Techno Boom ნაგავია!

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელი “ტექნო ბუმი” ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და დიდი ამბიციებიც აქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი სირობაა და ნურაფერს იყიდით მანდ!

მაღაზიის დაბნეულ, გულგრილ კონსულტანტებსა და ცუდად მოწყობილ სივრცეზე არაფერს ვიტყვი. ჩემი სამართლიანი აღშფოთება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილმა გამოიწვია!

techno boom sucks!

techno boom sucks!

გაზქურის ყიდვა გვინდოდა, დავიარეთ მაღაზიები და ტექნო ბუმშიც შევიარეთ, საბოლოო არჩევანიც სწორედ ამ უკანასკნელის გაზქურაზე გაკეთდა. პირველი არა, მაგრამ მეორევე შეკითხვა პერსონალს:
-დღესვე მოიტანთ ჩვენთან ქურას?
-თბილისში ცხოვრობთ?
-კი, აქვე ავრთ. თუ დღესვე მოიტანთ – ვიყიდით, ხვალ არ ვიქნებთ სახლში.
-კი, კი, რა პრობლემაა, დღესვე მოგიტანთ, გადავცემ ახლავე დისტრიბუტორებს.
ვიყიდეთ. მოსაღამოვდა. ვრეკავ:
-ალო, (ბლაბლაბლა), არ მოგაქვთ?
-დღეს ვეღარ შევძელით, ხვალ აუცილებლად მოგიტანთ.
WTF?!! გათენდა, დედაჩემი აღარ წავიდა, ქურის გამო დარჩა სახლში. მოიტანეს, დადგეს, წასვლას აპირებენ.
-მოიცა, მონტაჟი? (გვეგონა მოტანისთანავე დაამონტაჟებდნენ)
-მონტაჟი სხვა ჯგუფს ევალება, ამოვლენ და დაამონტაჟებენ.
WTF?!! სანამ წავიდოდნენ მაღაზიაში გადავრეკეთ და ვკითხეთ, როდის მოვიდოდნენ დამმონტაჟებლები – “გადაცემულია თქვენი მისამართი, დღესვე მოვლენ აუცილებლად და დააყენებენ”, უკვე დავეჭვდით და თვითონ სერვისშიც დავრეკეთ:
-მაღაზიაში გვითხრეს, რომ დღეს მოხვალთ და დააყენებთ, რომელზე მოხვალთ?
-დღეს ვერ მოვალთ…
WTF?!! ატყდა ტელეფონზე წიოკი და ერთი ამბავი, რას ჰქვია ვერ მოხვალთ, ორი დღეა გელოდებით, ხვალ არავინ იქნება სახლში და ა.შ. ბოლოს “დათმობაზე” წავიდნენ: კარგით, თუ ძალიან გეჩქარებათ, განრიგს გადავხედავთ და ჩავასწორებთ, მოსვლამდე ერთი საათით ადრე შეგეხმიანებთ.
დაღამდა. არავინ მოსულა. WTF?!!!!!

ფეისბუქზე მაგათი დირექტორის მოადგილეც კი ვიპოვნე და PM გავუგზავნე, პასუხი რა თქმა უდნა არ მომსვლია, ალბათ კითხვა არ იცის.

როდემდე?! როდემდე უნდა არსებობდნენ რეკლამით განებივრებული ასეთი *&ე კომპანიები?!!! მოგვატყუეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათთან გვეყიდა. თავის ჭკუაში მოგება ნახეს ამით? მოგიდღანთ მარკეტინგული ხედვა!

პ.ს. ერთადერთი დადებითი პიროვნებები მაგ კომპანიიდან – დისტრიბუტორები იყვნენ, ვინც სახლამდე მოიტანა ქურა და ამოიტანა, ჯიგარი ხალხი ჩანდა, მაგათ არ ვეხები ^_^

Advertisements

85 responses to “Techno Boom ნაგავია!

    • არა, ხელშეკრულება არ დაგვიდია რომ იმავე დღეს დააყენებდნენ 😀 სიტყვიერი დაპირება იყო მხოლოდ 😦

      • yvela erti araa da landzgvas tavi anebet, tu ase echqarebodat wasvla sadgac jer nu iyidida da rom chamovidoda mere moetavebina saqme, bumshi dgeshi 2000 momxmarebeli yidulobs sxvadasxva produqcias da albad ver moaswres ra aris aq gasakviri? usamartloba saswrafo daxmarebebs mokitxet mati dagvianebisas sikvdil sicocxlezea saubari dodo ambavi tu gazqura dagigvianes

    • მეტი რა ჩივილი გინდა, დირექტორის მოადგილეს მივწერე, სასამართლოში ხო არ წავალ 😀

    • რავი ვიზუალურად საკაიფოა, მოხმარებით ვერ მოვიხმარეთ ჯერ და როგორ გითხრა ვარგა თუ არა 😀

  1. shennairi mand atasi midis da erts ki ara at gazquras yiduloben… ubralod boom shi bumia da am dros rtulia amxela bazari akontrolo bolo dedlainamde.. 100 gazqura dgeshi.. xumrob magis montajs? cota dafiqrdit nervebs nuayvebit xolme egreve… ra dgeshi gavt nervebi..

