გადამლაშებული არაფერი ვარგა

მიდა სიტყვანახევრით შევეხო რამდენიმე ფაქტს და ჩემი აზრი მოგახვიოთ თავზე.

ყველას კარგად გვახსოვს ერთ-ერთი პირველი ქართულად დუბლირებული ფილმი, რომელმაც კინოთეატრ რუსთაველში ყველა მაშინდელი რეკორდი მოხსნა – ”ფორმულა 51”. კინოთეატრის მერე წამოვიდა DVD-დისკებზე (მაშინ ვარეზები იმდენად განვითარებულები არ იყვნენ რომ ამხელა ფილმი სადმე აეტვირთათ 😀 )  და თითქმის ყველა ქართული კომპიუტერი თუ DVD player მოიარა.

რამ გახადა ის ასეთი პოპულარული? იგივემ, რაც “შტანგა გოლი” და მრავალი სხვა უცენზურო სიტყვებით გახმოვანებული ფილმი.

გაკვირვებით ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც ფილმში ”შე *ლეო”-ს გაგონებაზე აღტაცებას ვერ მალავდნენ და სიცილით იგუდებოდნენ, ”შენი დედა შ#$ეცი”-ზე საერთოდ სკამებიდან ცვიოდნენ 😀

ცოტა ხნის წინ, გადაცემა პატრულში აჩვენეს ქურდობაზე (თუ მაგასაც ქურდობა ან ყაჩაღობა ჰქვია…) დაკავებული თემური ჯახაია ვალერის ძე კოხორიდან ( http://www.myvideo.ge/?video_id=462486 ). მართლა სახალისო იყო

და კარგადაც ვიკაიფე, ისევე როგორც ყვცელამ 😀 მერე უკვე ისე გაპიარდა “კოხორა”, ვანოს შოუშიც მიიწვიეს, კომედი შოუში მაგის პაროდიებს აკეთებდნენ,
მაგის ვიდეოებს ამონტაჟებდნენ… ამაზეც ვიხალისე ასე თუ ისე…
როცა კინოთეატრ ამირანში პიქსარის შედევრ “UP” – “მფრინავი სახლის” სანახავად ვიყავი, ლამის ყბა ჩამომივარდა – ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს (ძაღლს) კოხორა ახმოვანებდა.

რატომ, იმიტომ რომ სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს, კარგი მსახიობია თუ მაგის მეტი ვერავინ მოძებნეს ფიზიკურად? რატომ იყენებს წარმატებულად კინოთეატრი კოხორას ხმას? ფაქტია რომ ამ ფაქტმა ბევრი მაყურებელი მიიზიდა ამირანის დარბაზებში.

დღეს, კიდევ ერთ “მარგალიტს” წავაწყდი მაივიდეოზე – დავით გურული ( http://www.myvideo.ge/?video_id=533373 ) . აქაც მის ნაკლებადგანვითარებულობაზე უნდა ვიღადაოთ. და როგორც აღმოჩნდა “წარმატებულადაც ვღადაობთ” – ცამეტი სეზონია უკვე მისი მოწოდებების 😀

რა დონის ჩულქი უნდა იყვე რომ ასეთი გადამლაშებული მარაზმით კაიფობდე :blink:

სირცხვილია ღლიად! რეებზე კაიფობთ!

Advertisements

3 responses to “გადამლაშებული არაფერი ვარგა

  1. up-ის ყურება მინდოდა ძალიან, მაგის გამო ვერ წავედი 😦

    უბედურება ეგეთი ტიპები არაა, უბედურება ისაა, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი ახერხებს “შე **ეო!”-ზე სკამიდან გადმოვარდნას.

    ღრმად შეშფოთებული ვარ და ვგმობ ამ ფაქტებს.

  2. ხო, მეც ველოდები როდის გაჩუმდება ეს ხუნტრუცი.
    სატირალი კი მართლა არის +ორი მიზეზით:
    1.გალის რაიონში ადამიანებზე საშინელი ფსოქოლოგიური ექსპერიმენტი ტარდება თანაც უკვე შვილები ჰყავთ ამ ექსპერიმენტში დაბადებულებს. დიდება მათ გამძლეობას. ყველა ვერ უძლებს, მაგალითად კოხორა.
    2.იურიდიულზე ვსწავლობდიო. საქართველოს დონეა.

  3. გაჩუმდა ისე მამენტ… ღმერთო როდის მოვა დრო “კომედიებს” შონზო, მიშა ანდღულაზე და მსგავსი არსებები არ გაახმოვანებენ… ან როდის მოვა დრო როცა ვანოს “ახლა არ მანერვიულო ქალოზე” აღარ გაეცინება ხალხს… უფ არ შეიმჩნიოთ ოცნებებში წავედი :D:D:D:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s