ორი თბილისური კაფეს ისტორია

საქართველოში მომსახურების სფერო და გასტრონომიული კულტურა რომ ნულს ქვემოთაა, სხვებიც გამოთქვამენ წუხილს და ამაზე ზოგად საუბარს არც ვაპირებდი, არც მომავალში ვაპირებ – ორ კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით.

რესტორნებში და “ზავიძენიებში” რომ ძაღლი პატრონს ვერ სცნობს, ესეც იცით. კერძებს, ღვინოსა და ატმოსფეროს თითქმის არცერთი კვების ობიექტი არ აქცევს ყურადღებას. ან უნდათ, მაგრამ არ იციან – როგორ მაიქციონ.

ამიტომ, ყოველთვის გაფაციცებული ვეძებ ადგილს, სადაც წყნარ გარემოში მეგობართან ერთად მშვიდად დაჯდომა და გემრიელად სადილობა შემეძლება.

ბოლო დროს ორი ადგილი მქონდა დასატესტად შეგულებული: კაფე გუდიაშვილის მოედანზე და მეორე კაფე ილიაუნის მოპირდაპირე მხარეს, ჭავჭავაძეზე.

ორნი შევედით გუდიაშვილის მოედანის კაფეში და ამოვირჩიეთ საკაიფო ადგილი – 4 კაციანი მაგიდა. უცებ მიმტანი გამოენთო:

-იცით, დაკავებულია ეგ მაგიდა!..

-მმ, კარგი. – მოვათვალიერეთ სხვა მაგიდები, რომლებიც ასევე “დაჯავშნული” აღმოჩნდა, ჩვენთვის თავისუფალი იყო მხოლოდ ორკაციანი მოცუცქნული მაგიდა. მოვიშალეთ ნერვებზე და წამოსვლას ვაპირებდით, მიმტანი:

-დაეტევით მანდაც.

-სად დავეტევით, აქ ორი თეფშიც კი არ დაეტევა პურთან ერთად.

-აა, ჭამას აპირებთ? მაშინ დასხედით აქეთ, არ მოვლენ ჯერ…

– (წადი თქვენი კრიჟანი დედაც) – გავიფიქრეთ და გამოვედით.

კარგად ვიცი ეგ ფანდი, როცა სტუმრის გადახდისუნარიანობაში და რაოდენობაში ეჭვი ეპარებთ, ტყუილით ცდილობენ არ დააკავებინონ კარგი ადგილები. თუსაიდშიც გამოვიჭირე პერსონალი მაგაზე, ოთხი საათი ვისხედით ცარიელი “დაჯავშნული მაგიდის” გვერდით ორი ახალგაზრდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იერით სკოლის მოსწავლეებს ვგავდით. შესვლა-გასვლისასაც დაცვა უღებდა კარს თითქმის ყველას, ჩვენ კი – არა.  მაწაკებო, თქვენი დედაც! რადგან წვერგაპარსული პატარა ბიჭს ვგავარ, არ უნდა მომაქციოთ ყურადღება? მერე ნაცნობთან გადავამოწმე, ემგრუპში მუშაობდა და არ იყო ის მაგიდა დაჯავშნული იმ დღეს, ტყუილად არ დაგვსვეს ორი ადამიანი 6 კაციან მაგიდაზე, რომელიც ისედაც ცარიელი იყო.

რაც შეეხება მეორე შეგულებულ ადგილს, ილიაუნის მოპირდაპირედ განთავსებულ კაფეს, ფეისბუქში აღმოვაჩინე, ადამიანის პროფილით არიან დარეგისტრირებულები 😀 ხოოდამ, შევაჭერი სურათებში – იქნებ მენიუ მაინც ეგდოთ-მეტქი. ვთხოვე და დამპირდნენ, დავდებთ მენიუსო, სამი დღის განმავლობაში სამჯერ  შევახსენე და ბოლოს დაძლიეს სიზარმაცეს:cafe new block

დაახლოებით იგივე სიტუაციაა ავტობაზრობაზე:

-რა მანქანები გაქვთ?

-გვაქვს თეთრიც და წითელი მანქანებიც.

– კერძოდ? ფირმა ან გამოშვების წელი?

– აა, ახლა ვკითხე მენეჯერს და ჯიპიაო მითხრა.

