მიმართვა თბილისის მერს!

რამდენიმე კვირის წინ ფორუმზე თემა გავხსენი “მიმართვა თბილისის მერს” და აღმოვაჩინე, ბევრი ფიქრობდა ჩემნაირად.

თბილისის მერია

თბილისის მერია

არ მივკიბ-მოვკიბავ და პირდაპირ ჩამოვწერ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს:

  • გარემოვაჭრეებისგან და ბომჟებისგან გაიწმინდოს მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ბუკიას ბაღი! ტრუსიკების, ლიფებისა და შებოლილი თევზების გასაყიდად არსებობს მაღაზიები, წესივრად ვერ გაგვივლია ქუჩაში.
  • სამარშუტო ტაქსებს დაუწესდეს სტანდარტები, რომ თითოეული მანქანა იყოს კომფორტული და უსაფრთხო (შეიძლება ხაზების პრივატიზაციაც, ტენდერი და რამე…). მინდა სადაც მივდივარ – ცოცხალმა მივაღწიო.
  • დაუბრუნეთ ტროტუარი ფეხითმოსიარულეებს! როგორ შეიძლება ტროტუარზე იყოს პარკინგი მოწყობილი? ზოგმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის ფრენა და პატივი ვცეთ მათ. დაე ბორდიულზე გაჩერებული ყოველი მანქანა თავზე დააჭეჭყონ მძღოლს 🙂 და აქვე:
  • გაამკაცროს პატრულმა მუშაობა, აამუშავეთ ეს ქუჩაში დაყენებული კამერები, ოდნავადაც გადაკვეთა შუქნიშანთან გავლებული ამკრძალავი ზოლი (ბევრჯერ კინაღამ დამარტყეს როცა წითელზე გადავდიოდი აჭარასთან) დასაჯეთ ყველა და გადააახდევიეთ ჯარიმა, მეც მძღოლი ვარ და არც ფული მაქვს თავზესაყრელი მაგრამ მადლობას გეტყვით ესეთ დარღვევაზე თუ დამაჯარიმებთ, ოდნავ ნასვამზე პატრულმა 150 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა, ამაზე კარგი ჩემ ქვეყანას ჩემთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია, მადლიერი ვარ, რომ დამაჯარიმეს.
  • აიკრძალოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა პლაკატებისა და განცხადებების გამოკვრა, რას დაემსგავსა თბილისი, განსაკუთრებით ამ არჩევნების შემდეგ vik.gif ყველგან რაღაცაა მიკრული, დედა აღარ ჰყავს ქალაქს! მკაცრად დაისაჯონ ქალაქის დამბინძურებლები!
  • გაამკაცრეთ ნაგავის დაყრაზე ჯარიმა, ყოველ ფეხინაბიჯზე ნაგვის ურნებია, ხალხი მაინც ხის ძირში დებს ნაგვის პარკს, ამათ ეხლა ელეპარაკე კულტურაზე და მორალზე, ამათ უნდა მათრახი და დიდი ჯარიმები, ჯარიმები უნდა იყოს მანქანიდან სიგარეტის კოლოფის გადაგდებაზე, ცარიელი ლუდის ქილის გადაგდებაზე და ა.შ.
  • მიხედეთ მიწისქვეშა გადასასვლელებს და სკვერებს. ტუალეტადაა ლამის ყველაფერი ქცეული. ან დამონტაჟებული კამერები აამუშავეთ და დაიჭირეთ ასეთი მამაძაღლები, ან ტუალეტები ჩადგით ქალაქში.

ეს ძირითადებია, დანარჩენი იხილეთ ფორუმზე. პოსტი ბომჟზე,

ესეც ბონუსის სახით:

საქათმე კორპუსში

საქათმე კორპუსში

მივმართავ ბლოგერებს თხოვნით, თქვენს ბლოგებზეც გაამახვილეთ ამ პრობლემებზე ყურადღება, იქნებ როგორმე მივაწვდინოთ მერიაში ხმა 🙂

პ.ს.

თქვენ რას დაამატებდით? 🙂

Advertisements

46 responses to “მიმართვა თბილისის მერს!

