მოძრავფონი ვიყიდე

ყველაფერი 2008 წლის ნოემბრიდან  დაიწყო, როცა საჯაროდ დავწვი ჩემი ძმის ნაქონი ძველი მოძრავფონი. ფეისბუქზე ბანი რომ არ მედოს, ამ ფაქტის მხატვრულ გაფორმებასაც დავლინკავდი.

sony ericsson f305

ჩემი ახალი მოძრავფონი ცოტათი უფრო ღიაა ფერისაა

მოკლედ, მთელი ამ დროის განმავლობაში უტელეფონობამ საჭირო ადამიანთა ტელ.ნომრების გარდა ბევრი სხვა რამეც მასწავლა:

  • პუნქტუალურობის ფასი
  • დღის უკეთ დაგეგმვა და დროის ეფექტიანად გადანაწილება
  • კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავლის მოძებნის ალტერნატიული მეთოდები
  • ახალი გზა, თუ როგორ დავიკიდოთ ფეხებზე არასასურველი ადამიანები

თავიდან ცოტათი გამიჭირდა უტელეფონობა, მაგრამ მერე მივეჩვიე და უკვე სიამოვნებასაც ვიღებდი სიმშვიდისგან 🙂 როცა მობილური არ გაქვს, ვერ დაურეკავ და ეტყვი “გზაში ვარ, მაგვიანდება”, აუცილებელი ხდება პუნქტუალურობის დაცვა და სხვებისგანაც ამას მოითხოვ. როცა ვერ დარეკავ ტრანსპორტიდან “უნივერსიტეტიდან მოვდივარ და დღეს ხომ არ გვექეიფა სადმე?” – იძულებული ხდები დილით ან წინა ღამით დაგეგმო მომდევნო დღე და ყველაფერი მოამზადო, გინდა არაფერი გამოგრჩეს და ყველაფერს შენს სასარგებლოდ წყვეტ – როცა A-დან B-ში მივდივარ, არავინ დამირეკავს და მერტვის “გამო ბიჭები ვიკრიბებითო”. უტელეფონობა ნამდვილი საჩუქარია ეგოისტი ადამიანებისთვის 😀

გუშინ, მზის წვერი რომ შუბისტარზე ამოიწვერა, ხელთ ვიმარჯვე ცოტაოდენი ფლური, გავსწიე 9 მთას იქით მობიში და 235 მეენთად კოხტა Sony Ericsson F305 შევისყიდე დახლიდრისაგან.
რატომღაც მგონია, რომ ვინც ყოველდღე მიჩიჩინებდა ერთიდაიმავეს და რეალურად ეს მხოლოდ სიტყვის მასალა იყო – ისევ ისეთივე კვერცხებად დარჩებიან როგორებიც აქამდე იყვნენ. “იყიდე რა მობილური, დავიტანჯე – ვეღარ გიკავშირდები“, “აუ ტელეფონი კიდევ არ გაქვს? გირეკე იმ დღეს…“, როცა ხვდები რომ არც უცდია შენთან დაკავშირება და “მობილური არ გაქვს ხო? შენი სახლის ნომერი ჩამაწერინე რა, ზეგ დაგირეკავ …

ღლიად, დამთავრდა სიმშვიდისა და მყუდროების ხანა! 😀

პ.ს. გიცდიათ ვინმეს დიდი ხნით უტელეფონობა?

Advertisements

6 responses to “მოძრავფონი ვიყიდე

  1. უჰ… 2 თვე გამიქაჩავს უტელეფონოდ… ეს დიდი დროა ჩემთვის… მით უმეტეს იმ პერიოდში გაქანებული რო ვმესიჯობდი და რაღაც..

    ეხა კიდე მარტო სააათის ფუქნციას თუ მისრულებს რა :))

  2. 1. პუნქტუალურობა მაინც ვერ ისწავლე, ტყუილია ეგ. ისევ ჯობია გაგვაგებინო ხოლმე, მაგვიანდებაო.
    2. [რატომღაც მგონია, რომ ვინც ყოველდღე მიჩიჩინებდა ერთიდაიმავეს და რეალურად ეს მხოლოდ სიტყვის მასალა იყო – ისევ ისეთივე კვერცხებად დარჩებიან როგორებიც აქამდე იყვნენ. “იყიდე რა მობილური, დავიტანჯე – ვეღარ გიკავშირდები“] გაგაკვერცხებ მე შენ!

  3. ეჰ რა გმირულად დაიწვა ის ძველი ტელეფონი მაგრამ უტელეფონობა ცუდი იყო მაგრამ ეგ დრო დამთავრდა :D:D:D:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s