არადა როგორ მქონდა იმედი, რომ ამ ლამაზ კაფეში ღიპი და ყანწი არ მეფობდა 😦

ბოლოს ვუთხარი დაგარეპორტებთ-მეთქი რგორც ადამიანის პროფილს და მგონი ვერ მიმიხვდნენ, რეპორტი პოსტში იგულისხმეს მგონი 😀

Advertisements

18 responses to “ორი თბილისური კაფეს ისტორია

  1. მომეწონა თქვენი პატარა, გულისამაჩუყებელი პოსტი. ისე კი საინტერესოა რატომ ბოლომდე არ დადეთ ჩვენი საინტერესო დიალოგი და მხოლოდ თქვენთვის სასურველი ამონარიდით შემოიფარგლეთ. ისიც კარგად გავიგე, რომ თურმე სოციალურ ქსელებში ცნობილი ინტრიგანი ყოფილხართ 🙂 არ ვიცი ახლა მოდაშია თუ არა ეს სიტყვა, მაგრამ ეს თქვენ ზუსტად შეგეფერებათ. კიდევ ერთხელ ავგნიშნავ, რომ სასიმოვნო იყო თქვენი გაცნობა. გისურვებთ კვლავაც გააგრძელოთ თქვენს მეგობარ ბიჭთან ერტად სასიმოვნო ატმოსფეროს მქონე ადგილების ძიება, ეგებ გაგიმართლოთ კიდეც ოდესმე… როგორც ამბობენ Enjoy and relax 🙂 🙂 🙂

    • თქვენი თხოვნით ამ საუბრის გაგრძელებასაც ვდებ: https://komisia.files.wordpress.com/2011/06/newblock_3.jpg

      მანდ ნათქვამია, რომ ასაკის მიუხედავად – არაპროფერსიონალი ბრძანდებთ 🙂

      ისე კი, საფუძვლიან შენიშვნებზე თუ ყოველთვის არაადეკვატური რეაქცია გექნებათ, მალე გაკოტრდებით.

      • თქვენ მეგობარ ბიჭთნ ერთადო, სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე ადგილების მოძიებაო, ლოოლზ…. რაცხა საეჭვოდ ჟღერს ეს ფრაზა :დ

  2. lol :)))))) მე რომ შემოიხედე გენაცვალეს პეიჯზე დავლინკე პოსტები, ყველაფერი წაშალეს, არც გამომეხმაურნენ 🙂

    არ იციან ურთიერთობა არც პოტენციურ და არც ფაქტობრივ მომხმარებლებთან, სოციალური მედია კი მეტად უცხო ხილია მათთვის 😦 ძალიან აგდებულად უყურებენ არადა ჩვენ ყბაში მართლა მტერი ჩავარდა რა 😀 😀 😀

  3. “ცნობილი ინტრიგანი” – რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს, ვისთვის ეს ინტრიგაა და ვისთვის სამართალი.

  4. :))))))) მართლა ძალაინ ვიხალისე. მე არც მაქვს რესტორატორის ამბიცია, სრულიად სხვა პროფესიის ვარ 🙂 წინასწარი პროგნოზებისათვის გაკოტრებასთან დაკავშირებით კი მადლობას მოგახსენებთ. ნახვამდის 🙂 კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. შეგიძლიათ ამოგვშალოთ მეგობრების სიიდან, რათა შემდგომში აღარ გაგაღიზიანოთ ჩვენმა იაფფასიანმა და არაპროფესიონალურმა ფოტოებმა 🙂 ინტრიგანი კი იმიტომ ვახსენე, რომ პირველად ვნახე სოციალურ ქსელში ადამიანი, რომელიც რეპორტს უკეთებს სხვას. გამიკვირდა…:)

  5. ისე, რატომ უნდა დასხდეთ რეალურად ორი კაცი ექვსკაციან მაგიდაზე 🙂 რამდენიც ვართ იმის შესაბამისად ვირჩევთ ადგილს სულ. ილიაუნის წინ კაფე ნამდვილად საყვარელი, მაგრამ-პატარა.

    • როცა შედიხარ და ადგილების 90% ცარიელია, იქ მოგინდება დაჯდომა, სადაც უკეთესი ადგილია, კარგი ხედი ფანჯრიდან, მყუდრო კუთხე ან სულაც სხვა მიზეზი 🙂 ხოდა, თუ ის 6 კაციანი მაგიდაც თავისუფალია და თან ბევრად ჯობია ორკაციანი მაგიდის ადგილს + უფრო კომფორტულია, იქ მოგინდება დაჯდომა 🙂 რა პრობლემაა 🙂 ვისადილებ და გამოვალ ერთ-ორ საათში.

      პ.ს.
      კაფე ფრანგული სიტყვაა და არ იკვეცება ქართულში, ისევე როგორც ლიმონი, ან კაშნე.

  6. თუ მშია და ფული მაქვს – დონატები
    თუ ჯიგრულად მშია და ფული მაქვს – შემოიხედე გენაცვალე
    თუ მშია და ფული არ მაქვს – სასულიეროს კაფე
    თუ ჯააააააან ფული მაქვს – თუსაიდები და ა.შ.
    გაიზიარეთ ჩემი განწყობა და მე თქვენს ბიუჯეტს გავიზიარებ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s