მძღოლის ფენომენი

რა შეუძლიათ სამარშუტო ტაქსების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, საშუალო ან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელ, უწინარ მძღოლებს?

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

სამარშუტო ტაქსის მძღოლი

ვიმგზავრე, ვუსმინე, ვიმგზავრე, კიდევ ვუსმინე, მერე კიდევ ვიმგზავრე და დავასკვენი: ყველა რეგიონული (“თბილისი” – “თბილისგარეთ რამე” [ანუ თბილისის შიდა ტრანსპორტი არ იგულისხმება]) “მარშუტკის” მძღოლი მოსყიდულია!

ჯეელობისას, როცა ახალგაზრდა ვიყავ და მუხლში ძალა მერჩოდა, ასე თუ ისე ვუმკლავდებოდი “ბაზრობის სიმღერებს” და სოფელში ჩასული მაინც ჩემ საყვარელ მუსიკას ვღიღინებდი. რაც 80-ს გადავაბიჯე, სმენითი წინააღმდეგობის უნარი დამიქვეითდა და მძღოლების გავლენის ქვეშ ვექცევი.  რამდენიმე კვირის წინ კახეთში ჩავედი და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე რომ “არ მადარდებს რომ დავითრო ღვინოში, სამოთხეში შევალ ცეკვა-თამაშით”-ს ვღიღინებდი o_O :blink: თბილისში რომ ჩამოვედი უცებ ეს ამეკვიატა: “ფული გააქ? მააქ, მააქ…”

ახლა კასპის რაიონიდან ჩამოვედი და “პატარა ხარ პატარა ხარ პატარა ხარ პატააააააარააა”-ს ვღიღინებ! 😥

ისინი საშინელ ზონდერ-ბრიგადებად არიან ქცეულნი და ხალხს ადებილებენ! ყველა მგზავრი საშინელი ზეწოლის ქვეშაა 😦

ზეწოლის იარაღი

ზეწოლის იარაღი

ბევრი ვიფიქრე, komisia corp-ის ექსპერტებსაც დავეკითხე და მივხვდი რომ აქ რუსეთის ხელი ურევია – მძღოლებს ფულს აძლევენ, ისინი კი ქართველი ერის დეგრადაციას უწყობენ ხელს. 21-ე საუკუნის ფსიქოლოგიური იარაღი – ეს სამარშუტო ტაქსის მძღოლია!

ჯალათი

ჯალათი

მართლა ისე იქცევიან თითქოს პირი ჰქონდეთ შეკრული! ერთი ნორმალურგემოვნებიანი მარშუტკის მძღოლი არ უდნა არსებობდეს? რომელი საუკუნეა ღლიად… შემაზიზღეს სოფელში წასვლა :puke:

Advertisements

6 responses to “მძღოლის ფენომენი

  1. :D:D:D:D:D სხვათაშორის გეთანხმები :D:D:D მე მაგ შემთხვევაში ნაუშბიკებით გავდივარ იოლას მაგრამ ვაი თუ ტელეფონი დამიჯდა მაგ დროს :S:S:S:S:S დათრგუნული ჩამოვდივარ ხოლმე მარშუტკიდან 😀

  2. დამატებითი შემოსავალია, კგბ-სგან ვიღებთ ფულებსა, და მგზავრებს ვასმენინებთ საშინელ მუსიკას. პირადად მე ამ ოპერაციის დროს ყურსასმენებს და აიპოდს ვხმარობ, ჩემი დეგრადაციაც რომ არ გამოიწვიოს ამ ფსიქოგალვანურმა მუსიკამ. გემოვნებაზე არ დავობენ. დღეს მაგალითად კლიენტებს სულ Herbie Hancock-ისა და Robert Cray-ს საზარელი რიტმებით ვტანჯავდი. უყურებ სარკეში მგზავრების ტანჯულ სახეებს და ყურსასმენებში სულის საამებელი “საჩხერის ტურფავ, გიმღერ დილიდან” მოედინება. თან რუბლებიც მოდის, ვალუტა

  3. ისინი საშინელ ზონდერ-ბრიგადებად არიან ქცეულნი და ხალხს ადებილებენ! ყველა მგზავრი საშინელი ზეწოლის ქვეშაა
    :D:D:D

    მგზავრები თითონვე აფინანსებენ მძღოლებს.

  4. გამოხმაურება: უსაფრთხო მგზავრობა თუ კუბო 50 თეთრად? « komisia corp. © გიორგი ბერიკელაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s