მელაპარაკება რადიო თავისუფლება (პრაღიდან)

ბოლო 2-3 კვირაა რადიო თავისუფლებაზე შევჯექი, დილისა და ღამის გადაცემებს აღარ ვმაზავ ♥ ადრეც კი ვუსმენდი-ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სოფელში ყოფნისას.
ხოდა, სანამ 4 წელი არ გავა და გასხვისებულ ანძას არ “დააბრუნებენ” Y*ეზე ვიკიდებ:

  • ტრ**შიპერო ჟურნალისტებს;
  • ინფორმაციას ჟურნალისტისგან, რომ რომელიღაც სირმა ფეისბუქი გამოიყენა და სოციალური ქსელები მოდაშია;
  • ინფორმაციას, რომ მალე ვირუსით მთლიანი საქართველო ამოწყდება;
  • ახალ ამბავს გრიპით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, სადღაც მომხდარი ავარიის შესახებ რომლის დროსაც მძღოლი ადგილზე მოკვდა. + ინტერვიუს მკვდარი მძღოლის მეზობლებთან: “ისეთი კარგი ბიჭი იყო, მისგან ცუდი არავის ახსოვს, ნეტა რა მოუვიდა”;
  • პრეზიდენტის უპრაგუნო გამოსვლებს;
  • სახელმწიფო მოხელეებთან ისეთ ინტერვიუებს (ანუ ჩინოსნის ყველა ინტერვიუს), სადაც ზოგად თემებზე საუბრობენ და სიტყვებით გვიხაზავენ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და რომ სახელმწიფოს განვითარება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის. ქართველმა სპორტსმენმა რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, მომზადებულ 5 წუთიან სიუჟეტში 3 წუთს სპორტის მინისტრს დაუთმობენ, 2 წუთს პრეზიდენტს, მთავარ გმირს კი – დაიკიდებენ.
  • ბათუმის ივენთებს;
  • დოის, სოფოს, ნინოს, ნიკას, თამრიკოს…
  • ფაქტების არასაინტერესო (და ხშირად მცდარ) მხარეებს. მაგალითად, ინგლისის არეულობის დროს ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო ტონი იყო: ლონდონის ქუჩებში 16000 პოლიციელია მობილიზებული, დაღუპულია x და დაკავებულია y ადამიანი. გამოიყვანს თუ არა პრემიერმინისტრი ხალხის წინააღმდეგ საჯარისო საბრძოლო დანაყოფებს??!!!!!! (პათოსი: აესე არბევენ დემოკრატიულ ინგლისში ხალხს, დედას უტ&*$^%ნ! ).
    რადიო თავისუფლებაში კი ეს ამბები ობიექტურად, მშვიდად, გაუმძაფრებლად და ანალიტიკური, საღი მსჯელობით შუქდებოდა.

რადიო თავისუფლება Continue reading

წიქარა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კატა, რომელსაც სახელად ზურას ეძახდნენ, ზურა სკოლაში კარგად სწავლობდა. უკვე მეორე კლასში გადაეჩვია შუა ოთახში ბუნებრივი მოთხოვნილებების მოსაქმებას. მესამე კლასში ბეწვი შავად შეიღება და ისწავლა გზაზე გადარბენა. მეხუთე კლასში იყო, მის მიერ დათარსული 8 ადამიანის გვამი რომ ეკიდა სკოლის საპატიო დაფაზე, როგორც მოწმობა კატა ზურას ნიჭიერებისა. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები – რობესპიერი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, ჯონ ლენონი.

წიქარა

წიქარა

Continue reading

იქ მიგიყვანს ფეხი შენი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, სახელად ჩორნა, ზედმეტსახელად კი გურამს ეძახდნენ. გურამმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს მაინც გოგონა მარიასთან მივიდა. მართალი ნათქვამია, “სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო”, მაგრამ გურამი რომ მარიასთან მანქანით მივიდა, ამიტომ იგი მისი ბედი არ აღმოჩნდა.

გურამმა მარიასთან შეთანხმებისამებრ 1 საათი გაატარა, 60 ლარი გადაუხადა და სახლში წავიდა. 3 დღეში კიდევ მოუნდა. ისევ იმ დაწესებულებაში წავიდა, სადაც სამი დღის წინ მარია გაიცნო.

