რა არის შენსკენ ახალი?

ჩემთვის პირადად ძალიან აქტუალურია მისალმების ფორმები. ხშირად ვაკვირდები-ხოლმე ადამიანებს მოსალმებისას და ბევრ რამეს ვუმუღამებ. ერთ ტრაფარეტულ კერძო შემთხვევას ლანდიშამაც გაჰკრა თავის ბლოგში.

handshake

ხელის ჩამორთმევა

განსაკუთრებულად გამოვყოფ საუბარშიდა ფრაზას – “რა არის შენსკენ ახალი?“. რეალურად გიფიქრიათ ოდესმე რა არის თქვენსკენ ახალი? პრინციპში, ყოველი დღე ახალია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას იგებ, ახალს ეცნობი… ახალ დებილობას აკეთებ მეგობართან ერთად, ახალი აზრები მოგდის თავში. რა გინდა რომ უპასუხო? გუშინ როგორ წაიკითხე სტატია მაჩვზღარბების გამრავლებაზე თუ შენმა დეიდაშვილის ქვისლმა როგორ გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?

მოდი ახლა ბოლოდან შევხედოთ, რა შეიძლება იყოს ჩვენსკენ ისეთი სიახლე, რომ შემხვედრ ნაცნობს პირველივე კითხვაზე მიახალო?

  • გათხოვდი/ცოლი მოიყვანე
  • ოჯახის წევრი დაგეღუპა
  • შვილი შეგეძინა
  • ლატარეაში ჯეკპოტი მოიგე
  • სოფელში შენი სახლი წყალმა წაიღო

აქედან ნებისმიერის ამოსვლის შანსი ჰაა ჰაა 0,5% იყოს, ეს მანაც იცის და მაინც გეკითხება. მაგრამ ყველაფერი აქ როდი მთავრდება, კულმინაციამდე ჯერ არ მივსულვართ! ნაცნობი უბრალოდ კიარ გეკითხებათ რა არის შენსკენ ახალიო, იჩენს კრეატიულობას, ხდება ყველაზე ორიგინალური, ექსტრავაგანტული, $random_text.”ული”:    “რა არის შენსკენ ახალი და კარგი?

ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომ გამოვრიცხოთ და დავტოვოთ მხოლოდ კარგები, მოსვლის ალბათობა 0,009%-მდე დადის. ნუთუ მართლა ჯობია შეხვედრისას პირველივე შეკითხვა ეს დავსვათ? და საუბარი საუბრის ინტერესულობა პიკს აღწევს როცა მეასეჯერ გეკითხება – “სხვა?

არ ჯობია უინტერესო ადამიანებს (ანუ ჩვენ რომ რეალურად არ გვაინტერესებს რა არი მისკენ ახალი და თან კარგი) ურბალოდ გამარჯობათი მივესალმოთ? და თუ მართლა გვიხარია ერთმანეთის ნახვა მაშინ თავისით ხდება ყველაფერი, არც ტრაფარეტები სჭირდება და არც იძულებითი ღიმილი.

პ.ს. მაგრად ვკაიფობ ასეთ მისალმებაზე:

-როგორ ხარ?

გმადლობ, შენ?

– (თუ ასე მიპასუხა მეც არ ვიბნევი და ვპასუხობ) მეც გმადლობ 🙂

პ.ს. ამის დაწერა რიგითმა პოსტმა შთამაგონა 🙂

Advertisements

4 responses to “რა არის შენსკენ ახალი?

  1. სასწაულია პირდაპირ.. არავის, არავის არ უჩნდება სურვილი ასეთ შაბლონებს თავი დააღწიოს..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s