  1. ვეთანხმები ზემოაღნიშნულს ანუ გამყრელიძის დასკვნას 🙂 კიდევ ქალაქის გამწვანებას თუ მიეხედება კაი იქნება, კარგი იქნება პატრული თუ დაინახავს რომ ვიღაც ლაწირაკი შუა რუსთაველზე შენობას rock 4ever-ს ან რამე მაგდაგვარს აწერს, მშობლები დააჯარიმოს (ნუ ეს მერიას ნაკლებად ეხება), კიდევ კარგი იქნება თუ შუა ქუჩაში ცივი იარაღის, კასტეტების და ა.შ. გაყიდვა აიკრძალება, რაც ადვილი დასარეგულირებელია, კარგი იქნება ცირკს და კიდევ სხვა ტერიტორიებს მსუბუქი და მჩატე ყოფაქცევის ქალბატონებს თუ მოაცილებენ. კიდევ რამეს თუ გავიხსენებ დავწერ, ხო Facebook-ზე დავაშეარე 🙂

  2. ხო მართლა, მე მძღოლი არ ვარ ჯერ, უბრალოდ მეოთხე პუნქტი ფორუმზე დაწერა ერთმა ლამაზად და გადმოვაკოპირე, ანუ იმისი სიტყვებია 😀

  3. მე დავამატებდი იმას რომ მარშუტკების და ავტობუსების მძღოლებს აეკრძალოთ მუსიკის ჩართვა, 😀 წაიღეს ტვინი ამ არ დაიდარდოს ღრიალით, თითქოს ჯაყჯაყი არ გვყოფნიდეს 😀
    ჰო კიდევ გარემოვაჭრეებისგან გაიწმინდოს არამხოლოდ მარჯანიშვილი არამედ მთელი თბილისის ქუჩები.

    • მთელ თბილისსა და მთლიან გარევაჭრობას რაც შეეხება, რაღაც ფორმებში უდნა იყოს დაშვებული, აი პრესის და ორი წუთის ჯიხურების პონტში, ან რამე სხვანაირიც შეიძლება. მთავარია სისუფთავე და წესრიგი იყოს, ქუჩაში სეირნობისას აქოთებული გამყიდველი და გამოფენილი ტრუსიკები არ უდნა გვხვდებოდეს 😀
      მარჯანიშვილზე რაც ხდება, მართლა მარაზმია: მეტროდან გამოსვლისას ხშირად რიგში დრომა მიწევს ხოლმე რომ ორი ნაბიჯი გადავადგა, ქუჩის მეორე მხარემდე მიღწევას 10 წუთი და ჭიდაობა სჭირდება 😀

      • ბიჯო მაგ ციგანკებს უნდა შევაკვდე მე ასე მგონია :))

        მთელი შუადღის შესვენება გაიწიე-გამატარეში გადის. მართლა მაგარი ბარდაგია მარჯანიშვილზე და ვერ ვხვდები, რატომ არაფერს აკეთებს უფლებამოსილი სამსახური.

    • “მე დავამატებდი იმას რომ მარშუტკების და ავტობუსების მძღოლებს აეკრძალოთ მუსიკის ჩართვა, წაიღეს ტვინი ამ არ დაიდარდოს ღრიალით, თითქოს ჯაყჯაყი არ გვყოფნიდეს”
      +1

  4. გეთანხმები ყველაფერში !
    და, ჩემი მხრივ, დავამატებდი ფეხითმოსიარულეებზე ჯარიმის გამკაცრებასაც.
    რა წესია, მიწისქვეშა გადასასვლელის ზევით რომ გადარბიან და კიდევ, თუ რამე მოხდა, მძღოლია დამნაშავე.
    ეგეთს რომ ნახავ, უნდა დაატაკო მანქანა და მიუყარო ყავარჯნები 😀 😀

    • ეგ პრობლემა მაინცდამაინც აღარ დგას მგონი 😀
      შეიგნო ხალხმა რაღაც-რაღაცები და დებილი თუ არაა, ისიც რომ მიწისქვეშათი უნდა ისარგებლოს 😀
      ნუ თუ არადა ყავარჯნები გეგდება მნქანაში და ეგაა 😀

      • როგორ აღარაა პრობლემა?! ეგ იქნება პრობლემა მანამ, სანამ მიწისქვეშა გადასასვლელების საპირფარეშოსგან გარჩევას ისწავლის საზოგადოება!!! :@ :@ :@

  5. ახლა ოცლარიანი ჯარიმა მკვიდრდება ქუჩაში ნაგვის დაგდებაზე. დანარჩენი პრობლემებიც იმედია მოგვარდება.

