ნასკის დაკარგვის კულტურა

ერთი შეხედვით სულელური თემაა, მაგრამ ძალიან აქტუალური! მსოფლიოში ყოველდღე ასობით ათასი ნასკი იკარგება, ყოველი ადამიანი თვეში მინიმუმ ერთ წყვილ ნასკს კარგავს და ამ პრობლემაზე სერიოზულად არავინ საუბრობს.

სად მიდის დაკარგული ნასკები? არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რატომ ვეღარ ვპოულობთ დაკარგულ ნასკებს, წყვილი ნასკი უფრო ხშირად იკარგება, თუ ცალი? – ამ კითხვების უმეტესობა თითქმის ყველა ადამიანს უტრიალებს თავში დილით ნასკის ძებნისას. ხოდა, გადავწყვიტე ერთი კაი პოსტი მიმეძღვნა ამ ფენომენისთვის.

ნასკები


ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ სად მიდის დაკარგული ნასკები. ზოგი ფიქრობს, რომ – უბრალოდ მეზობლები ჰპარავენ, ზოგსაც ჰგონია, რომ სახლში “დომავიკები” ჰყავს და იმათ მიაქვთ, ან/და ოჯახის რომელიმე წევრმა გადააგდო, ან/და სარეცხის თოკიდან ჩავარდა, ან/და დამშეულმა ჩრჩილებმა შეუჭამეს ერთ ღამეში, ან/და უცხოპლანეტელებს მიაქვთ ცდების ჩასატარებლად. ერთი ბლოგერის პოსტში წავიკითხე, რომ რომელიღაც ქვეყანაში ნასკებს ძირითად საწვავად, ენერგომატარებლად ხმარობენ და ისინი იპარავენ. ფაქტი კი ერთია – ნასკი აშკარად ქრება სახლიდან. მე კი მჯერა, რომ ერთხელაც ბუნებაში ბოდიალისას წავაწყდები უზარმაზარ ხევს, ნასკებით ამოვსებულს.

ერთი ძალიან მაგარი საიტი აღმოვაჩინე, სადაც დევს დაკარგული ნასკების მონაცემთა ბაზა, სხვადასხვა სახის სტატისტიკა.

ნასკების დაკარგვის სტატისტიკა
რას აკეთებთ ცალი ნასკის დაკარგვიშ შემდეგ?

  • ვიცვამ ცალ-ცალ ნასკს (54%)
  • ვყიდულობ ახალ ნასკს (19%)
  • ვაგდებ დარჩენილ ცალს (16%)
  • ვიპარავ ნასკს (ალბათ ოჯახის წევრისგან) 😀 (11%)

ესეც თვითონ საიტი: http://www.lostmysock.co.nz/ კარგად გადაათვალიერეთ, იქნებ თქვენი წინდაც იოპვნოთ 😀

თქვენ რამდენად ხშირად კარგავთ ნასკს, ცალს კარგავთ თუ წყვილს, და თქვენი აზრით, სად მიდის დაკარგული ნასკები?!

Advertisements

25 responses to “ნასკის დაკარგვის კულტურა

  1. ramdenad xshirad ki ara mudmivad da ase grzeldeba bavshvobidan moyolebuli(ai lamzi furfushelebiani naskebi rom gvqonda xolme skolashi 1 seqtembers chasacmeli). amis mere ras vaketeb? vicvam chemi dis “naskebs” 🙂

  2. სიმართლე რომ ვთქვა, მე არ დამიკარგავს ნასკები (რამდენადაც მახსოვს), თუმცა ჩემი მეგობარი ამტკიცებს, რომ ყოველთვის კარგავს ცალ ნასკს. სადღაც საიტზე წაიკითხა კიდევაც, სარეცხ მანქანებში არის შავი ხვრელი, რომელიც თითო ნასკს “ისრუტავსო” :)))
    მგონი უბრალოდ ძალიან პატარაა და მაგიტომ გვეკარგება, თუმცა იგივე ლოგიკით ტრუსიკებიც უნდა გვეკარგებოდეს… მე კი ისევე როგორც ნასკები, ტრუსიკებიც არ დამიკარგავს (ასე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში)

  3. ჩემი აზრით, ყველაფერში ხევსურები არიან დამნაშავენი! მოკავშირე უცხოპლანეტელების დახმარებით ისინი აქრობენ ე. წ. ნასკებს, რათა მერე ხევსურული მატყლის წინდების გასაღებას შეუწყონ ხელი.