    • დებილი თუ ხარ, დორბლი ჩამოგდის და კარგად ვერ უწევ მენეჯმენტს შენს საქმეს, ჯობია წახვიდე და სოკო კრიფო!

      რა შუაშია 100 გაზქურას გაყიდიან დღეში თუ მილიონს, თვითონ არ იციან რამდენს ყიდიან? კეთილი ინებე და მოაბი თავი ბოლომდე მომსახურებას. და თუ არ იციან რამდენს გაყიდიან – მაშინ მართლა ცუდი მენეჯერები ჰყავთ და ურჩევნიათ სოკო კრიფონ. რატო ატყუებ მომხმარებელს?

  2. vexmaurebi technobumis momxmarebels, me shevidzine gazqura da macivari , ai iq axali centri rom gaxsnes da me martla momewona iq momsaxureba, tan ori nivti rom shevidzine magari fasdakleba gamiketese, fasebi martla yvelaze dabalia da momsaxurebas rac sheexeba, me poiradad 12 sken shevidzine da sagamos momitanes da yvelaferi sheaertes, dgemde kmayofili var. xoda shens shemtxvevas rac sheexeba ragac echvi mepareba simartle iyos, mgonia rom romelime konkurenti kompaniis warmomadgeneli xar, tundac elitis.. ar vici es chemi piradi azria

  3. ბოდიშს ვიხდი, რომ არ ვიცი თქვენი სახელი და გვარი, მაგრამ მაინც:
    კეთილი ინებეთ და იქნებ მოგვწეროთ:
    1) ზუსტად რომელ რიცხვში შეიძინეთ თქვენს მიერ აღნიშნული გაზქურა?
    2) ვის მიერ იქნა აღნიშნული პროდუქცია შეძენილი?
    3) ტექნო ბუმის რომელ მაღაზიაში შეიძინეთ გაზქურა და რა ფასად?

    ჩვენ გვსურს გადავამოწმოთ აღნიშნული ინფორმაცია და ბოდიშსაც მოგიხდით თუ ასეთი ფაქტი მართლად დადასტურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ თქვენგან სოციალურ ქსელებში ჩვენი რეპუტაციისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებისთვის ბოდიშის მოხდას!
    კეთილი სურვილებით,
    ტექნობუმი

    • ჩემი სახელი და გვარი ბლოგს აწერია თავზე, დიდი ასოებით: გიორგი ბერიკელაშვილი.
      1) ამ შაბათს, 17 იყო მგონი.
      2) ჩემ მიერ, ანუ ჩემზე გააფორმეს
      3) ვაჟაზე რომაა, გზის ზემოთა მხარეს, ნომერი არ მახსოვს. 779 ლარი.

      დარადადამ დადააააააააააამ, ველოდებით ბოდიშის მოხდას 😀

  4. პრაქტიკულად ეჭვი არ მეპარება შენი ნაწერის აბსოლუტურ!!! სიზუსტეში, მე მეგალაინის პანასონიკში მქონდა მსგავსი და მაგიტომ.
    მთავარი საქმე ის იქნება რომ ყველამ წავიღოთ ჩვენ ფბ კედლებზე ტუ სხვა ქსელებში ინფო მსგავს მოვლენებზე იმისთვის რომ კლიენტის დაკიდებას გადაეჩვიონ და 0-ზე გაყინული სერვისის კულტურა ეგებ ოდნავ ამოიწიოს 😦

  5. ისე გაიკვირვეს, თითქოს პირველად მოხდა ასეთი შემთხვევა.
    მარტო ტექნობუმს არ ეხება. სერვის პლუსი, მომსახურება.. ეს ყველაფერი გულისამრევია თითქმის ყველგან. არ გაგახარებენ და შეგარგებენ.
    ჩემთვის ყველა ერთია – ტექნობუმიც, ელიტ ელექტონიქსიც და სხვებიც.
    არასდროს არსად არაფრით კმაყოფილი არ ვყოფილვარ!
    აი, ასე! 😀
    ნუ მომაყოლებთ ჩემს ისტორიებს, რომ მახსენდება, სულ ნერვები მეთხრება ისედაც 😀
    ბოდიში დაიდოს!

    • მაიცა, იმის თქმა გინდა, რომ რადგან ყველა ქართული სერვისი ესე იქცევა მართლა ყლ#5ე უნდა “წავიდეთ” და მშვიდად ვისხდეთ ზედ?
      მე არ ვზივარ ზედ და არც ვაპირებ, ვისაც ყ(*&ე ჯდომა უნდა – გავატარებთ 🙂
      და ვისაც არ გვინდა – ჩვენც გაგვატარეთ 🙂

    • Epic Fail
      მეტი არგუმენტი (ცხოვრება გაზქურა არ არის) ვერ იპოვნეთ თავის გასასამართლებლად?

