფოთება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილმა გამოიწვია!

techno boom sucks!

techno boom sucks!

გაზქურის ყიდვა გვინდოდა, დავიარეთ მაღაზიები და ტექნო ბუმშიც შევიარეთ, საბოლოო არჩევანიც სწორედ ამ უკანასკნელის გაზქურაზე გაკეთდა. პირველი არა, მაგრამ მეორევე შეკითხვა პერსონალს: Continue reading

ავერსი თუ PSP?

ბოლო დრომდე ლოიალურად ვიყავი განწყობილი როგორც ავერსის, ასევე პსპ-ს საფთიაქო ქსელის მიმართ. თვალს ვხუჭავდი მათ მანკიერ გამოხტომებზე, მაგ: “ლეღვომიციტინი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაჩვოფარმი, იგივეა! წაიღე!”, “ამისი ხურდა არ გვაქვს და ასპირინსაც ხომ  არ აიღებ?”. თვალს ვხუჭავდი უცხოპლანეტელი მომსახურე პერსონალის გადაღლილ და ნატანჯ სახეებზე.

ავერსი PSP აფთიაქი

PSP და ავერსი

Continue reading