    წყარო: http://bmu.li/HOF

    • ეჭვი კი მქონდა რაღაცაზე, მაგრამ ასეთ ვერაგულ გეგმას არ ვფიქრობდი მაინც 😦

  4. haha, postis satauri rom wavikitxe, vifiqre, naski ranairad unda dakargo, shua quchashi xom ar gaixdi-metki da mere gamaxsenda, rom mec dzalian bevrjer damikargavs, ufro xshirad cali..amitom chemi ujra savsea calcali naskebit da ramdenjerme wyvili rom ver vipove, asec mecva : ))))))))))

  5. სახალისო იყო… :))) მე ერთმანეთზე ვაბამ ხოლმე წყვილ წინდას და ნაკლებია იმის საშიშროება, რომ ცალი დამეკარგება ^^ :)))

  6. კიდე ერთს დავამატებდი, თმისაგრები მეკარგება საოცრად. მართლა ვერ ვხვდები სად მიდის. თუ მოვიხსენი ვსო რა, ვეღარ ვპოულობ ძველს და მერე მრცხვენია სულ ერთიდაიმავე თმისამაგრებით რომ დავდივარ 😀

  7. ნასკები გეკარგება??
    ჰობიტი გაყვს სახლში ან ის რა ქვია ვერ გავიხსენე ჰარიმ ნასკები რომ აჩუქა..
    მე არასდორს მეკარგება ნასკები და სხვა მსგავსი ნივთები : ))
    ალბათ იმტიომ რომ ადგილი ვიცი სად უნდა დავწყო ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით : ) )

    • რა მნიშვნელობა აქვს სად დადებ? სადაც დადებ, მეორე დღეს ხომ ისევ იქ უნდა იდოს? 😀

    • რომც დავაპნიო, მეორე დღეს ისევ იქ არ უდნა იყვეს სადაც დავაპნიე?
      ჩემს ოთახს ვერავინ ალაგებს ჩემს მაგივრად და ტავისით ხო არ გაქრებიან?

  8. ბოროტი თოვლის ბაბუა შემოგჩვევია:D 😀 მაგათი ამბავი ხომ იცი, სულ წინდების ნაკლებობა აქვთ და ხან ერთმანეთსაც კი ჰპარავენ ხოლმე:))) იცი რა ქენი? ერთ უმთვარო საღამოს ძმრიანი წინდები დატოვე ფანჯრის რაფაზე გადაკიდებული და მეტი აღარ შეგაწუხებენ…
    ყოველ შემთხვევაში თოვლის ბაბუები… აი შენს ზევით მცხოვრები მეზობლებისა კი რა მოგახსენო ;)))

  9. ნასკები და ცხვირსახოცები კიდე(მაგრამ ეხლა უკვე ერთჯერად სალფეტკებზე გადავედი და შესაბამისად არც დამიკარგავს დიდი ხანია) ხოდა კიდე ე.წ. ასანთები იკარგება ძაალიან მალე.

  10. მერე რომ აბნევ მაგას ვამბობო სად აბნევ ვერ ხედავ თქო : ))

    შნსი არაა ნასკი დაიკარგოს აი ლოგიკურად იმსჯელერ

    ეგეც ოქრო ხო არ არის ვირთხამ რომ მოიპაროს : ) ))

  11. არსებობს მარტივი რეცეპტი: ყიდულობ 10 წყვილ ერთნაირ ნასკს. ხოდა სულ ვერ იგებ რომელი რომლის წყვილია და ცალ-ცალკე იკარგებიან თუ წყვილ-წყვილად. ნუ, ფაქტია, რომ ნელ-ნელა რაოდენობა მცირდება. მე ვფიქრობ, უმეტესობას ჩემი ძაღლი იპარავს და გლეჯს, ან სარეცხის თოკიდან მიფრინავენ… არ ვიცი. საერთო რაოდენობა 1 ცალამდე რომ დადის, მერე ვყიდულობ შემდეგ 10 წყვილს

  12. მეც ხშირად ვკარგავ “ნასკებს” და მერე ცალ-ცალებს ვპოულობ სხვადასხვა ადგილას 🙂 მე სათავსების (კარადების და უჯრების) სიმცირეს ვაბრალებ ჩემს სახლში. კარგად თუ გადავქექავ, უგზო-უკვლოდ არც ერთი არ დაკარგულა, ყველა სახლშია – უბრალოდ მოძებნა არ უნდა? 😀 იმ დღეს გენ.დალაგებისას გარდერობის უკან ჩავარდნილი ორი სხვადასხვა “ნასკი” ვიპოვე 🙂

  13. ერთი გამოკითხვის იდეა მომივიდა, რა სიხშირით კარგაენ “ნასკებს” ჩვენი ტანამემამულენი, ხომ არ გააკეთებდი გიო Poll -ს? 😀 ისიც საინტერესოა, რომელი ქვეყანა ლიდერობის “ნასკების” კარგვის საქმეში 😀 😀 😀 😀 😀

  14. აუ რა ზე პოსტია :დ
    მეც ვკარგავ :დ
    ვიყიდი ერთ გროვა ნასკებს და მერე თვის ბოლოს მაქვს სამი წყვილი და სამი ცალცალი :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s