პანიკა, ოღონდ არამართებული

მიკვირს ამ ხალხის, რაღაც დებილობებს რომ იძახის ყველა და ერთ ამბავშია. ძალიან ბევრს მსუქანი კაცის ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რაღათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.

საქართველო ასეთების გარეშე

ყველაზე დიდი უბედურება ის ხალხია, ვინც რელიგიაზე ბევრს საუბრობს და ვიწრო გაგებით პატრიოტია, “როგორ შეიძლება სხვა რელიგიის ხალხი არსებობდეს” – კატეგორია. ესენი, ძირითადად, უმუშევარი, გაუნათლებელი დიასახლისები ან შ.პ.ს. “ღიპი +”-ის თანამშრომელი მამაკაცები არიან. ასეთი ადამიანები დახტუნავენ ყველაზე ხშირად “ეროვნულ” აქციებზე, დააქვთ ხატები წინ და უკან, ხმამაღლა მოუწოდებენ ხალხს. შესაბამისად,  ხშირად სწორედ ამ კატეგორიის ხალხი ხვდება ჟურნალისტების მეირ მომზადებულ სიუჟეტებში. ბუნებრივია, როცა გაიგებ ფრაზას “რა საჭიროა სხვანაირი ხალხი”, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება და მხარს დაუჭერ სწორედ იმ “სხვანაირებს”. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს რადიკალი და ურჩი სამღვდელოება, რომელიც თავისი ხუშტურებით განაგებს საქმიანობას და მოძღვრავს ხალხს.

უინფორმაციობის პრობლემის ერთ-ერთი სათავე საპატრიარქოს პრესსამსახურია, რომელიც ყველას გასაგონად ვერ საუბრობს, ნათლად ვერ ხსნის და ასაბუთებს პრობლემის არსს. მეორე სათავეში ძალიან კომპეტენტური ტვ ჟურნალისტები დგანან, თავიანთი პროფესიონალიზმით, საღი აზროვნებითა და პოლიტიკით. ისედაც მწირი ინფორმაციის პირობებში, კიდევ უფრო ხლართავენ და არაადეკვატურად გადმოსცემენ ფაქტებს. სამი დღის განმავლობაში მეტი ვერაფერი გავიგე ტელევიზორიდან, რომ საპატრიარქოს არ მოსწონს ახალი კანონი. რატო არ მოსწონს, რა მიზეზებია აქ, ყველას ჰკიდია. ცხადია, ასეთი ინფორმაციულობის პირობებში, ყველას ჰგონია, რომ საპატრიარქო ვერ ეგუება სხვა რელიგიების დარეგისტრირებას.

სინამდვილეში, საპატრიარქო არ აპროტესტებს უშუალოდ რელიგიების სამართლებრივ რეგისტრაციას, პრობლემა არის სომხეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებში, იმ პრობლემებში, რომლებიც ძალიან დიდი ხანია არსებობს და სახელისუფლებო დონეზე ამის აღიარება არავის სურს. შოთა რუსთაველს რომ გვედავებოდნენ სომხები, სასაცილოდაც არ გვყოფნიდა და გვეგონა ხუმრობდნენ, ასე ხუმრობა-ხუმრობაში ლამის ისიც დააჯერეს მსოფლიოს, რომ ღვინის აკვანი სომხეთია, ყევლა “ღადაობით” გასომხურებულ ნიმუშს რა ჩამოთვლის. ახლა კი ჯავახეთის ავტონომიაზე, 600 ეკლესიაზე და სომხური საკათალიკოსოს გახსნაზე “ხუმრობენ”, არც თუ ისე უშედეგოდ. საპასუხოდ რას გვთავაზობენ, ამაზე მიბმულ ვიდეოში გაიგეთ. ყველა ლიბერალიზმს ეფარება და თავს ადებილებინებენ მატყუარა, ნაგლური ხელშეკრულებებით. ისტორიას რომ გადავხედოთ, ასეთმა ცალმხრივმა შეთანხმებებმა დაღუპეს საქართველო. ეს ცივილურობა კი არა, უტვინობაა.

ვაცხადებ: სხვა რელიგიების სამართლებრივ აღიარებაში ცუდია რაფერია! ყველას აქვს არსებობის უფლება! და ამას არც ვაპროტესტებ, არც რომელიმე ჭკვიანი აპროტესტებს!

განურჩევლად რელიგიური შეხედულებებისა, გთხოვთ იხილოთ ეს ვიძიო, სადაც არ გვხვდება ჯიგიტობის ფეიერვერკეკბი და შეგიძლიათ მშვიდად დააჭიროთ Play-ს. ინფორმაციის სრუალდ აღსაქმელად მისი ნახვაა საჭირო.

(უყურეთ 2:22-დან)

ეს მეორე ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იჩითება.

პ.ს.

ახლა დაიწყებენ ეთნიკურ ზიზღს აღვივებენო და ა.შ. მაგრამ, რადგან ასეთი ხისთავიანები ცხოვრობენ საქართველოში, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ამ საკითხზე მუშაობა და სომხებს ჩავაბაროთ ყველაფერი?