      თუ თქვენი ადმინისტრაცია არ დაგარიგებთ, რომ თქვენი სიბრძნისმფრქვეველი კომენტარები არ დატოვოთ სოციალური მედიის “ფურცლებზე”, თქვენივე რეპუტაციას თავად შელახავთ.

    • ამ შემთხვევაში უმადური ტექნო ბუმია, თუ შენც მანდ მუშაობ, აშკარად ინტელექტის ნულოვანი დონეა მაგ ფირმაში: ასე საჯაროდ საკუთარი დედის გინება პირველად დაფიქსირდება ჯინეტის სოციალურ ქსელებში 😐

  6. გასაგებია, რომ დიდია ბრუნვა და ვერ აუდიან, მაგრამ ინფორმაციაც შესაბამისი უნდა გითხრან და არარეალურს არ დაგპირდნენ.

    კარგია, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა უპასუხისმგებლო სერვისს, უმრავლესობას ეს ჰკიდია. ასეთმა კომპანიებმა მომხმარებელი უნდა დაკარგოს რომ რეკლამის გარდა სერვისის ხარისხსაც მიაქციონ ყურადღება, ისე კი დარწმუნებული ვარ რომ პირიქით- ეზრდებათ მომხმარებელის რაოდენობა, გვაკლია სამოქალაქო შეგნება და მაგის ბრალია.

    P.S. მდარე სერვისის გარდა, აშკარად ჩანს, რომ ტექნო ბუმს კადრების მენეჯმენტიც საკმაოდ დაბალ დონეზე ჰქონია

  7. mteli cxoverba gazqura ar aris raa…..amit techno booms ki ara sakutar tavs miayenet dzalian didi sheuratsyofa…tqvennairebit rom aris savse saqartvelo imitom vart dgemde esee…ufalma mogitevot,chven ukve gapatieet!! >> : DDDDDD
    sicilis xarisxshi ayvana rom sheizlbodes,umaRles xarisxshi aviyvandi da zed kidev wavamatebdi rames! gmerti ar gamogrchet xolme,gmerti! : DDDDD
    nu,principshi tqven tu ukve miutevet,gmerti raags gaxdeba,isic avtomaturad miutevebda codvil giorgis. : S

  8. ღმერთი არ გწამს.. და დანარჩენზე რა უნდა გელაპარაკონ. შენ შენ გზაზე გაგიმარჯოს ტექნო ბუმს თავის გზაზე.. გეტყობა რო სხვა საქმე არ გაქ..

    • nu,cxadia velodi am usafuzvlo,zirgamochemul braldebas. araferi axali,megobaro. : D me chems gzaze rom gacilebit gamarjvebuli davdivar iqidanac chans,rom gmertis xsenebis kultura gacilebit magal doneze maqvs da misi bagetagan agmoxdena sayofacxovrebo teqnikis donemde ar maqvs dasuli.gmerti saintereso xerxia saubris gasamyareblad,getanxmebi,magram gatvaliswinebaa sachiro erti faqtorisa:yvela agar egeba amaze. “chemze magari qristinebis filosofia ” ki imdenad agaraa saineterso ,rom chems rwmenaze ubralod ar visaubreb.

      ketili survilebit,me. : )

  9. მე ვიყავი ტექნობუმში და ნივთებიც შევიძინე არაჩვეულებრივი მომსახურებაა. თან დაბალი ფასებია, ყველამ მიდით და თავად დარწმუნდებით

  10. გადავამოწმებთ და შეგეხმიანებითო, რომ დაწერეს, 22ის მერე აღარ შეგხმიანებიან ტექნო ბუმიდან? :დ ლოოლ, მართლა რა :დ :დ :დ

  11. “ჩუმლაყში ვიყიდე იღბლიანი დარტყმის ორი ბილეთი, გადავფხიკე და მოვიგე კვერცხი. დიდი მადლობა იღბლიან დარტყმას”- ასეთი სტილის პოსტები იჩითება