  6. რამდენიმე პარტიას მივწერე დღეს ფორუმის და ამ პოსტის ლინკი და იქნებ იმათმა მაინც მიაწვდინონ შემდეგ მერიას ხმა 😀

  7. გიო, მომისმინე: რა ქენი იცი? განცხადება დაწერე ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოაწერინე ხელი. მერე ეს განცხადება მერიაში მიიტანე და ვალდებული იქნებიან განიხილონ და პასუხი გაგცენ. რაც მეტი იქნება ხელმოწერები, მით მეტია შანსი, რომ სასურველ შედეგს მიიღებ. ბერო

    • განცხადება უკვე წერია, ახლა ყველამ დავასკანეროთ ჩვენი ხელმოწერები და გავუგზავნოთ გიოს, მერე გიო მიაბამს ამ პოსტს და გაუგზავნის მერიას მეილით.
      ხომ უნდა გამოვიყენოთ ”ტექნიკური პროგრესი” :დ

      • ხელმოწერების ფუნქციას კომენტარები და აქტივობა ასრულებს ^^
        + რასაც ვითხოვთ აშკარად გვეკუთვნის და ჭკუასთანაც ახლოა 🙂

        just share and comment 😀

  8. დინამოს კორტებთან (კოლმეურნეობაზე) დაამთავრეთ “უგულავას ხიდი” 🙂 ბოძები ჩაყრილია უკვე თვეები და მას მერე არაფერი ხდება.

  9. მშვენიერი მოთხოვნებია, რაო არ გამოგეხმაურა მერია?
    მეც დავამატებდი, რომ
    1. დაწესდეს რამენაირი ჯარიმა (უკიდურეს შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფის სახის) საზოგადოებრივ ტრანსპორტში მჭყივანა გოჭით, მოკრიახე ქათმებით, სუნიანი თევზით, ჭყინტი ყველით, წვნიანი მარწყვის პარკით, (რომელიც სადაცაა გაიხევა), ნასვამ, გალეშილ და დაუბანელ, (ასევე სველ) მდგომარეობაში ასვლა.
    2. ავტობუსები გაჩერდნენ იქ, სადაც არის ნიშანი ”ავტობუსის გაჩერება”. მგონი ხელის ქნევა არ უნდა მჭირდებოდეს ავტობუსის გასაჩერებლად.
    ჯერჯერობით ეს მაწუხებს, დანარჩენსაც მოვიფიქრებ..

  10. ერთი შესწორება:

    თუ ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი ინტერნეტი გაქვთ, რადგან ინტერნეტი გაქვთ – ესეიგი საქართველოს საშუალო ფენას განეკუთვნებით

    და

    ცხადია, რომ გარე მოვაჭრეები არ გსიამოვნებთ, იმიტომ რომ ალბათ ”ხედს აფუჭებენ” გაითვალისწინეთ მხოლოდ, რომ – იმ ადამიანებისთვის, ეგ ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ყველაფერი რაც არ გსიამოვნებს, არ შეიძლება ერთბაშად გაზის კამერაში შეყარო.

    დანარჩენს ვეთანხმები.

