ყველაზე ღუნღულა ახალი წელი

ეს იყო ყველაზე ღუნღულა და თბილი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში 🙂 თავიდან დავიწყებ –

7 დეკემბრის დილის 1:50-ზე ჩემს ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან მეგობართან ერთად გადავწყვიტე ამ ახალ წელს ჩემთან, სოფელში შევხვედრილიყავით. მაააქსიმუმ 4-5, ჰაა-ჰაა 6 მეგობართან ერთად. არავითარი უფროსები, არავითარი მეზობელთან მეკვლედ გასვლები, არავითარი ელექტრონული კომუნიკაციის ფორმები…

ახალი წელი

იდეამ – გაგვეტარებინა ახალი წელი ცარიელ სახლში მხოლოდ საკუთარი თავებისთვის – იმხელა მუხტი მოგვცა, რომ თავებს ვეღარ ვიკავებდით და ერთმანეთს ყოველდღე რამდენჯერმე ვეკითხებოდით: – ხო მართლა მოდიხარ?  – საჭმელი რა წავიღოთ? 23 დღე ამ გეგმების დაწყობაში გავატარეთ, თუმცა მოუთმენლობამ მაინც გვძლია და ექსპრომტად, ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერს წავედით კარდენახში.

შეშა მოვიმარაგეთ, ღუმელი დავანთეთ და ჰაიდააა, “ჩავსხედით ტანკში”. 31-ში მისალოცი ბარათები დავხატე საიდუმლოდ, საჩუქრებთან ერთად მინდოდა გადამეცა ბალღებითვინ. საღამოს მაგრად ვიშიმშილეთ, რომ ახალ წელს ბევრი გვეჭამა 😀 თუმცა მზადება გვიან დავიწყეთ და 00:00-ს ფაცი-ფუცში შევხვდით 😀 პირველი სამი სადღეგრძელო 8 წლის უდედო წარაფით შევსვით!

ღუმელში შეშას ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა და თუნუქის კედლები გუგუნად გვასმენინებდა ამ საამო ხმას, ოთახში სითბო იღვრებოდა… სუფრასთან ვისხედით 5  მეგობარი, რომელსაც ერთმანეთისთვის დასამალი აღარაფერი აქვთ, თვალებში ყველას ეტყობოდა იმაზე თბილი ნაპერწკალი – ვიდრე ჩვენი ღუმელი იყო. ამ ტკბილი ემოციებით გაბრუებულებს სულ დაგვავიწყდა, რომ მეკვლედ ერთ-ერთი ჩვენგანი უდნა ყოფილიყო და 1-2 საათისთვის შემოვირტყით თავში ხელები. სინამდვილეში ყველას მაგრად გვეკიდა გვეყოლებოდა თუ არა მეკვლე, მაგრამ ტრადიცია აღარ დავარღვიეთ – მოქალაქე “ნ”-ს ჩავუკუჭეთ კანფეტები და გავისტუმრეთ სახლიდან – ისევ შიგნით შემოსასვლელად 😀

მეორე დღეს მინი ექსკურსია გავაკეთეთ და სოფელში არსებულ საბაწმინდის 12-ე საუკუნის ეკლესიას მივაშურეთ. გეგმის მიხედვით 1-ში უდნა წამოვსულიყავით თბილისში, მაგრამ რა თქმა უდნა ფეხი ავითრიეთ, მიზეზად “ნახე რამდენი საჭმელი დაგვრჩა” მოვიდეთ და კიდევ ერთი ღამე გავატარეთ თბილ კერასთან. საჭმელი კი დაგვრჩა, მაგრამ შეშა გაგვითავდა ბოლო ღამისთვის და ჩავატარეთ სპეც.ოპერაცია კოდური სახელწოდებით “ამაღამ არ შეგვცივდეს 2010”. დესანტი გადავსხით მეზობლის ფარდულში და 6-7 ნაჭერი შეშა მოვიპარეთ 😀

ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, არ ვიცი ოდესმე თუ დავიცლები ამ ემოციებისგან…

შეჯამება: მაჩუქეს ადიდასის მმმმაგარი სუნამო + დაპირება რომ ძველით ახალ წელს სათამაშო გემს მიყიდიან 😀 როგორც მოველოდი, ჩემი კრეატიული HandMade ბარათები უფრო გაეხარდათ ადრესატებს, ვიდრე თავად საჩუქრები 🙂 გავატარე ყველაზე მაგარი ახალი წელი და მოვიმატე 15 წლის სიცოცხლე, ასევე 15 წლით გავუხანგრძლივე სიცოცხლე იმ მანქანის მძღოლს, რომელიც ჩემსას უნდა დასჯახებოდა. ანუ კაცობრიობას დამატებით 30 წელი ვაჩუქე 🙂

Advertisements

2 responses to “ყველაზე ღუნღულა ახალი წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s