უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად?

რიგით თბილისელს თავის მოკვლის მეთოდების დიდი არჩევანი აქვს 🙂 შეუძლია მშრალი ხიდიდან გადახტეს ტრასაზე,  რამდენჯერმე ზედიზედ დაესწროს იუმორინას კონცერტს, მერაბიშვილის ცოლს აგინოს, ანდა უბრალოდ იმგზავროს მიკრო ავტობუსით.

მიკროავტობუსის სკამი

წნორი - თბილისის მიკრო ავტობუსი

სოფლიდან მომავალს მიკროავტობუსში ჩვეულებრივი, “ოჯახის” სკამი დამხვდა. თავიდან ვიფიქრე თბილისში მიაქვთ, საბარგულში ვერ ჩაატიეს და სალონში დადგეს-მეთქი, მაგრამ როცა მძღოლმა ცარიელი ადგილები გადათვალა და ზედ ოთხფეხა ხის ნაფოტიც მიათვალა, სიბრაზისგან კანი ამძვრა (ისედაც ნერვებზე ვიყავი ათხრილი:  სალონში ისეთი ბოლი იდგა ცრემლები გვდიოდა, საშინელი სუნი, ზამბარაამოგლეჯილი სკამები, გახვრეტილი იატაკი, მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ). კულმინაცია გაზგასამართ სადგურზე მოხდა, როცა მანქანის დატენვის დროს მძღოლმა გადმოსვლა და მოშორებით დადგომა არ მოგვთხოვა, რაც კანონდარღვევაა და მგზავრების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მე კი ჩავედი, მაგრამ ჩემ გარდა არავის უფიქრია ჩამოსვლა, ალბათ ვერც მიხვდნენ რატომ ჩავედი…

თბილისის სახაზო მიკროავტობუსები მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ სკამები ხისა არ არის. დასაჯდომი ადგილები ისეა “დაგეგმილი”, ავარიის შემთხვევაში მგზავრების 95%-ს უეჭველი სიკვდილი ელის (დანარჩენი 5% ავარიამდე მოკვდება მოსალოდნელ კატასტროფაზე ფიქრითა და ნერვიულობით). სიცოცხლეზე რომ არფერი ვთქვათ, ფიზიკურ ჯანმრთელობას მაინც მივხედოთ! თუ “მარშუტკის” სკამზე ისე დაჯდომა მოახერხე, რომ მუხლები სწორად გეწყოს, ხერხემლის გამრუდებას მაინც ვერ ასცდები. კარგი, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც დავანებოთ თავი, ფსიქიკას მივხედოთ: 20 კაცი თავზე რომ გადგას და თვალებით გეხვეწებიან: “ადგილი დამითმე შენი ფეხების ჭირიმე”, არ დაიდარდოს რომ უსმენ ძალაუნებურად

ოდესმე შეწყვეტენ ქალაქის მერობის კანდიდატები იდიოტურ დაპირებებს (წყალი უფასო, დასაქმება, მთვარეზე საგზურის გაიაფება, ხინკალი უკვე 30 თეთრად…) და რეალურად იზრუნებენ ქალაქზე? ის მთვარის საგზურები და დასაქმების ტალონები გაიკეთონ… გაიკეთონ თავისთვის ჩარჩოში და კედელზე გაიკრან!

აუცილებელია კანონით დადგინდეს საჯარო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და მომსახურების ნორმები! ბორბლებიან საქათმეებს აეკრძალოთ რეისზე სიარული და თუ ვინმე წესებს დაარღვევს, ან პანიკას ატეხს – არიქა ხალხი უმუშევარი დარჩებაო – საჯაროდ დაწვან, იმის ფერფლისგან პუდინგი გამოაცხონ და ამ ძაღლს აჭამონ:

ძაღლი

ლამაზი ძაღლი

Advertisements

9 responses to “უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად?

  1. ვეთანხმები პათოსს. მარშუტკებზე ყლეობა ჯერ არაფერი შეუქმნიათ, მით უმეტეს ჩვენ მძღოლებს რომ აქვთ გადაკეთებული, ისეთი. პიგმეებზეა გათვლილი… დაჟე მეც ვერ ვატევ მუხლებს და ჩემზე ცოტა გრძელი რომ იყოს ვინმე, მოუწევს დაკეცვა და ისე დაჯდომა.

  2. ჰაჰა. მორიგი “კისერიც გიტეხია” სიტუაცია :))) ძველისძველი პაზიკები რატომ არ გიკვირს? იქ უარესები ხდება. შინაური ცხოველ-ფრინველების მგზავრობა და ა.შ. მაგრამ ალტერნატივაც რომ არაა? 🙂

    • კისერიც უტეხიათ მერიაში და დედის ძვლებიც, მაგრამ მომავალი მერი ამას თუ არ გამოასწორებს, კარტოფილს შევუწვავ და არ ვაჭმევ.
      ან არც შევუწვავ და მოვატყუებ შევწვი-მეთქი. იიშ!

    • კი, ძალიან.
      მაგაზე ვინც დაჯდა 50-ჯერ ამოყირავდა მთელი გზის განმავლობაში.
      ფაქტიურად გამოვიდა, რომ კი არ იჯდა, არამედ ძირს ეგდო 😀

  3. გამოხმაურება: მიმართვა თბილისის მერს! « komisia corp. © გიორგი ბერიკელაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s