კოცნის საერთაშორისო დღე 6/VII

6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა! ეს “დღესასწაული” გაერთიანებულ სამეფოში დააწესეს და მისი მთავარი იდეაა – ქაოსურად აწეწილ სამყაროში ადამიანებმა ცოტაოდენი სიამოვნება მაინც მიიღონ. შანსი ეძლევათ ერთ დღეს აკოცონ იმათ, ვისზეც სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდნენ.

კოცნა

ნუ მოგერიდებათ, დადექით და კოცნეთ ერთმანეთი, კომპლექსები წლის დანარჩენი 364 დღისათვის შეინახეთ. თუ რომელიმე მოხუცი კითხულობს ამ პოსტს, ვთხოვ დღეს მაინც ნუ გათათხავთ ბედნიერ ადამიანებს, ვაცალოთ 😀 მერე რა, რომ თქვენს დროს ასეთი დღე არ იყო, ნუ დავიბოღმებით 🙂

გოგოებსაც მოვუწოდებ, ნუ გაუტეხავთ ბიჭებს, ერთი კოცნა რა არის? უარით ნუ გაისტუმრებთ ^_^

ისედაც უკვე ბევრმა იცის, მაგრამ ლუზერებისთვის მაინც ჩამოვწერ კოცნის რამდენიმე სასარგებლო თვისებას:

  • კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის “ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.
  • კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.
  • რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.
  • კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.
  • მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.
  • ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.
  • კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე.
  • სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებასა და თავბრუსხვევას.
  • ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.

აბა, თქვენ იცით, წარმატებულ დღეს გისურვებთ <(^_^)>
ქუჩაში კოცნა

Advertisements

18 responses to “კოცნის საერთაშორისო დღე 6/VII

  1. ეგ კალორიები რამდენ ხანში იწვება? წამში, წუთში თუ ვაფშე?

    ესეიგი დღეს ‘საკოცნაოდ’ კარგი გამართლება მაქვს ხო? :))

  2. @Ta: დღეს იდეაში ყველამ უნდა იკოცნაოს, ხოდა უკანა ადგილებს აზრი არ აქვს 😀

    @piccolina: ერთ წუთში მგონი 🙂

    • ყურზეც მაგარია, ყელზეც, თვალზეც, ყველგან მაგარია 😀 ფეხები რო გეკვეთება 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s