ავერსი თუ PSP?

ბოლო დრომდე ლოიალურად ვიყავი განწყობილი როგორც ავერსის, ასევე პსპ-ს საფთიაქო ქსელის მიმართ. თვალს ვხუჭავდი მათ მანკიერ გამოხტომებზე, მაგ: “ლეღვომიციტინი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაჩვოფარმი, იგივეა! წაიღე!”, “ამისი ხურდა არ გვაქვს და ასპირინსაც ხომ  არ აიღებ?”. თვალს ვხუჭავდი უცხოპლანეტელი მომსახურე პერსონალის გადაღლილ და ნატანჯ სახეებზე.

ავერსი PSP აფთიაქი

PSP და ავერსი

მაგრამ საზღვარი ხომ ყველაფერს აქვს? რამდენიმე დღის წინ ავერსში წამლები ვიყიდე (რა თქმა უნდა შემცვლელები შემომტენეს), როცა გამყიდველმა მითხრა ხურდა 5 თეთრი არ მაქვსო და სანაცვლოდ ერთი ცალი სანტავიკი (რომელიც 1-2 თეთრი ღირს) შემომაჩეჩა – ამომასხა ყელში ამდენი ხნის ნაგროვებმა ბოღმამ! გადავწყვიტე აღარასდროს მესარგებლა მაგ მათხოვარი და ჩათლახი კადრებით დაკომპლექტებული აფთიაქით! შეიძლება არც ერთ ყიდვაზე არ ჰქონდეთ ხურდა? ყოველ ჯერზე ნაგვები უნდა მატენონ კუთვნილი ფულის სანაცვლოდ? მშვენივრადაც აქვთ ხურდა! და თუ მაგხელა ჯართ ქსელს მართლა არ აქვს განვითარებული ფინანსური არხების ლოჯისტიკა, გაიკეთონ უკან მთელი ინფრასტრუქტურა!

იმ დღისითვე PSP-ში შევედი, ბლომად გაციების წამლები ვიყიდე და 100 ლარიანი რომ დავანახე შეიცხადეს: ამისი ხურდა საიდან უნდა გვქონდეს, წადი დაახურდავე და მოდი ისევო! დავიჯერო ამხელა ქსელს მართლა არ ჰქონდა 100 ლარის ხურდა? რომც არ ჰქონოდა, თვითონ უნდა ეზრუნათ დახურდავებაზე და მაქსიმალურად მომმსახურებოდნენ!

დამთავრდა კლიენტების ფეხზე დაკიდების დრო! გავარტყი ავერსსაც და პსპ-საც! ვისარგებლებ GPC-ით 🙂

fuck aversi psp

Fuck ავერსი & PSP

დავიჯერო თქვენ კმაყოფილები ხართ ამ ორი სააფთიაქო ქსელის მომსახურებით? ან თქვენთვის არ შემოუტენიათ თავისივე ფარმაცევტული კომპანიის მიერ დამზადებული “შემცვლელი” ან ხურდაში – სანტავიკი?

p.s. ამ პოსტს ვწერ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ, რაც მეტყველებს ჩემი გადაწყვეტილების სიმტკიცესა და გააზრებულობაზე. აი ასე 😛

p.p.s. პოსტის სპონსორია შ.პ.ს. “გაედო ბუდას”, ოქროს სპონსორი “გამწარებულ მშობელთა კავშირი”, საინფორმაციო მხარდაჭერა – რადიო “ამოვიდა ყელში”.

Advertisements

20 responses to “ავერსი თუ PSP?

  1. +1 GPC rules 😀
    სამწუხაროდ 2 ვე კომპანია ნაგავია, რაც არ უნდა კარგები ეძახოს ხალხმა, GPC მართლაც საუკეთესოა ჩემი აზრით. ხშირი შეხება მაქვს და კარგად ვიცი რა ბარგიც აქვთ 2 ვეს, თუმცა ძირითადად ი
    სევ სტაფის ბრალია ყველაფერი, ადმინისტრაციულირათქმაუნნდა

  2. მეც მიჩვეული ვარ და როცა ის წამალი არ აქვთ რაც მე მინდა, უბრალოდ არ ვყიდულობ.

    ხურდას რაც შეეხება, ჯერ ხურდაზე არ დაუწუწუნიათ. დაიწუწუნებენ და ან თვითონ დამიხურდავონ ან გავაუქმებ რაც ვიყიდი იმას.

