რაში გამოიყენება ლიფტი?

გსმენიათ რამე ლიფტისტიკაზე?

ლიფტი

ლიფტი

ეს “სპორტი” 90-იანებში ჩამოვაყალიბეთ ნუცუბიძის პლატოს ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის ბაზაზე. სპორტის ფარგლებში დღეში რამდენჯერმე ვჭედავდით ლიფტს სართულებს შორის და

  • ვსწევდით პაპიროზს
  • ვარჩევდით საქმეებს
  • ვჩხუბობდით
  • მეზობლებს ვაბრაზებდით
  • ვავითარებდით არასტანდარტულ სიტუაციებში ლიფტიდან გამოსვლის ექსტრემალურ მეთოდებს

იყო კიდე მეორე, დიდი ლიფტი ავეჯისთვის, სადაც შტაბი გვქონდა მოწყობილი (არ მუშაობდა) და უფრო გრანდიოზულ პროექტებს იქ ვგეგმავდით, კარტს ვთამაშობდით სანთლის შუქზე და მისთ.

დღეს სახლშ რომ ამოვდიოდი, ზუსტად იგივე სცენას წავაწყდი: პირველ სართულთან გაჭედეს ბავშვებმა ლიფტი და შიგნით ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ორი გოგო გარედან დააყენეს – თუ ვინმე მოვა დაგვიძახეო. სამწუხაროდ ისეთი ბეჯითები ვერ აღმოჩნდნენ ჩვენ რომ ვიყავით ბავშვობაში – ისე გაჭედეს რომ ვეღარ დაძრეს და სულ გაუჭდა 😀

მართალია ფეხით მომიწია სახლში ასვლა, მაგრამ შინაგანად დიდი შვება ვიგრძენი: ასეთები ჯერ კიდევ იბადებიან, გადარჩება ერი!

თქვენ რაში იყენებთ ლიფტს? 😀

Advertisements

4 responses to “რაში გამოიყენება ლიფტი?

  1. უნივერსტეტში 2 ლიფტია გვერდიგვერდ ჩემთან და რბოლებს ვაწყობთ ხოლმე (ძირითადად საღამოსკენ, როცა ხალხი აღარაა და სიხალვათეა… :D)
    კიდე ვიყენებთ ბანალური ხუმრობებისთვის, როგორიცაა: “გააჩერე, დავდგები”, “შენი გადახდილია”, “რომ გადახვალ, გააჩერე” და სხვ.
    ნუ ხანდახან სამგზავროდაც ვიყენებ… 😐
    რაც შეეხება ბავშვობის ხანას, მაგ დროს ჩემს კორპუსში ლიფტი არ მუშაობდა, სულ რამდენიმე წელია რაც გააკეთეს, ამიტომ მასთან არავითარი ტკბილი მოგონებები არ მაკავშირებს, ონლი ბიზნეს… 😦

  2. აუ მაშინ რომ ავდიოდით ლიფტით მე, შენ და კვალო გახსოვს? 😀 მეორე სართულიდან პირველზე რომ ჩავაგდეთ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s