    • გაიხარე ძმაო, მაგ კომენტარს ვეძებდი და მიხარია ერთმა ადამიანმა, რომ დამასწრო და დაწერა!!!
      ნუ ვინ რომელ ფენას მიეკუთვნება მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს… ნუთუ მაგას ვერ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პირობებში, სადაც უმუშევრობა ყვავის და ხალხს პურის ფული არ აქვს, მსგავსი მოთხოვნები არ უნდა წამოვაყენოთ?! იქნებ ჯერ ის მოგვეთხოვა, რომ რეფორმების მეშვეობით ხელი შეეწყოთ დასაქმებისთვის?! მეტროში ჯდომას და მათხოვრობას, ხალხი საქმეს აკეთებს, შრომობს და ოჯახს არჩენს… თავიანთი გჭირვება არ ეყოფათ?!
      პ.ს. დანარჩენებში მეტწილად ასე თუ ისე გეთანხმებით… : |

      • ის არ თქვა ახლა, გზების დაგებას ჯობია ფული დავურიგოთ ხალხსო :spy:

        გარევაჭრობა უნდა იყვეს, მაგრამ არა ასეთი ფორმით!

      • მერე ფორმის მოძებნაზე მე და შენ არ უნდა ვიტკიებდეთ თავს… : | : | : |
        გზების ნაცვლად არა, უაზრო ხიდების და სრა სასახლეების ნაცვლად, ნამდვილად შეიძლება ეგ…. : | : | : |
        შენ, რომ იყო მათ ადგილას ეგეთ კომენტარს არ დაწერდი… იერსახეს არ გავარტყი, როცა ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი?! : | : | : |

      • მაგას რომ გავყვეთ ახლა, აშენება ჯობია თუ ფულის დარიგება, ძალიან შორს წავალთ.
        მოკლე ქეისს გეტყვი, რომელიც ძირითადად რეალობაა-ხოლმე: ოჯახში ცხოვრობს 70 წლის მოხუცი ქალი, 80-წლის ავადმყოფი ქმარი და 26 წლის ვაჟი. ყველა უმუშევარია. შიმშილით რომ არ დაიხოცონ, ეს მოხუცი ქალი ტრუსიკებს და შებოლილ თევზს ყიდის მარჯანიშვილზე. შენ ხარ თბილისის მერი, როგორ მოიქცეოდი? რაც შეიძლება მოკლედ მითხარი 🙂

      • ver vxvdebi ras moitxov…. ras hkvia rogor movikceodi?! meri, rom viyo mecodineboda rogor unda movikce da axla ese haerze ra gipasuxo?! me chemi azri natlad davapixire mgoni… 😉

  11. ციგნები, ჩინელები და ინდოელები ქუჩაში გამყიდველებად პარიზშიც არიან და ბრიუსელშიც.
    თუმცა, იქ დიდ ნაჭერზე უყრიათ ყველაფერი (ჩვენთან რომ ერთ დროს ჩინელები აწყობდნენ ან მშრალ ხიდზე როგორცაა) და პოლიციის გამოჩენისთანავე ერთმანეთს აცნობებენ და გარბიან. ანუ აკრძალულია და თან აცლიან, თან უშლიან.

    მაგრამ ჩვენთან ფესვგადგმულად ზიან და მართლა სირცხვილია. მესმის რომ უჭირთ, მაგრამ რაიმე უნდა მოიფიქროს ადგილობრივმა მთავრობამ, რომ არც ისინი მოკვდნენ მშიერი და არც ქალაქი დაემსგავსოს დეზერტირების ბაზარს.
    მაშინ რაღა აზრი აქვს გმირთა მოედანზე მემორიალის აღმართვას ან ულტრახიდის გადაჭიმვას რიყეზე?

  12. tqve ubedurebo meti saqme ar gaqvt aq ro cert ragac uazrobebs is aikrdzalos es aikrdzalos staianshikebi agar idgnen ra tqveni saqmea idgebian tu ara ras gishlit da ra tqveni saqmea padzemkit isargeblebs tu zemodan gadava daayenet erti adgili da tqven tavebs mixedet jobia ra

    • მანქანა რომ დაარტყავს და საწყალ მძღოლსაც საფრთხეში აგდებს მიწის ზევით გამომხტარი მოქალაქე, კაია? მძღოლის ბრალია თუ არა, მძღოლისთვისაც და იმ უბედურისთვისაც ტსრესია!! თუ ცოცხალი გადარჩა და შენ, ჯერ ზრდილობა გესწავლა ჯობდა – შენნაირების გამო გვაყრია ხეირი ზუსტად!!