  3. მომსახურეობა გინდათ აფთიაქში, გინდათ მაღაზიაში და სადაც გინდათ საქართველოში სად არის მითხარით და არ მინდა მეტი არაფერი (ცალკეული პიროვნებები და იშვიათი, გამონაკლისები არ ითვლება ოღონდ). ხურდა არ მაქვს ესეც მაგარია 🙂 მაგის წამალი პლასტიკური ბარათია თუ აქვთ ტერმინალი.

    წამლებს სახელი რა ერქმევა პრინციპში არაფერი მნიშვნელობა არ აქვს თუ ფასით იგივეა.

  4. რა დამთხვევაა, ამ დღეებში უნდა დამეწერა მეც :)))
    მარა მე ორივეზე არა
    მე პსპ-ს მომსახურებით კმაყოფილი ვარ, აი ავერსიმ კიდევ სიცოცხლე გამიმწარა. როცა არ უნდა შევიდე არაფერი არ აქვთ, არაფერი არ იციან, ვერაფერს ვერ გირჩევენ, თუ აქვთ და წინ და უკან უნდა გაწანწალონ სალაროდან რაღაც მეორე ფანჯარასთან, სადაც ხურდას მოგცემენ… მოკლედ რა, ყელშია ავერსი
    პსპ არა, პსპ მომწონს. ყოველთვის ვიღებ მაგათთან იმას, რაც მინდა

  5. ღმერთო ჩემო ნუთუ ავერსი და პსპ გარდა საქართველოში სხვა პრობლემა ვერ იპოვეთ.თუ ჯპს-დან ხართ და მაგიტომ.ტელევიზორს თუ უყურებთ ხოლმე ნახავდით რამდენი აფთიაქი დააყაჩარეს ამ ბოლო დროს და იქნებ მაგიტომ არ იტოვებენ სალაროში ზოგჯერ ხურდას? იქნებ მართლა უკეთეს წამალს გთავაზობენ? არ შეიძლება ყველაფერში ცუდის ძებნა.იცით ჩემი რამდენი ახლობელი გადაურჩენიათ ექიმის დაუდევრად გამოწერილი წამლისგან სიკვდილსგან მაგ ფარმაცევტებს..ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშოთ.ყველგან არის ცუდი და კარგი.ვთქვათ იმაზე რომ გქონდეთ პრეტენზია რომ ძვირია წამლები ან რამე მსგავსი დაგეტთნხმებოდით. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმ თქვენს მიერ გალანძღული ფარმაცევტებთან მისვლას ამჯობინებინ ექიმთან მისვლას დამიჯერეთ..

    • დაყაჩაღება რა შუაშია 5 და 10 თეთრიანებთან? ხურდა ფული საერთოდ არ მიაქვთ არათავმოყვარე ყაჩაღებსაც კი 😀
      და ყველაფერში ცუდის ძებნა არ ჰქვია მაგას, მაგ ცუდს თვითონ გვახვევენ აგრესიულად თავზე და ჩვენს ნერვები გვაქვს. დღევანდელი გამძაფრებული კონკურენცის პირობებში თუ იმხელა შეგნება არ აქვთ მაგხელა ფირმებს, რომ ხეპრულად არ მოექცნენ მყიდველებს მაშინ საერთოდ გაკოტრების ღირსებიც კი არიან. ყველანაირად უნდა ცდილობდნენ რომ უმაღლესი დონით მოგვემსახურონ, და თუ არ აქვთ მაგისი თავი – კარგად იყვნენ. მე იქ არავის ხათრით არ შევდივარ რომ თვალი დავხუჭო უმსგავსობებზე. არ მომეწონება – არ შევალ! და როცა ამხელა ფულს ყრიან რეკლამაში, ჩვენ ასეთები ვართ ისეთებიო, კეთილი უნდა ინებონ და მართლა მასეთები გახდნენ.

    • გეთანხმებით თქვენ. განსაკუთრებით არაკორექტული საუბარია, რომ ,,უცხოპლანეტელ მომსახურე პერსონალს” უწოდებენ ფარმაცევტებს.
      რაც შეეხება ხურდას, როცა 0,60 თეთრიან ლევომიცეტინს ყიდულობ 100 ლარიანი არ უნდა მიაწოდონ. აფთიაქი ბანკი არ არის და არც ვალუტის გადამცვლელი ჯიხური. ეს ადამიანი როგორც ჩანს თვითონ არის უცხოპლანეტელი.