  12. კარგით რა, რა ყველა ნანუკას შოუა ამ ქვეყანაში?ან რა არგუმენტებია, ან რა ტექსტებია? თუ კამათობთ და თქვენი ჭკუით აზრს გამოთქვამთ, აზრიანად მიანც წერეთ, თუ არადა უკმაყოფილო მომხმარებელი ძალიან სახიფათოა.მარკეტინგის ერთი წიგნი მაინც გადაშალეთ და მერე აფრქვიეთ დიადი ტვინები. არავის ინტერესში შედის ტყულად თავს ლაფი ასხას რომელიღაც ძირგავარდნილ მაღაზიას. საწუწუნო რომ არ იყოს, თითებს არავინ იტკენს ამხელა პოსტის და კომენტარების საწერად. კრიტიკა რატომ იწვევს ასეთ უზრდელურ აგრესიას? ქართული საზოგადაოების წესი გახდა თვალებში ნაცარშეყრილმა და გამო…ვებულმა იაროს,არაფერი თქვას საწინააღმდეგო და ნულოვანი პროტესტით იცხოვროს. რატომ? იმიტომ რომ მთქმელს ბინძურ პასუხს სცემენ და კუთვნილი ბოდიშის მოსახდელად თავს არ იწუხებს დამნაშავე? ოდესმე ხომ შეიძლება დაინტერესდეს საქონლის (მომსახურების) მომწოდებელი მომხმარებლის სხვადასხვანაირი აზრით და მხოლოდ თავზე ხელის გადასმას არ მოითხოვდეს მყიდველისგან, ღირსი არის თუ არა. არანაირი სოციოლოგიური გამოკითხვა, არანაირი კვლევა არ ტარდება იმისთვის რომ რეალური სურათები აღწერონ და მომსახურების დონე ქართულ ამბიციურ ბაზარზე შესაბამისად ამაღლდეს. ევროპული სტანდარტები მარტო შუშებიანი ვიტრინა და გაუნათლებელი, მუდმივად გადაღლილი , წელგათრეული კონსულტანტების სამსახურში აყვანა არ არის.. ენას ვერავინ აბრუნებს და ცრუ ინფორმაციას აწვდიან მყიდველს. ევროპული სტანდარტი ძალიან ხარისხიან და სრულყოფილ მომსახურებას ნიშნავს მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდებით დაწყებული, შთამბეჭდავი ემოციური განწყობის შექმნით დამთავრებული. იმ სეგმენტს სრულად უნდა ფლობდეს კომპანია, რომელზეც პრეტენზია გააჩნია,თუ არადა ყველა ლეგალური გზა უნდა გამოიყენოს მის დასაპყრობად. იმდენად არ გაგაჩნიათ ინტელექტი, რომ საბოლოოდ ამ კომენტარებში საკუთარ თავს ილანძღავთ ნიშნის მოგების ტონით.

  13. da magaze uketesad romeli magazia gemzaxureba? egeti anti reklamis gaketeba ar aris sachiro erti dzaan patara ragacis gamo. nu dagavicydeba is rom rasac ixdi imis shesabamisi komportic gaqvs. da kargis dacerac unda viscavlot sul kritikosis rolshi yopna dzalian cudia:)

  14. da ar sheidzleboda piradad misuliyavi da piradad getqva sheni pretenziebi? tu gindoda rom yvelas gaego rogor cudat mogeqca techno boomi? da tu saqartveloshi eseti servisebi ar mogcons mashin ratom postav xazgasmit TECHNO BOOM- ze? mgoni ar iyo amxela ajiotajis atexva imis gamo rom gazi ver dagimontajes 1 dgeshi.

  15. kikola
    “da magaze uketesad romeli magazia gemzaxureba? ”

    სხვა თუ უკეთ არ გემსახურება ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არავინ გააკრიტიკო. პირიქით ყველა უნდა გააკრიტიკო. ამ შემთხვევაში უბრალოდ ტექნო ბუმს გაუმართლა ^^

    …და ტექნო ბუმის თანამშრომლები თუ გაეცნობიან ცოტაოდენ ინფორმაციას მარკეტინგთან დაკავშირებით, აღმოაჩენენ რომ ასეთი უკმაყოფილო მომხმარებლები დიდი კომპანიების კრახის მიზეზი არაერთხელ გამხდარა

  16. rogorc chans arc marketingis azrze xart, arc teqnikis bazris, rac saqartveloshi xdeba da a. sh. menejmentze ro laparakobt, icis romelime tqvenganma ro teqno bumi elit eleqtroniqsisi yofilma menejmentma daafudzna? romlebic kompanias 14 celi martavdnen kompania bazris lideri gaxades. da icit tu ara scori marketinguli strategiis cyalobit dgeshi ramdeni aqvs teqno bums brunva? ikitxet magaziebshi da getyvian. saqartveloshi bolo dros modad iqca kritika. yvelas aqvs tavisi azri mara kritikis dros im saqmis profesionali unda iyo. me poeti ar var, mara ama tu im leqsze chemi azri maqvs tumca poetis shemoqmedebas ver gavakritikeb.asea yve;a sferoshi. cota meti caikitxet xalxooooo da azrze moditttt kide .. …

  17. shekvetil cerils ufro gavs es ragac naceri. mec viyide ori nivti ramdenime xnis cin sabitumo centrshi, mara problema ar mqonia. da iq iseti bumia, ro erti dgit tu rame daagvianes, magis gamo aseti ambavi ar unda atexos normaluram adamianma. maincdamainc im axal gazquraze im dges unda gageketebna sachmeli? mogecada erti dge. sanam iyididi gazquras, manamde msheiri iyavi…??? servisis problema zogadad isev arsebobs saqartveloshi, mara yvelaferi shedarebitia da sheadare ra. servisi, xarisxi da aseti dabali fasebi me jer qartul bazarze ar shemxvedria.

