წერის “ჯაან ჩაკალელი” მანერები

ჯინეტის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება წერის მანერათა პალიტრა. უზერები წერის მანერით ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ სტილს, მაგრამ სინამდვილეში რას აღწევენ ამით ძნელი სათქმელია.

ყველაზე თვალშისაცემი მემბერი forum.ge-ელი  PINKY-ა, რომლის წერის მანერას თითქმის ყველა ფორუმელი კარგად იცნობს – ვარდისფერი ფონტით დაწერილი ქწერტყ ტყპე ტეხტ. არსებობს ასევე აპრობირებული და ფართოდ დანერგილი სტილები, მაგალითად:

  1. ბოლო ასოების დაგრძელება – (ვააააა გიოო როგორრრ ხააააარ?)
  2. ვითომ ბავშვებს ბაძავენ – (შაჭყალსა ბეკეკას დაშჩხა და ჭყალი მოშჭყურდა)
  3. ვითომ ბავშვებს ნაძავენ 2 – (ცაწკალცა ბეკეკუნას დასცქა და წკალი მოსწკულდა)
  4. კაი ბიჭური დამწერლობა – (Dzz TsL BeKeKaS daScXa Da cKaLi mOsWyUrDa)
  5. ნეოკოსმოსურ ძალთა ექსტრაორდინალური დამწერლობა – (J@m?<>S”;…. …./’;[J@ne$)

პირველი კატეგორია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული: მოიცავს სკაიპს, სოციალურ ქსელებს, ფორუმებს (საბედნიეროდ ბლოგებზე არ შემხვედრია). ავტორები რას მოითხოვენ ამ ფორმით ჯერ ვერ დავიდა ჩემამდე, ალბათ უფრო ფამილარულია ასე საუბარი? არ ვიცი, თქვენ მითხარით 🙂

მეორე და მესამე კატეგორიას ძირითადად გოგოები ხმარობენ, თუმცა ბიჭებიც ხშირად იყენებენ. ხუმრობით მეც კი გამომიყენებია რამდენჯერმე 😀 სკაიპში ან სხვა მესინჯერებში ასეთი საუბარი ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ჯაან შაყალელ გოგოებს ქართული qwerty კლავიატურა არ აქვთ OS-ზე ჩართული 🙂 ავტორის მიზანია გამოჩნდეს საყვარელი, პაწუკა…

მეოთხე სტილს მხოლოდ კაი ბიჭები და მათი დები ხმარობენ სოციალურ ქსელებსა (99% odnoklassniki.ru) და სკაიპში. ავტორის მიზანია ხაზი გაუსვას მის ქურდულ გაგებას, სამყაროს ორიგინალურ ხედვას, კრეატიულობას და მისთ.

წერის მეხუთე მეთოდს იყენებენ უცხოპლანეტელები სკაიპსა და ადნაკლასნიკში სახელების შესაქმნელად. მე ჯერ ვერ ავმაღლდი იმ დონეზე რომ გავიგო რას ემსახურება დამწერლობის ეს სტილი, გამოცნობა თქვენთვის მომინდია!

Advertisements

22 responses to “წერის “ჯაან ჩაკალელი” მანერები

  1. წერის მეტი სტილი არ გაგვაჩნია ქართველებს? აბა ისაო ესაო… ძლიერი კულტურა და დამწერლობაო :((
    მხოლოდ 5 კატეგორიით შემოვიფარგლებით : (

  2. აუ, დანარჩენები არ ვიცი, მაგრამ ის ასოების გაგრძელებას ვერ ვიტან :)))
    ამას წინათ ჩემს დას ვეუბნებოდი, რა მარაზმია ეს ასოების გაგრძელებათქო და ზუსტად იმ წამს ეკრანს შევხედე და რაღაც ”ვაიმეეეეეეე, როგორ ხარ გოგოოოოოოოოოოო” ტიპის ტექსტი ეწერა :)))

  3. წერის სტილზე რომ წავიკითხე წერენთქო, ვიფიქრე გაცვეთილ-გამოცვეთილ თემებზე და შეგონებებზე იქნებოდა საუბარი (სხვათაშორის დრეს დავფიქრდი და მეც ბევრი ცოდვა მაწევს ამ ამბავში)
    ისე, მეც ხშირად ძალიან ცუდად მხვდება თვალში ის ზემოთხსენებული “წერის სტილები”, ფერადად რომ წერენ მაგას არ ვგულისხმობ და ვფიქრობ იმიტომ წერენ ფერადად, რომ უბრალოდ ლამაზია, მოწონთ და ესთეტიკურად მიაჩნიათ ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი ან იისფეი ტექსტის წაკითხვა ვიდე\რე შავით თეთრზე (საქმიან ქაღალდებში ამას არ იზამენ :დ)
    ბავშვურ-განუვითარებლურ-საყვარლური ლაპარაკი მგონი უკვე გადავიდა ‘მოდიდან’, მაგრამ მაინც გამაღიზიანებელია, როცა კითხულობ და როცა გესმის.
    პოსტს რაც შეეხება, ეტყობა, რომ უცებ გაბრაზდი და დაწერე :დ

  4. “თავის დამკვიდრება საზოგადოებაში” ამ შემთხვევაში ფორუმზე, მესენჯერში, Oდნოკლასნიკებში და სხვაგან..
    უნდათ, რომ გამოირჩეოდნენ, თავისი სტილი ქონდეთ..
    უმეტესობა ვერც გაიგებს, არც მე მესმის აკრგად, არც მათ თვითონ, უბრალოდ ახლა ისეთი დროა რომ ზოგი პროსტა წერს, არანაირი მიზანი არაქვს, მოდაშია და რატომ ჩამორჩეს მოდას..
    მოკლედ ათასი სულელური მიზეზია, მაგრამ მთავარი ეგაა
    თავის დამკვიდრება..

    მაგ პინკყს ვიცნობ
    ფორუმ.გოლ.გეზეც არის
    ყ ს წერს ი ს მაგივრად
    კლავიტურაზე ქონდა გაფუჭებული თურაღაცა
    და ალბათ შეეჩვია
    ანუბრალოდ მასაც იგივე სურდა რაც სხვებს
    აი ახლა შენ რომ ბლოგზე წერო მათზე თემები..

    : )

  5. ხმოვნების დაგრძელება კარგი და წინადადების ბოლოს კითხვისა და ძახილის ნიშნების სიუხვე რას მიანიშნებს, მძაფრ ემოციას? : )
    მე ეგ მაგიჟებს.

  6. მალე ბლოგებიც გპაპსავდება =)))) მოვა ახალი თაობა ბლოგოსფეროში.. თან ახლა ისეთი პოპულარული ხდება =)))) ხოდა მერე ძველი ბლოგერები (მაგ დროს მეც ძველი ბლოგერი ვიქნები) ხოდა დავსხდებით და ვიწუწუნებთ რა თაობა მოდის… ადნაკლასნიკების გაბანძება არ ეყოთ… მერე ფეისბუქი გაგვიბანძეს ახლა ბლოგებს მიადგნენ.. არაფერი მაგათთვის წმინდა აღარ დარჩა… და ა.შ… :)))))))))

  7. ეს ყველაფერი რაზეც საუბრობ სხვა არაფერია თუ არა ქართული ენის დამახინჯება. რის გამოც მე მას ბოდიშს ვუხდი.

  8. ვერანაირ პრობლემას ევრ ვხედავ მე ამ საკითხთან დაკავშირებით, სკაიპში რო წერო ასოების დაგრძელებით რა პრობლემაა, შენს ემოციას უფრო კარგად გამოხატავს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s