გადვიდე wordpress.com-ზე?

კაი ხანია ამ კითხვით ვარ შეპყრობილი.

დიდი შანსია რომ blog.ge ადრე თუ გვიან გარდაიცვალოს, რადგან:

1. ყველა მაინც ვორდპრესზე და ბლოგსპოტზე გარბის. უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლებს.

2. ვერ ვხვდები რითი არსებობს blog.ge, საიდან შესდით ფული და რა გარანტია მაქვს რომ არ გაკოტრდება.

3. იეჰოვა ვორდპრესის მხარესაა.

ერთ დღეს რომ გავიღვიძო და აღარ დამხვდეს ადგილზე, ჩემი ყველა პოსტი ქარს ჰქონდეს წაღებული – ხომ გავჭაღარავდები მომენტალურად? მინდა ეგ მე?

მეორეს მხრივ, რაღაც “ეროვნულ” მომენტს აქვს ადგილი, ალბათ კარგი იქნება გამართულმა ქართულმა ბლოგ სისტემამ იარსებობს (ალბათ), ჩემი გადასვლით ერთი აგური გამოეცლება მთლიან შენობას.

გამოვიძახო თუ არა 25-60-60?

ჰოი არტალა, მირჩიე რამე!

Advertisements

16 responses to “გადვიდე wordpress.com-ზე?

  1. ეგ საკითხები ჩვენს სექტაშიც აქტუალურია, მაგრამ ერთი ანტიგაჭაღარავების სისტემა მაჩერებს მაინც, პროგრამა რომელიც საიტს ყველაფრიანად ინახავს კომპში 😉

  2. გადადი, გადადი! სანამ დროა 😀

    უკვე გათიშეს ერთხელ მაინც (მეტზე თავს ვერ დავდებ) blog.ge და დაიკარგა პოსტები, თუ არ ვცდები.

    ლინტუს ნახსენები პროგრამა რომც გამოიყენო, html-ად ინახავს კომპში ყველაფერს და სერვერზე ვერ აღადგენ, რამე რომ იყოს და მეორეც, ხელით უნდა აკეთო ყოველ ჯერზე.

    ეროვნული ჩასვრილობა ამ საკითხში რატომ გედარდება, ვერ ვხვდები, ჰქონდათ ამათ თავისი შანსი უკვე და ვერ გამოიყენეს, რა აუცილებელია, თავი თუ პოსტები შეაკლა?

  3. ამ საკითხზე მეც Xსირად დავფიქრებულვრ ხოდა ბლოსპოტზე გადავიტანე ჩემი ყველა პოსტი ხოდა იქაც ვარ და აქაც ერტი და იგივე პოპსტებით ანუ დაზღვეული ვარ რა 😛 ისე არ მინდა რო ბლოგ.გე გაითისოს მივეჩვიე ამას უკვე

  4. ეჰ, ისე, საკუთარ დომეინსა და სერვერს არაფერი ჯობია, მაგრამ მაგ დენომდე არ გამიფანატებია ჯერ 😀

    არტალა → ჰოდა მეც მატორმუზებს, ყოველი პოსტის დაწერისას გული მეთანაღრება, იქნებ ჯერ გადავსულიყავი და მერე დამეწერათქო.

    lintu → ეგეთი პროგრამა რომ არსებობდეს (FTP კლიენტების გარდა) დაიღუპებოდა კაცობრიობა 😀 როგორც დომენმა თქვა, მხოლოდ html-ს ინახავს ეგ.

    ისე, ამ დალოცვილ wordpress engine-ს ერთი კაი ფუნქცია აქვს, xml ფორმატში შეგიძლია მთელი კონტენტის ჩამოტვირთვა და სხვა ბლოგზე ატვირთვა. ადრე ვცადე კიდეც: https://komisia.wordpress.com

    domen → ჩემი მოღვაწეობის დროსაც გაითიშა (ტრეფიკს გადააჭარბეს) მაგრამ პოსტები დარჩა, არ წაშლილა.

    მარიშკა → მეც მომიწევს მგონი გადატანა 😀

  5. ხო, ჰტმლს ინახავს, მაგრამ ფაქტიურად საკმარისია ბლოგის შესანახად.
    ისე მეც ვაპირებ ორივეგან რო მქონდეს

  6. ჰეი! როგორ ხარ? 🙂

    გადახვალ თუ არ გადახვალ, რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ნება მომეცი რამდენიმე საკითხი დანამდვილებით გითხრა:

    1. Blog.ge-ზე ცვლილებებია მოსალოდნელი და შეიძლება დომენი შევიცვალოთ მაგრამ 2-3 კვირით ადრე აუცილებლად ყველა მომხმარებელს შევატყობინებთ მოქმედების გეგმას და ჩანაწერები არავის დაეკარგება!

    2. ამ პროექტს ფული არ მოაქვს, უბრალოდ იმიტომ არსებობს რომ მე პირადად მსიამოვნებს მისი არსებობა 🙂

    3. ერთი-ორი კვირაც მოითმინეთ და სიახლეებით შეგაწუხებთ ყველას 😉

  7. მე ბლოგ.გეს ერთგული ვარ მარად და მარად 😀 ნუ ძალიან ცოტახანია რაც პოსტების დამატება დავიწყე მაგრამ არსადაც არ გადავალ ვოტ 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s