    • მითუმეტეს თუ იციან როგორი ”ბუმია” მათ მაღაზიაში და ვერ ასწრენებ ნორმალურად მომსახურებას რაღატო პირდებიან მომხმარებელს იმას რასაც ვერ გააკეთებენ?
      ნორმალურმა ადამიანებმა თუ არ ატეხეს ასეთი ამბავი ყოველთვის იქნება ესეთი ელემენტარული პრობლემები მომსახურების სფეროში…
      და იმის მაგივრად რო გაითვალისწინონ შენიშვნა და მეტჯერ აღარ დაუშვან რაღაც უაზრო არგუმენტები მოგყავთ როგორიცაა ”sanam iyididi gazquras, manamde msheiri iyavi…???”
      პ.ს. თავი არ შეიწუხოთ იმის მტკცებით რომ ტექნო ბუმთან არანაირი შეხება არ გაქვთ

    • mari xar tu techno boomis advokati modi yvelam tavis tavs mixedos sxvebis gansjas! 1000 lars ro datoveb da saxlshi nagavs mogitanen mere vnaxot rogor ichikchikeb shen gagimartla magram yvelas ar umartlebs… shekvetili sheni naceri uproa…me ar vambob rom 100% cundebulia magram didi apiora rom midis eg paqtia male moucevt prokuraturastan saqmis dachera imitom rom amdeni xalxi ar gachundeba da mostxovs pasuxs ,,tyuilebis booms,, da martla booms moucyobs mere vnaxot tu ushcvelit gatamashebebi

  18. servisi tu ar mogcons saqartveloshi ratom cer maindamainc techno boomze xmamagla?!! meorejer dagisvi eg kitxva. mashin dagecera is rom aranairi servisi ar mogcons saqarveloshi. ra shuashia techno boomi? shen tu ggonia sheni antireklamit konkretuli magazia an konkretuli pirma klients dakargavs dzaan cdebi.
    MARI eg yvelaperi mec vici magram ar davcere. isev axali tema agordeboda:)

    • ზოგადად წერა არანაირ შედეგეს არ მოიტანს, იმიტომ რომ არავინ არ მიიღებს თავის თავზე.
      ზუსტად ესეთი გამოხმაურებებია საჭირო იმისთვის რომ აზრზე მოვიდნენ და მყიდველების დაკარგვის შიშით მაინც გამოასწორონ მომსახურება…

  19. ჯერ ერთი: თქვენი კომპანიისსადმი “პატივისცემა” უფრო და უფრო მიისწრაფვის მინუს უსასრულობისკენ (არამარტო) ჩემს თვალში: ბოდიშის მოხდა გიტყდებათ, დებილი დანამშრომლები ტოვებენ პოსტზე კომენტარებს და სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინებთ, რაც უფრო და უფრო გაახლოვებთ bull shit-ს.

    მეორე – kikola: “servisi tu ar mogcons saqartveloshi ratom cer maindamainc techno boomze” წაიკითხე Lin2-ს კომენტარი, მარის კომენტარის ზევით.

    როცა ასეთ ელემენტარულს ვერ ხვდება ზოგიერთი, მიკვირს კომპიუტერის ჩართვას როგორ ახერხებენ დამოუკიდებლად, ან რატომ აჰყავთ ასეთი 0,0001 უჯრედიანი ამებები სამსახურში.

    მესამე – mari: ტექნო ბუმი რომ შვიდასიათასცხრაასორმოცდაათ მტვერსასრუტს ყიდის ყოველდღე, ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში რამენაირად მართლები არიან. დაუნურად მოიქცნენ, ახლაც ეგრე იქცევიან (ბოდიშის არმოხდას ვგულისხმობ).
    ელიტ ელექტრონიქსის მენეჯერები იყვნენ, იაღოვას მოწმეები თუ თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები – მკიდია, სხვასაც ჰკიდია და ასეც უნდა იყვეს. ფაქტი ერთია – ის, რაც ზევით მიწერია პოსტში და აქ, ქვევით ხდება კომენტარებში.

  20. თუ ადამიანი 3 დღე ‘ტექნო ბუმის’ გამო გაზით ვერ სარგებლობდა სახლში და ეს ყველაფერი თავის პირად ბლოგზე დაწერა, ამაში რაიმე პრობლემაა? 😀
    სულ ცალ ფეხზე მკიდია ვინმეს წყინს თუ არა, ჯერ ერთი რომ რასაც მინდა იმას დავწერ ჩემს საკუთარ ბლოგზე (თუნდაც ეს ანტიპიარი იყოს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე) და მეორეც, აზრზე არ არიან ქართული კომპანიები (მთლად ყველას არ ეხება) მომსახურების სერვისის ამბავში.. იგივე ‘ელიტ ელექტრონიქსიც’ რომ ავიღოთ.. 😉
    ასე რომ უბრალოდ საჯარო ბოდიშის მოხდა მგონი პრობლემა არ უნდა იყოს.. თორემ უცხოეთში რომ ხდებოდეს ეს ამბავი პატივცემული კომისია რამდენიმე ათასს მოღუნავდა მინიმუმ 😀

  21. sashinlad gabrazebuli var techno boom-is momsaxure personalze, ar girchevt aravis mand ramis yidvas, dgeebi schirdebat tavianti samushao rom sheasrulon tan dgeshi orjer unda ureko rom shenamde moagcion. giorgi me mesmis sheni.