Advertisements

3 responses to “პანიკა, ოღონდ არამართებული

  1. გამოხმაურება: პანიკა, ოღონდ არამართებული | მე, რეპორტიორი

  2. მეუფე ზენონის საუბარი, საკითხის ზომიერი განვრცობა, სომხური ეკლესიის მოთხოვნების და ქმედებების ზუსტი შეფასება, ძალიან დიპლომატიური ხასიათის დაწვრლებითი ანალიზი, მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ უუნაროდ გამოხატულ პოზიციას ისეთ აშკარას ხდის რომ, პირდაპირ სირცხვილია ბრიტანეთიდან ხორციელდებოდეს ასეთი მტკივნეული საკითხის ძირფესვიანი და სამართლიანი ახსნა–განმარტება ქართული საზოგადოებისათვის და ადგილობრივი მხარე თითქმის უმოქმედოდ იყოს. საპატრიარქოს არხზეც კი არ გასულა რეალური ინფორმაციის შემცველი და რაიმე სასარგებლო შედეგის მომტანი მინირეპორტაჟი მთელი ამდროის მანძილზე. არადა, კულმინაციას მიაღწია ხელისუფლების უმსგავსობამ, ანტიეროვნულობამ და ყოველგვარი ქართულის ფეხით გათელვამ. ამ ყველაფერთან ერთად, როგორც გავიგე სავალდებულო ხდება პირველივე კლასიდან ინგლისური ენის შესწავლა, როდესაც არავინ ფიქრობს ქართული ენის დაცვაზე და სწორი ფორმით შენარჩუნებაზე, პირიქით, რაც შეიძლება მახინჯ ქართულს გვასმენინებენ, რომ დღითიდღე შეეჩვიოს ყური და დაგვიჩლუნგდეს გამართულად საუბრის შეგრძნება/მოთხოვნილება. შეიძლება დღეს ამას ირონიითაც იხსენიებენ, მაგრამ ჩემთვის და ყველა ქართველისთვის “მამული, ენა, სარწმუნოება” ათი მცნების თანმდევია. ჰოდა ფსიქოლოგიურად ისე ოსტატურად დაგვაკნინეს ამ 8 წლის განმავლობაშ, რომ მამული გაგვინახევრეს – “ჯაჭვით” ვიზეიმეთ, ენას გვირყვნიან – საკუთარ ოჯახებში ვიფარებთ გაურკევევლი წარმომავლობის “მასწავლებლებს”, სარწმუნოებასაც მალე ჩავაბარებთ სიცილ–სიცილით და ერის შესაბამისი გარეგინის მუხლზე ხელების პარტყუნით.

  3. სომხებს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მეზობლები არიან არაფერი უნდა დაუთმოთ თუ თვითონაც ასევე კეთილად არ მოგვექცევიან, მაგრამ მთავარია ისაა რომ არ დაგვავიწყდეს საქართველოში მცხოვრები წარმოშობით აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი თუ რუსი და კიდე სხვა ეროვნების თუ სხვა რელიგიის მიმდევარი ისეთივე ქართველია როგორც ჩვენ. გვჩვევია ჩვენ ქართველებს (umetesad წარმოშობით ქართველებს, სამწუხაროდ) ეგეთი ***ური დამოკიდებულება სხვა ეროვნების ადამიანებისა თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, საქართველოში ყოველი მესამე რასისტია, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმეტესობა მართლმადიდებელია მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ქვეყანა მარტო ჩვენია და მხოლოდ ჩვენ ვართ მასპინძლები და სხვა წარმოშობის ქართველები სტუმრები, საქართველო ყველა იმისია ვისაც თავის სამშობლოდ მიაჩნია და უყვარს. Aase rom sanam sapatriarqo raime kanons gaprotestebdes jobia sakuTar xalxs sxvisi pativiscemac aswavlos. sapatriarqos pozicia gasagebia, magram sapatriarqos es pozicia gadaizarda xalxis mier masobriv upativcemulobaSi sxva religiisa Tu erovnebis mimarT, razec pasuxismgebloba sapatriarqos ekisreba radgan es xalxi misi poziciis mxardamWeria. miRebuli kanonis Sesaxeb bevri araferi vici magram Zalauneburad am kanonis momxred viqeci radgan am kanonis mowinaRdege xalxis aboluturi umravlesoba rasisiti da darwmunebuli var raRac nawili viTom patrioticaa. da rogorc avtorma Tqva “ძალიან ბევრს მსუქანი კაცის ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რაღათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.” Tumca Cemi azriT marto informaciis simwire araa amis mizezi, ubralo gaunaTleblobac sakmarisia, magaliTad im qalis videos Semxedvare eseTi azri Camomiyalibda, rom azri ara aqvs im qals ramdeni informacia eqneba yovel dRe rom eswrebodes parlamentis sxdomebsa da wminda sinodis Sekrebebs, mainc iseTive debilad darCeba, rogoradac videoSi gamoiyureboda.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s