ხვამლი – ჩვენი ცივილიზაციის აკვანი?!

უცხოპლანეტელებზე ღადაობა-ღადაობაში მივდიე წინა პოსტის თემას და საკმაოდ ყბაჩამომგდებლური მასალები აღმოვაჩინე. კერძოდ – ვარაუდი ხვამლის, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის განვითარების კერის შესახებ.

ამ ვერსიის თანახმად, ხევსურეთსა და თუშეთში აღმოჩენილი პიქტოგრამები უკავშირდება არა რაღაც ზებუნებრივ კოსმიურ ძალებს, არამედ დედამიწის წარღვნამდელ ცივილიზაციას, რაც ბევრად უფრო მისაღები და დამაჯერებელია.

ხვამლი, ხომლი

ხვამლი

წაიკითხეთ მეტი ->
2007 წელს, არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ხვამლის ექსპედიცია. მათი თავდაპირველი მიზანი და ინტერესი ხვამლის, როგორც ძველი განძსაცავის გამოკვლევა იყო. “ქართლის ცხოვრების” ჟამთაღმწერლის ცნობით, ეს ადგილები სწორედ ქართველ მეფეთა უმნიშვნელოვანეს განძსაცავს წარმოადგენთა. 2009 წელს ექსპედიციამ რუსთაველის გრანტი მოიპოვა და ახალი ძალებით, უფრო მასშტაბური გეგმით “შეუტია” ხომლის მასივს. რეჟისორმა დავით გოგუაძემ ორივე ექსპედიციას დოკუმენტური ფილმი მოაყოლა.

მე მინდა მეორე, 2009 წლის ექსპედიციის ფილმი განახოთ. სამწუხაროდ, youtube-ს 10 წუთიანი ლიმიტის გამო, ფილმის ყურება ქართულ სერვერებზე მოგიწევთ. ვისაც 30 წუთი გენანებათ – დამიჯერეთ, ღირს ყურებად 🙂 ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი სერვერი და უცქირეთ ^^

ხვამლი – (ნაწილი 1)ხვამლი – (ნაწილი 2) [myvideo.ge]

ხვამლი – (ნაწილი 1) ხვამლი – (ნაწილი 2) [tvali.ge]

ასევე ძალიან საინტერესოა realTV-ს ინტერვიუ თვითონ გურამ გაბიძაშვილთან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ხვამლის ექსპედიციის ოფიციალურ ვებ-გვერდს 🙂

Advertisements

3 responses to “ხვამლი – ჩვენი ცივილიზაციის აკვანი?!

  1. ra mainteresebs xvamli ki sainteresoa da kidev chatarda aseti eqspedicia kojorshi sadac agmochnda imave tipis sacavi gamoqvabulebi aseve kldeebze cxovelebis gamosaxulebeli da rustavi orze gaushves tu ar vcdebi postskriptumshi tu icit am eqspediciaze rame mashin damikavshirdit skype bergman14.88 didad madlobeli dagrchebit

  2. აქ არ წერია ყველაზე მთავარი ინფორმაცია რაც ხვამლის მთას უკავშირდება.
    რამოდენიმე წლიანი კვლევების დასასრულს ერთერთ ტელევიზიაში დარეკა გურამ გაბიძაშვილმა და ამცნო ჟურნალისტს, რომ რამოდენიმე საათის წინ ხვამლში მიაგნო ისეთ რაღაცას, რაც მსოფლიო დონის სენსაციას მოახდენდა. შეხვედრა დაიგეგმა მეორე დღეს. მეორე დღეს გურამ გაბიძაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

    ხვამლის მთას უამრავი რაღაც უკავშირდება. კერძოდ არის ვარაუდი იმისა, რომ ტიბეტის მთებში დამალული შამბალას სწავლების საიდუმლოს დიდი ნაწილი ამ მთებში ინახება

    ვინც არ იცის რა არის შამბალა იმათთვის: http://en.wikipedia.org/wiki/Shambhala

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s