ერთი თვე facebook-ის გარეშე

25 დეკემბრის დილას facebook-მა ბანი დამადო 😦  რატომ? რამდენიმე სავარაუდო მიზეზი მაქვს, თუმცა დაზუსტებით დღემდე ვერ გავიგე.

facebook

facebook

არსებობს 13 მიზეზი, რის გამოც შეიძლება სახწიგნაკმა აბუჩად აგიგდოს, დაგამციროს და ოცნების კოშკები დაგინგრიოს:

  • იყენებ სხვის სახელსა და გვარს
  • გაწევრიანდი 200-ზე მეტ ჯგუფში
  • დაფლუდე ჯგუფის wall-ები
  • დაფლუდე მეგობართა wall-ები (მიკვირს yes/no-ს მომხმარებლებს რატომ არ ბლოკავენ)
  • დაუმეგობრდი არარეალურად ბევრ მომხმარებელს (შენი ინიციატივით არ უდნა დაუმეგობრდე 5000-ზე მეტ ადამიანს)
  • თქვენი სკოლა/ორგანიზაცია საეჭვოდ გამოიყურება (მაგ.: ალქაიდას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 😀 )
  • “უჯიკებთ” ბეევრ მომხმარებელს
  • თქვენს აპლიკაციებს არეკლამებთ wall პოსტებით
  • აგზავნით ერთიდაიმავე შინაარსის ბევრ შეტყობინებას
  • თქვენ ხართ ძროხა, ძაღლი ან ბიბლიოთეკა
  • ხართ არასრულწლოვანი და მითითებული განათლება არარეალურია
  • წერთ შეურაცხმყოფელ პოსტებს

რა შეიცვალა ამით ჩემს ცხოვრებაში? არაფერიც არ შეცვლილა! უფრო მეტი დრო დამრჩა სამუშაოდ და კარგი რაღაცეების გაკეთებაც მოვასწარი 🙂 თავიდან ცოტა ლომკები კი მქონდა, რაღაც რომ მოხდებოდა მინდოდა სადმე დამეწერა, თუმცა მეყო ნებისყოფა და დავიკიდე 😀

ფეისბუქის მოხმარების წესებს რაც არ უდნა მოხდეს მაინც არ წავიკითხავ, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად ვიქნები. ან ვინმე საერთოდ კითხულობს მაგ წესებს? იცავთ რამე წესს ფეისბუქზე? 😀

12 responses to “ერთი თვე facebook-ის გარეშე

  1. არსად არასდროს არაფრის წესი არ წამიკითხავს : ))
    რაც შეეხება მაგ მიზეზებს, არცერთის გამო არ დამბლოკავენ და შემილია მშვიდად ვიყო..
    მე ფეისბუქის პატიოსანი მომხმარებელი ვარ: ))
    და ველქამ ბექ : ))

  2. @Giusha: უჯიკე ერთი მაგას 😀

    @დემეტრე: იმის იმედი მაქვს, რომ მაგ ჩამონათვალში ცხენი არაა ნახსენები, ასე რომ ძროხა და ბიბლიოთეკა წყალსაც წაუღია 😀 ღლიად 😀

    • ბევრჯერ ვიფიქრე მაგაზეც, მარა რომ მახსენდებოდა ამ პროფილში ჩაყრილი შრომა გული მიცხუვდებოდა საერთოდ ფეისზე 😦 თუ არ დამაბრუნებდნენ სხვა ქსელში მოვძებნიდი გამოსავალს.

  3. არადა, ალქაიდას ადამიანთა უფლებების დაცვის ბიუროს ან რამე ეგეთ ქვეორგანოს წარმოადგენ და მალავ! :))

  4. me warning gamomigzavnes dabanvis muqarit 😀 zuzus foto davde, lamazi iyo,ara erotika ,arapornografia, ubralod kargi fotonamushevari 😀
    ravic izuzuebi da trakebis grupebi akvs xalxs iset ifotoebit omr ufro sagangashoa da me ras mecnen ver mivxvdi lol 😀

Leave a reply to Landish კომენტარის გაუქმება