    • ელიტ-ელექტრონიქსში ვმუშაობ.
      ბეკოშიც ვმუშაობ კიდე, ბრენდმოლშიც, კიდობანში ქვედა სართული რაცაა (ტექნიკა), სულ ჩემია.
      პლიუს ამას ულტრატექნიკის ფინანსური დირექტორი ვარ.

      კომერციული გარიგებები მაქვს კიდევ რამდენიმე კომპანიასთან, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლია აქ იხილო: http://tinyurl.com/28ptfwb

  22. ეჰ რა გულუბრყვილო ვარ ბოდიშის მოლოდინში ყველა კომენტარი წავიკითხე 😦

    კომპანიას ამხელა ამბიციები აქ და ბოდიშის მოხდა პრობლემა გახადეს…ამის ნაცვლად დეგრადირებული თანამშრომლები წერენ სისულელებს კომენტარებში თან ისევ ერთმანეთის საწინააგმდეგოს ისე რო აზრს ვერ გამოიტან მაგალითად:ერთი წერს რო ისეთი არაფერი მომხდარა რო აჟიოტაჟი აგეტეხაო(ნაღდი აჯიოტაჯი არ იცით ტქვენ (devil) ) გაცდები ამ პოსტს მერე კითხულობ რო თურმე გაჩალიჩებულია და სოროსის აგენტები ვართ ყველანი. თუ გიჩალიჩებთ “ცოტა სერიოზულ” მიზეზს მოიფიქრებდა “დამკვეთი” ერთმანეთს მაინც შეეკითხეთ აზრი ან ვინმე ცოტათი ვინც აზროვნებს ან სანათესაოში გეყოლებათ ეგეთი ერთი მაინც…
    “shen tu ggonia sheni antireklamit konkretuli magazia an konkretuli pirma klients dakargavs dzaan cdebi.” უკვე დაკარგა, მე! 😉
    ისე კომისია სადაც ამდენს იხარჯები ესენი ბოდიშის მომხდელები ანუ პრობლემის მომგვარებლები არ არაიან და ცოტასაც რო შეტოპავენ გადაურეკე ტექნობუმის კონკურენტ ფირმებს და ხელფასი მოთხოვე 😀

  23. komisia

    და რამდენი გადაგიხადეს შავი პიარისათვის?

    თუ ფიქრომ რომ შენს მიერ ჩამოთვლილ ფირმებში “ბრენდ მოლის გარდა 🙂 “უკეთესე სერვისია? ძალიან ცდები

    და საერთოდ ბოდიშის მოხდა კი არა, სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო, როგორც ფირმებისგან ასევე მომხმარებლის მხრიდან

    არ იფიქრო რომ ტექნო ბუუმს ვიცავ, სულ არ მაინტერესებს რა ხდება იქ, ერთი კი მართალია, რომ ყველაზე დაბალი ფასები აქვთ, და 200 ლარიანი განსხვავებისათვის 3 დღე კი არა 2 კვირა დაველოდები.

    და კიდევ დირექტორის მოადგილეს რო მიწერე, პასუხს ელოდები მისგან? ნებისმიერი მსხვილი კომპანიის ან ფირმის დირექტორის მოადგილის მოადგილეს რომ მიწერო პასუხს მაინც არავინ გაგცემს, რადგან ასეთი წერილებისათვის სპეციალური კადრი ყავთ გამოყოფილი.

    მაგთის აბონენტი ვარ მას შემდეგ რაც დაარსდა ეგ კომპანია, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი სერვისით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ოპერატორი ისე მელაპარაკა კინაღამ ტელეფონი გადავაგდე, თუმცა არაკომპეტენტური ოპერატორის გამო მე არ და ვერ ვიტყვი რომ მაგთი ნაგავია

    • შავი პიარისთვის თუმან-თუმანი ავაკრეფინე ბიჭებს კომპანიებიდან და მარტივი გადამრავლებით შეიძლება ჰონორარის დაანგარიშება 😀

      ”თუ ფიქრომ რომ შენს მიერ ჩამოთვლილ ფირმებში “ბრენდ მოლის გარდა 🙂 “უკეთესე სერვისია? ძალიან ცდები”
      -> საერთოდ არ ვიცი სხვაგან როგორი სერვისია, ერთხელ ვიყიდე გაზქურა და მანამდე ასეთი ”მასშტაბური” შენაძენი არ გამიკეთებია დამიუკიდებლად, მოტანა და დამონტაჟება რომ დასჭირვებოდა.
      სულაც რომ პოპულის და სახალხო ბანკის მსგავსი სერვისები იყოს დანარჩენ კომპანიებში, ეგ სიტუაციას არ ცვლის 🙂
      მე კონკრეტულ თემაზე დავწერე პოსტი და ნამდვიალდ მართალი ვარ 🙂