  6. @ Teko დამიჯერე რა მაგ ფარმაცევტებს რასაც დაუდებენ იმას ყიდიან :)და შენ თუ ერთერთი მათგანიხარ ნუ გეწყინება, ან თუ ახლობელი მუშაობს რავი :))
    არამგონია აქ ვინმე რომელიმე აფთიაქის თანამშრომელი იყოს.

  7. არცერთში არ ვმუშაობ და არც ნათესავი მუშაობს .უბრალოდ ძალიან ხშირი შეხება მაქვს აფთიაქთან და ძალინ ბევრჯერ გულთან ახლოს მიუტანიათ ჩემი პრობლემა და ადამიანურად დამხმარებიან..იმაში კი შეიძლება მართლები ხართ რის გაყიდვასაც ავალებენ იმას გთავაზობენ მაგრემ ჩვენ უნდა გვასმოდეს რა გვინდა და ვის ვენდოთ. ჯი-პი-სიში უკეთესი სიტუაციაა ან სხვა აფთიაქებში? რაც ეს ქსელები არსებობენ სულ დავდივარ და არცერთხელ არ უთქვიათ 5თეთრიანი არ გვაქვსო.ან მე შემხვდა ყოველთვის ანგელოზები ან თქვენ ცუდები..ბევრ რამეში გეთანხმებით არ უნდა იყოს მონოპოლია.მაგრემ იქ ვინც მუშაობს იმათ დანაშაულს ვერეფერში ვხედავ.

  8. მეგონა მარტო მე მატენიდნენ სხვა წამლებს 😐

    ”გაიკეთონ უკან მთელი ინფრასტრუქტურა!”, ცუდად გახდომის სურვილი დამიკარგეს, ახვრებმა! 🙂

  9. ჯი პი სი ში არის ყველაზე ნორმალური მომსახურება და წამლის ხარისხი, თუმცა ფარმადეპოში იაფია, მაგრამ წამლის ვადას უნდა დახედო……..

  10. ise chventan tu daakvirdebit, cvrilpexobis ponze yoveltvis vigac ors miyavs xolme stosi—psp da aversi.rustavi da imedi.magti da geoceli…asatiani da jorjoliani…….. ( da misha da vano?) ara amat yvelas rom kitxo brendebi arian,magram “delo v kachestve” rogorc cxonebuli chantladze ityoda 🙂

  11. გეთანხმები არც ავერსის მომსახურება მომწონს და არ პსპ-სი. მაგრამ ფარმაცევტმა რა უნდა ქნას?! რაც ევალება იმას აკეთებს და თუ არ გააკეთებს სამსახუსრს დაკარგავს. სამუშაოს სხვაგან ვერ იშოვის, იმიტომ რომ ავერსის და პსპ-ს მონოპოლიაა გამეფებული და არ აძლევენ წვრილ აფთიაქებს თავის დამკვიდრების საშუალებას.

  12. ავერსიც და პსპ–ც აგრესიული გასაღების მექანიზმებს იყენებენ, ისინი ვინც ღებულობენ ამგვარ “მომსახურებას” არიან გაუთვიცნობიერებელი მსხვერპლნი, ზოგისთვის ამაში არაფერია მიუღებელი, იმიტომ რომ არ ესმით პრობლემის არსი და თვლიან რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს რა სჭირდება მომხმარებელს, არადა და ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ ის ევალებათ გასცენ დანიშნული წამალი და არა ის რაც მათ რეზერვებშია. ვაი ჩვენ პატრონს რომ ექიმებიც მათ სამსახურში არიან დღეს დერმატოლოგთან ვიყავი, კოღოს ნაკბენი გამიღიზიანდა და იმდენი წამალი გამომიწერა 120 ლარი გადაუხდია დედაჩემს და თანაც ყველა იქვე დისპანსერის აფთიაქში, სახლში რომ მოვედი და ახლობელ ფარმაკოლოგთან დავრეკე და აღმოჩნდა რომ არცერთი არ იყო აუცილებელი, ყველა დამხმარე იყო, მერე ვნახე და ყველა ერთიდაიგივე მწარმოებლის გამოშვება იყო, ხოდა ყველაფერი გასაგებია, ექიმიც მოსყიდული ჰყავთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s