მას ამ ჯერზე ფეხით მოუწია წასვლა, რადგან ვიღაცამ მანქანიდან აკუმულატორი მოჰპარა. იმ დღეს მარია უკვე დაკავებული აღმოჩნდა, ამიტომ მას მირაბელასთან ერთად მოუწია იმ ერთი საათის გატარება.

ეს ერთი საათი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მაგრამ ეს უკვე შემდეგ გაირკვა. შესაბამისად, ამის შესახებ შემდეგ მოგახსენებთ. Continue reading

კაცი თუ კუ

ჰაი ჰუი ბლაბლაბლა.

გაზეთ “ახალ ვერსიაში” იბეჭდებოდა-ხოლმე ირაკლი საღინაძის ზღაპრები. დრო რომ გავიდა, ხალხმა გაიგო, ის წყარო კი არა, თურმე ტბა იყო კიარადა,  დრო რომ გავიდა, მომენატრა ეს ზღაპრები და ძებნა დავუწყე. ჰოოდამ, დღეს წავაწყდი რაღაც-რუღაცებს. წარმოგიდგენთ ზღაპარს “კაცი თუ კუ”. ვისაც სახლში პატარა ბავშვი გყავთ, წაუკითხეთ ძილის წინ!

კუ

Continue reading

პანიკა, ოღონდ არამართებული

მიკვირს ამ ხალხის, რაღაც დებილობებს რომ იძახის ყველა და ერთ ამბავშია. ძალიან ბევრს მსუქანი კაცის ტრაკში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, და თავის აზრსაც გამთქვამს. რაღათქმაუნდა, ეს აზრი ინფორმაციის სიმცირის გამო მცარია.

საქართველო ასეთების გარეშე

ყველაზე დიდი უბედურება ის ხალხია, ვინც რელიგიაზე ბევრს საუბრობს და ვიწრო გაგებით პატრიოტია, “როგორ შეიძლება სხვა რელიგიის ხალხი არსებობდეს” – კატეგორია. ესენი, ძირითადად, უმუშევარი, გაუნათლებელი დიასახლისები ან შ.პ.ს. “ღიპი +”-ის თანამშრომელი მამაკაცები არიან. ასეთი ადამიანები დახტუნავენ ყველაზე ხშირად “ეროვნულ” აქციებზე, დააქვთ ხატები წინ და უკან, ხმამაღლა მოუწოდებენ ხალხს. შესაბამისად,  ხშირად სწორედ ამ კატეგორიის ხალხი ხვდება ჟურნალისტების მეირ მომზადებულ სიუჟეტებში. ბუნებრივია, როცა გაიგებ ფრაზას “რა საჭიროა სხვანაირი ხალხი”, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება და მხარს დაუჭერ სწორედ იმ “სხვანაირებს”. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს რადიკალი და ურჩი სამღვდელოება, რომელიც თავისი ხუშტურებით განაგებს საქმიანობას და მოძღვრავს ხალხს. Continue reading

ორი თბილისური კაფეს ისტორია

საქართველოში მომსახურების სფერო და გასტრონომიული კულტურა რომ ნულს ქვემოთაა, სხვებიც გამოთქვამენ წუხილს და ამაზე ზოგად საუბარს არც ვაპირებდი, არც მომავალში ვაპირებ – ორ კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით.

რესტორნებში და “ზავიძენიებში” რომ ძაღლი პატრონს ვერ სცნობს, ესეც იცით. კერძებს, ღვინოსა და ატმოსფეროს თითქმის არცერთი კვების ობიექტი არ აქცევს ყურადღებას. ან უნდათ, მაგრამ არ იციან – როგორ მაიქციონ.

ამიტომ, ყოველთვის გაფაციცებული ვეძებ ადგილს, სადაც წყნარ გარემოში მეგობართან ერთად მშვიდად დაჯდომა და გემრიელად სადილობა შემეძლება.

ბოლო დროს ორი ადგილი მქონდა დასატესტად შეგულებული: კაფე გუდიაშვილის მოედანზე და მეორე კაფე ილიაუნის მოპირდაპირე მხარეს, ჭავჭავაძეზე.