      ”და კიდევ დირექტორის მოადგილეს რო მიწერე, პასუხს ელოდები მისგან? ”
      -> ოცი მილიონის სესხი რო შემეთავაზებინა უპროცენტოდ, არ მიპასუხებდა მაშინ? 😀
      წაკითხვით მშვენივრად წაიკითხა და ტვინშიც გაატარებდა, ელემენტარული ეთიკის ამბავია, გადაეგზავნა მაინც ის წერილი ”შესაბამის” განყოფილებაში. ასევე კონკრეტული კითხვით მივმართე იმ ადამიანს, რომელმაც ტექნო ბუმის სახელით დაპოსტა აქ.
      სხვა მეილიც ჰქონია, იმაზეც მივწერე.

      მერე დავსქრინავ მაგათ დაპირებას და გავაკრავ პოსტის თავში 😀

      • როგორც გინდა ისე მოიქეცი, ეგ მე არ მეხება, უბრალოდ მსგავსო რეპლიკა “ტექნობუმი ნაგავია” არ არის გამართლებული არანაირ ასპექტში, თუმცა აზრის გამოხატვა არ ისჯება კანონით და ნებისმიერი რამის თქმა შეუძლია ადამიანს. მასე თუ მივუდგებით საკითხს ყველაფერი ნაგავია საქართველოში. ერთი სფერო მაინც მითხარი სადაც უნაკლოდ მუშაობენ და პრობლემას არ უქმნიან მომხმარებელს, მაგრამ ასეთი წვრილმანის გულისთვის ომს არავინ იწყებს.

        პრეტენზიით უნდა მიმართო ხელმძღვანელობას, რომ მათმა თანამშრომლებმა მოცემული პირობა არ შეგისრულეს და არა იმის ძახილი რომ ნაგავი კომპანიია (შენ თუ უკმაყოფილო ხარ სხვა მილიონი მომმხმარებელი კმაყოფილია)

        ისე თუ მასეთი უკმაყოფილო ხარ რატომ არ დააბრუნე ის ნივთი რაც შეიძინე?

        რაც შეეხება 20 მილიონინა უფროცენტო სესხს, მაგაზეც არა დირექტორი ან მისი მოადგილე არამედ ფინანსური განყოფილება უნდა გამოგეხმაუროს.

        ეს ჩემი სუბიექტური აზრია

        მე პირობის დარღვევისათვის უკან დავუბრენებდი შენაძენს

  24. ”პრეტენზიით უნდა მიმართო ხელმძღვანელობას, რომ მათმა თანამშრომლებმა მოცემული პირობა არ შეგისრულეს და არა იმის ძახილი რომ ნაგავი კომპანიია (შენ თუ უკმაყოფილო ხარ სხვა მილიონი მომმხმარებელი კმაყოფილია)”
    რო მივმართე და არაფერი მიპასუხეს სწორედ მაგიტომ დავწერე 🙂

  25. ვა მაგრად ველოდები ტექნობუმის პასუხს იმიტომ რომ მეც ვაპირებ შეძენას მაგათთან რაღაც რუღაცეების , არ ვიცი ისე მომეწონა თვითონ როგორცაა მოწყობილი მაღაზია, საბერძნეთის ელექტრო მაღაზიები გამახსენა ( დიდი დიღმის გზაზე რომაა იმ ტექნობუმს ვგულისხმობ) და პერსონალიც ნორმალური ჰყავდათ.

    • ტექნო ბუმის პასუხი აღარ იქნება. ოპერატორს ვესაუბრე და ოფიციალურ ბოდიშს არ მოიხდის ჩვენი პრ მენეჯერიო, იმიტომ რომ ოფიციალური განაცხადი არაა გაკეთებულიო, ანუ ბიორუკრატიულ ნეხვში სხედან.
      თვითონ ოპერატორი კარგი ადამიანი იყო, პირადად მომიხადა ბოდიში მომხდარის გამო, მაგრამ კერძო ადამიანის ბოდიში ზედმეტია, იმას არაფერი დაუშავებია ჩემთვის.
      მოკლედ, აქტიურ დაპიარებას ვწყვეტ ამ პოსტის, უბდალოდ პოსტი დარჩება და საძიებო სისტემით მოხვედრილი ადამიანი თავისით მოაგნებს ამ ანტირეკლამას. ხოდა დარჩნენ ეგრე, მაჩვებივით, ამოხეთქილი პოსტით და ჯინეტში გატეხილი სახელით.

