თემი, რქაწითელი 2012, 7 თვის მერე

7 თვის წინ თემის რქაწითელი გავსინჯე, ფურცელზე ჩავინიშნე მახასიათებლები და კედელზე მივაჭიკარტე ყოველი შემთხვევისათვის, რა იცი რა ხდება, ყველაფერი უნდა გქონდეს სახლში კედელზე მიკრული.

temi-rqatsiteli

თავიდან ჩანდა, მერე დიდი კარადა მივადგი იმ კედელს და იმის უკან მოყვა. სპეციალურად არ ჩამოვხსენი მიდგმამდე, მეფიქრებოდა-ხოლმე ამ ღვინოზე და არ იყო დაკარგვის ღირსი. მართალია კარადის უკან იყო და არ ჩანდა, მაგრამ მაინც შენახული იყო და ვიცოდი არსად წავიდოდა. ეს იგივეა, ტახტის უკან რომ ჩააგდო ნივთი შესანახად, ან ლოგინის ქვეშ შეაგდო, ამას ყველა ვერ გაიგებს 😀

მოკლედ, დღეს ღამის 4 საათზე მივხვდი, რომ დროა გამოვაქვეყნო. გამოვახოხე კარადა, ჩამოვხსენი ფურცელი და მივახოხე ისევ.

თემი, რქაწითელი 2012

საშუალო ქარვისფერი, სანამ ცხვირთან მივიტან გარედან ვაკვირდები და საცეცებით ვხვდები, რომ კარგი ალკოჰოლი ექნება.

ცხვირზე ხმელი ბალახების ინტენსიური სუელი შემომახტა, თეთრი მწიფე ხილები, ჩირები, თითქოს წიწვოვანი რაღაცისკენაც მიდის (უცნაურია, შეიძლება კერძის სუნი მიშლის?).

პირში ჩავიგუბე და მმმჰ, სიმშრალე, საშუალო მჟავიანობა, ნაზი ტანინები მეტყველებენ ხანგრძლივ და ჯანსაღ ჭაჭაზე. სუფთა გემო აქვს, დაბალანსებული, არაფერი აბინძურებს! ბუნებრივია!

არომატში ისევ ის ხმელი ბალახები მხვდება, გადაყლაპვის შემდეგ კი ყელის ჩახურებით იგრძნობა სასიამოვნო ალკოჰოლი, არც მეტი და არც ნაკლები, ერთი 13% იქნება.

ტანინი დაბოლოებას უფრო მეტად ახანგრძლივებს და ძალიან, ძალიან სასიამოვნო ღვინოა. რომ უნდა იკაიფო, იმ კატეგორიიდან.

მეგობრები მყავდნენ სტუმრად და თან იმათ ვუმტკიცებდი, რომ ეს “ისაა”, თან სმით ვერ ვძღებოდი, თან ვსადილობდი, თან ამას ვიწერდი 🙂

აი, ასეთია ძალიან კარგი ხალხის ძალიან კარგი ღვინო, 1 ბოთლი მქონდა და ამდენი ხანი არ დამწვიწყებია. არც დამავიწყდება. არასრული და ძალიან მშრალი დახასიათებაა, ბევრი კრიტერიუმი გამოვტოვე, არ მეცალა მაგისთვის, ახლა კი ამდენი ხნის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან კარგი იყო. ვეღარაფერს ჩავამატებ. სამაგიეროდ, ბონუსად კერძთან შეხამების გაიდს შემოგთავაზებთ:

მიირთვით მობუზულ იხვნისკარტასთან, ან ნაკვერჩხალზე შემწვარ მონადირესთან.

არა, მართლა, შემწვარ მონადირეს თუ ვერ დაითანხმებთ, მოისვით გვერდით მობუზული იხვნისკარტა და შეუბერეთ, ყველა კერძზე წავა.

პ.ს.
თუ თქვენმა იხვნისკარტამ კთხვა იცის, თან მოწრუპეთ და თან ამეებს გადახედეთ:

  1. შეუზღუდავი პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების საზოგადოება
  2. ღვინის დღიურები. ზურა მირზიკაშვილი. სოციალური საწარმო „თემის“ მმართველი ჯგუფის წევრი

მერე მომიყევით, მეორე ლინკი არ მაქვს წაკითხული.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s