ორნი შევედით გუდიაშვილის მოედანის კაფეში და ამოვირჩიეთ საკაიფო ადგილი – 4 კაციანი მაგიდა. უცებ მიმტანი გამოენთო: Continue reading

უნიათო “ამირანი” & “რუსთაველი”

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს ქართული კონოთეატრების (ამირანი და რუსთაველი) დაპირება გულზე მჯიღების რტყმით: რუსულად გახმოვანებულ ფილმებს მისდღემჩი აღარ გავუშვებთო. ყველა ფილმის ქართულად თარგმნა გადაწყვიტეს! (თუ არადა ორიგინალ ენაზე მაინც უნდა ეჩვენებინათ).

kinoteatri amiranikinoteatri rustaveli

დღეს რომელ ფილმზეც არ უნდა შეხვიდეთ, რუსულადაა ყველაფერი ნათარგმნი.
რატომ?! ხომ დაგვპირდნენ? :(
ის თაობა, რომელიც დღეს კინოთეატრში დადის – ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს, ვიდრე რუსულს. შესაბამისად გამოირიცხა აზრი – “ხალხმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ინგლისური”.
რატომ გვაყრით თვალში ნაცარს, მაჩვები ვართ? :(
რუსულად ფილმს ხო allmovies.ge-ზეც ვნახავთ, საზასაოდ კიდე – უკეთესი ადგილებიც არსებობს.
როცა ხალხს ასე საჯაროდ და საზეიმოდ რამეს დაპირდები, უდნა შეასრულო, თუ უტრაკო არ ხარ!

გადაიხადე ცოტათი მეტი და იყიდე ფილმის ორიგინალი ვერსია, რატომ ჟოშკობთ?!!

აი ასე, ბატონო ჯემალ!

Techno Boom ნაგავია!

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელი “ტექნო ბუმი” ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და დიდი ამბიციებიც აქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი სირობაა და ნურაფერს იყიდით მანდ!

მაღაზიის დაბნეულ, გულგრილ კონსულტანტებსა და ცუდად მოწყობილ სივრცეზე არაფერს ვიტყვი. ჩემი სამართლიანი აღშფოთება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილმა გამოიწვია!

techno boom sucks!

techno boom sucks!

გაზქურის ყიდვა გვინდოდა, დავიარეთ მაღაზიები და ტექნო ბუმშიც შევიარეთ, საბოლოო არჩევანიც სწორედ ამ უკანასკნელის გაზქურაზე გაკეთდა. პირველი არა, მაგრამ მეორევე შეკითხვა პერსონალს: Continue reading

ხვამლი – ჩვენი ცივილიზაციის აკვანი?!

უცხოპლანეტელებზე ღადაობა-ღადაობაში მივდიე წინა პოსტის თემას და საკმაოდ ყბაჩამომგდებლური მასალები აღმოვაჩინე. კერძოდ – ვარაუდი ხვამლის, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის განვითარების კერის შესახებ.

ამ ვერსიის თანახმად, ხევსურეთსა და თუშეთში აღმოჩენილი პიქტოგრამები უკავშირდება არა რაღაც ზებუნებრივ კოსმიურ ძალებს, არამედ დედამიწის წარღვნამდელ ცივილიზაციას, რაც ბევრად უფრო მისაღები და დამაჯერებელია.

ხვამლი, ხომლი

ხვამლი

წაიკითხეთ მეტი -> Continue reading

კოცნის საერთაშორისო დღე 6/VII

6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა! ეს “დღესასწაული” გაერთიანებულ სამეფოში დააწესეს და მისი მთავარი იდეაა – ქაოსურად აწეწილ სამყაროში ადამიანებმა ცოტაოდენი სიამოვნება მაინც მიიღონ. შანსი ეძლევათ ერთ დღეს აკოცონ იმათ, ვისზეც სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდნენ.

კოცნა

ნუ მოგერიდებათ, დადექით და კოცნეთ ერთმანეთი, კომპლექსები წლის დანარჩენი 364 დღისათვის შეინახეთ. თუ რომელიმე მოხუცი კითხულობს ამ პოსტს, ვთხოვ დღეს მაინც ნუ გათათხავთ ბედნიერ ადამიანებს, ვაცალოთ :D მერე რა, რომ თქვენს დროს ასეთი დღე არ იყო, ნუ დავიბოღმებით :)

გოგოებსაც მოვუწოდებ, ნუ გაუტეხავთ ბიჭებს, ერთი კოცნა რა არის? უარით ნუ გაისტუმრებთ ^_^

ისედაც უკვე ბევრმა იცის, მაგრამ ლუზერებისთვის მაინც ჩამოვწერ კოცნის რამდენიმე სასარგებლო თვისებას:
Continue reading