  26. getyoba dzalian gichirs da ragac sisuleleebs bodav albat elit electronicsis gamcarebuli tanamshromeli xar da ginda ragac piari agoroo, me elit electronicsis xshiri momxmarebeli viyavi da kmayofilic magram dges dgeobit iseti momsaxure personali rogorc tecnho booms yavs nagdad ara yavs sxva teqnikis magaziebs, elementaluri ar ician technikis shesaxeb, es imitom rom gamoucdeli kadrebi yavt da es mati menejmentis bralia….wifi ro getyvian chipi unda ro imushaos mag funqciamo:-))))))

    • ფაქტი ფაქტია.
      ელიტ ელექტრონიქსში თუ მაგათზე უარესი კადრები ჰყავთ, ეს არც ტექნო ბუმის დადებითი მხარეა და არც მათ საქციელს ამართლებს.

  27. მტკიცება იმის, რომ შენც ნეხვი ხარ, მაგრამ სხვა ნეხვივით არ ყარხარ, 21 საუკუნის საქართველოს მარკეტინგულ ბაზარზე მართლა კარგად მუშაობს. ამიტომაც ვართ ყველანი ყელამდე ნეხვში. თუმცაღა ზოგ-ზოგიერთებს გაუმართლათ და 200 ლარი დავზოგიათ ამ საქმეში. ყველაფერი მარტივადაა მოწყობილი ამ დალოცვილ ქვეყანაში და მაგიტომაც მიყვარს.

    არადა ტექნობუმი მართლა კარგი მაღზიაა, უბრალოდ ალბათ თავიდან არ ყავდათ ისეთი კადრი, რომ ინტერნეტ სივრცეში ჭკვიანური პოსტების დატოვება შეძლებოდა, ან პირიქით, არ ყავდათ ისეთი კადრი რომ საეჭვო IQ თნამშრომლებისთვის აეკრძალათ ტექნობუმის სახელით ლაპარაკი. მემგონი გამოსწორდა ხო სიტუაცია მაგ კუთხით?

  28. რომ ვკითხულობდი შეგრძნება მქონდა თითქოს პირდაპირ მიშას კოპწია ხელებიდან იწერებოდა პოსტი :)))

  29. გამოხმაურება: გოლეთიანის სერვის ცენტრი და მისი Fail… « Phantom

  30. იდიოტების ბუნაგია რაა 😐 ჩემს მეზობელსაც მასე გაუკეთეს, თან ისე აქვთ გაკეთბული რომ ვერც შეედავები, (ხელშეკრულება არ არსებობს) გეტყვიან ჩვენ ეგ არ გვითქვამსო და მორჩა 😐 არა, რა სანამ ეგეთი იდიოტები არსებობენ საქართველოს არ ეშველება..

  31. გამოხმაურება: გოლეთიანის სერვის ცენტრი და მისი Fail… «Phantom Phantom

  32. elit eleqtroniqstan araperi maq saerto magram teqno bomi kiara tyuilebis da aperistebis bumia da male miigeben misagebs chveni gamcarebistvis.piradad me mobiluri da macivari viyide da oriveze momatyues aqamde vibrdzvi teqno boomi ki ara tyuilebis bumia!! mobiluri sxva modeli gamomatanes galaqsi 7562is nacvlad 7262.100larit naklebi rom girs mere gadacvales vitom sheeshalat.700lariani macivari grixina da cyals ushvebs yovel dge produqti gamipuchda shignit da dzvirfasiao mimtkiceben chem motminebas cdian…xelaxla gamovidzaxe da 5dgea teqnikuri samsaxuridan velodebi da yovel dge gvatyueben,esaa albat magati saqme xalxis motyueba iset chkuaze var xvalac rom ar movidnen sheidzleba vinme shemomakvdes 3 bavshvi unda davtovo da gavide ro magat vachveno dzvirfasi ra aris…didis ambit 1 cliani garantia aq vitom da ar ainteresebs aravis ro nagavi moaqvt… chkvianad iyvnen tore miigeben misagebs chemnairi bevria gamcarebuli da ert dges martla boomi ar moucyot chven xarjze moundat gamdidreba vin icis ra simcrit nashovni pulit yidulobs adamiani da isisc nagavi agmochndeba tan urcxvad gimtkiceben rom kargia… kargi yopila hotachis 700lariani macivaris gruxuni ro mesame otaxshi ismis da cyals gvtis yovel dge produqti ro gapuchndeba shignit mainc kargia… am xalxs icavt??

  33. ტექნობუმმა ართხელ და ორჯერ არ გამიკეთა ის, რაზეც “კომისია” წერს. სხვა მაღაზეიებშიც იგივე ამბავია.მე არ მესმის მათი დამცველების პოზიცია. მომხმარებლები ხართ, რომელთაც უნდათ, რომ ქონდეთ უფლებები, თუ მონების გროვა, რომლებსაც თითონ განძრევა ეზარებათ ეაიმეს შესაცვლელად და სხვისი აქტივობა ამიტომ აღიზიანებთ?
    საკუთარი უფლებების დაცვა ადამიანური ღირსების საქმეა. თუ ის არ გაქვს, ვერავინ აგიხსნის, რომ უნდა გქონდეს და უიმისოდ შინაური ცხოველის დონეზეც კი არ დგახარ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s