  13. თქვენ იყავით კარგად და არა მარტო თბილისის მერს მივმართოთ მაგით, ვითომ ქუთაისის მერმა რა დააშავა? აქ არ ყარს ყველაფერი მოჯმულ-მოფსმულის სუნად? თუ აქ არ ყიდიან ლიფ-ნიფხვებს ქუჩაში? თქვენთან ძროხები მაინც არ დატანტალებენ ცენტრალურ უბნებში

  14. @salome tim მეტი საქმე არ გაქვს რომ კითხულობ და პასუხობ ამ ,,უაზრობებს,,?
    სანამ ისიც კი არ ვიცით თუ რატომ უნდა ჩავიდეს ადამიანი მიწისქვეშაში იქმდე ვერც გარემოვაჭრეებს მოევლებათ და ვერც ქუჩაში ფსმა-ჯმას.

  15. სალომე შენ ეტყობა ყრუ-მუნჯ-ბრუციან-დაუნ-ენცეფალიტიანთა პარტიის თავმჯდომარეობას ეპოტინები და მე გირჩევდი რომ ჯერ ექიმს მიაკითხო და მერე მიწისქვეშა გადასასვლელებში მაქსიმუმ 5 წუთი გაჩერდე და მერე იქნებ როგორმე მიხვდე რაც შენ დაწერე(და მანამდე იფიქრე(იმედია ფიქრი ცოტათი მაინც შეგიძლია) )!!!
    P.S. მიმართვას და კომენტარებს მეც ვუერთდები (salome timoshenkos garda) და აქვე მინდა მოწონება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით რაც სისუფთავის მხრივ გაკეთდა და კეთდება.

  16. martali gitxrat is rac daicera yvelaperi martla didi problema! aris adgilebi qalaqshi sadac ver gaivl,i idzulerulixar shoridan shemouaro sashineli anti sanitaria da suni dgas. varketilshi ro aiaro bazridan metromde guli cagiva iseti sunia bolobolo rit ver gaiges ro ar shedzleba gzaze yido yveli da mcnili da iqve xvride im gamonadedn cves au ra gamoascorebt am xalxs ar vici

  17. shen ra magari yofilxar, azrovneb ra, shen isic gecodineba rogor unda mogvardes es problemebi xo? 🙂 shen gifiqria imaze, rom am problemebis mogvareba ramdenime dgeshi sheidzleba, magram aba dafiqrdi ramdeni adamiani da mati ojaxebi darchebian lukmapuris gareshe, jerjerobit saxelmwifos araaqvs am problemebis mogvarebis aranairi gza, magram isic martalia, rom reformebs taoba unda sheewiros

  18. ყველაფერში გეთანხმები გიო, მაგრამ გარე მოვაჭრეები მეცოდებიან, ეს მათთვის თავის შენახვის ერთადერთი საშუალებაა. მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ თუნდაც ერთი პატარა დახლი იქირაონ და სალარო აპარატი ამუშაონ – ამხელა ბრუნვა არ აქვთ. ახლა დაიწყეს მათგან ქალაქის გაწმენდა ისევ, გარკვეული შეღავათიც დაუწესეს, რაც არასაკმარისია ჩემი აზრით. მაგრამ იქ მაცხოვრებლებიც მეცოდებიან – ხუმრობაა მთელი დღე ამ გნიასის ატანა? მომხმარებლებისთვის კი ცივილიზებულ პირობებში ვაჭრობა უფრო სასიამოვნოა, თუმცა ამ ცივილიზებულმა პირობებმა 2-3 ლარი არ უნდა მოუმატოს ფასებს, – ძალაუნებურად ისევ ქუჩაში გავა ყველა და მოუგვარებელ პრობლემად დარჩება. სისუფთავის, ტრანსპორტის და სხვა პრობლემებთან ერთად, ამ ე.წ. “ციგნების” პრობლემაც მოსაგვარებელია – პირდაპირ ყაჩაღებიით თარეშობენ ქიჩებში 😦 ამ პრობლემებს მივუძღვნი ერთ კარგ პოსტს…. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s